როგორც ჩანს, უსაშველოდ დიდხანს აღარ გაგრძელდება ქართული წყალბურთის აღორძინების მოლოდინი. ბოლო ორი წელია, სპორტის მოყვარულებიც უფრო ხშირად ლაპარაკობენ ჩვენს ნაკრებზე, რომელსაც არც ტელევიზია აკლებს ყურადღებას და არც პრესა - მით უმეტეს, ამ დღეებში, როცა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მასპინძლებმა A ქვეჯგუფში ბრიტანეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის გუნდები დაამარცხეს, ფრედ ითამაშეს სლოვაკეთთან და პირველი ადგილი დაიკავეს.