გადაცემაში მონაწილეობს სახელოვანი სპორტსმენი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც გაიხსენებს სპორტული ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდებს და რადიომსმენელს გაუზიარებს თავის მოსაზრებებს თანამედროვე ჩოგბურთზე.
სატელეფონო ჩართვები: ჩაქვიდან - იმ დღეს მთავრდება მოჭადრაკე ქალთა ევროპის პირადი პირველობა; „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი საქართველოში ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობის შესახებ ისაუბრებს.
ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი ილაპრაკებს გუნდის პერსპექტივებზე და ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდის სხვადასხვა პრობლემაზე.