წინა შეხვედრებისაგან განსხვავებით, დღეს მხოლოდ ფეხბურთზე ვისაუბრებთ. როგორც ყოველთვის, ინტერესით მოელოდნენ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩებს, თუნდაც იმიტომ, რომ “ბარსელონა”, “იუვენტუსი”, “რეალი”, “ბაიერნი”- მუდმივი ფავორიტები არიან და არც “ბორუსიას”, „პარი-სენ-ჟერმენს“, “გალათასარაის” და “მალაგას” აკლიათ გულშემატკივარნი, უპირველეს ყოვლისა თავიანთ ქვეყნებში. თუ არ დაიზარებთ და ქართულ პრესაში ამ მატჩების მიმოხილვებსაც გადაავლებთ თვალს, შესაძლოა ზოგჯერ აცრემლდეთ კიდეც - ისეთ განცდებს, ემოციებს, აღტაცებასა და მწუხარებას იგრძნობთ და უნებურად, საკუთარ თავს პარიზის, მიუნხენის, მადრიდისა და ბარსელონის მკვიდრად წარმოიდგენთ...
პირადად ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ოთხივე შეხვედრის შედეგს კანონზომიერად მივიჩნევ და განმეორებითი მატჩების ტელერეპორტაჟების ნახვისას, იმედია აღარ მოვიწყენ...
ქართულ ფეხბურთს კი ამ ეტაპზე, როცა ეროვნული ჩემპიონატი მთავრდება, თავისი პრობლემები და პერსპექტივები აქვს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან შეხვედრისას, საუბარი გარიგებულ მატჩებზე წამოვიწყეთ.
„ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი ევროპისათვის. უეფაში სპეციალური კომიტეტია შექმნილი ამ სახის დარღვევების აღმოსაფხვრელად. მე შევხვდი სპორტის მინისტრს, ბატონ ლევან ყიფიანს. ჩვენ შევქმნით სპეციალურ ჯგუფს სახელმწიფოსთან ერთად, რადგან ამ სახის დანაშაული უკვე არა საფეხბურთო, არამედ კრიმინალური ხასიათისაა და სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გამოავლინონ... თუმცა საფეხბურთო ორგანიზაციებიც აქტიურად იმუშავებენ, რათა სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა იხილოს ნამდვილი ფეხბურთი. მაყურებელთა რაოდენობაც მაშინ გაიზრდება...“ - გვითხრა ზვიად სიჭინავამ.
ბოლო დროს, თავიანთი გულისტკივილი დაუფარავად გამოხატეს საქართველოს ეროვნული ნაკრების იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სანაკრებო კარიერა ნაადრევად და ღირსეული პატივის გარეშე დაამთავრეს.
კვლავ ზვიად სიჭინავას მოვუსმინოთ: „მათი ფეხბურთიდან წასვლა ჩვენი გადასაწყვეტი, რასაკვირველია, არაა. რაც შეეხება კობიაშვილს, მან ყველაზე მეტი, 100 მატჩი ჩაატარა ჩვენი დროშის ქვეშ და დიდი სარგებლობაც მოუტანა ნაკრებს. მისი გადაწყვეტილების შესახებ მე ფეისბუკიდან შევიტყვე და მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ღირსეულად გააცილოს კობიაშვილი, ამას ვამბობდი კალაძესთან დაკავშირებით, ამასვე გავიმეორებ, როცა ნებისმიერ სახელოვან ფეხბურთელზე გვექნება საუბარი.“
ფაქტია, რომ ჩვენს ფეხბურთში, სამწუხაროდ, არ დამკვიდრდა ცნობილი ფეხბურთელების საზეიმო გაცილების ტრადიცია. 31 მაისის შემდეგ კი, როცა კახი კალაძე “დინამოს” სტადიონზე დაემშვიდობება თანაგუნდელებს და მაყურებლებს, ალბათ, ბოლოს და ბოლოს გამორჩეული სპორტსმენების დაფასებაზე ყველა იფიქრებს - გულშემატკივარი, საფეხბურთო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები... თუმცა როგორც ჩანს, საქმე უკვე დაიძრა - ნოემბერში კობიაშვილის და იაშვილის საზეიმო გაცილებას აპირებს ფეხბურთის ფედერაცია.
ზვიად სიჭინავასთან შეხვედრისას, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყნად საქართველოს პერსპექტივაზეც ვისაუბრეთ...
„26 აპრილს, როცა გამოქვეყნდება უეფას საბოლოო მოთხოვნები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლობასთან დაკავშირებით, ჩვენი ფედერაცია უეფაში შეიტანს საბუთებს, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ და გავახაროთ ფეხბურთის თაყვანისმცემლები. ჩვენ მოგვიწევს დიდი სამუშაოს ჩატარება იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ თბილისის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.“
დაბოლოს შეგახსებებთ, რომ კონტინენტის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი ქვეყნების განაცხადების მიღების შემდეგ უეფა მომავალი წლის აპრილსა და მაისში დაიწყებს მსურველთა არგუმენტების შესწავლასა და შემოწმებას, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კი უეფა 2014 წლის სექტემბერში გამოაცხადებს.