როგორც ჩანს, უსაშველოდ დიდხანს აღარ გაგრძელდება ქართული წყალბურთის აღორძინების მოლოდინი. ბოლო ორი წელია, სპორტის მოყვარულებიც უფრო ხშირად ლაპარაკობენ ჩვენს ნაკრებზე, რომელსაც არც ტელევიზია აკლებს ყურადღებას და არც პრესა - მით უმეტეს, ამ დღეებში, როცა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მასპინძლებმა A ქვეჯგუფში ბრიტანეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის გუნდები დაამარცხეს, ფრედ ითამაშეს სლოვაკეთთან და პირველი ადგილი დაიკავეს.
"შეკრება გვქონდა სერბეთში. როცა ნაკრების მოთამაშეებს ვეუბნები, რომ სტაბილურობა აკლიათ, თავს იმით იმართლებენ, რომ წლის განმავლობაში იშვიათად თამაშობენ. სერბეთში შეკრებაზე შვიდი მატჩი ჩავატარეთ, შემდეგ სტამბოლში "გალატასარაის’’ ოთხჯერ შევხვდით და მთელი დატვირთვით ვითამაშეთ. და სწორედ ასეთი მომზადების შედეგი იყო ჩვენი წარმატება თბილისში პირველ ეტაპზე - A ქვეჯგუფში’’.
ვლადიმერ ისელიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არცთუ შორეულ წარსულში თბილისის "დინამოსა’’ და საკავშირო ნაკრების ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე იყო.
"ჩვენი ქვეჯგუფის გარდა, B და C ქვეჯგუფებში კიდევ თორმეტი გუნდია. შვეიცარიაში რატომღაც არ ჩატარდა B ქვეჯგუფის ტურნირი და მაისისთვის გადაიდო. სწორედ გადადებული მატჩების ჩატარების შემდეგ გახდება ჩვენთვის ცნობილი რომელ გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრები და, საერთოდ, თუ რა ფორმატით გაგრძელდება ასპარეზობა’’.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მეორე ტურის მატჩები ივლისში უნდა გამართოს, მანამდე კი, ივნისში, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.
ამას წინათ, როცა ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელ ჩემპიონზე, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეზე, და მის ნიჭიერ თანაგუნდელებზე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა არჩილ გოგელიამ ისაუბრა, ისიც გავიხსენეთ, რომ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, მოჭიდავეების შემდეგ, ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვებები ქართველ მოფარიკავეებს აქვთ მოპოვებული. ის დრო ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ ფარიკაობაში რომ ახლა პერსპექტიული თაობა მოდის, ხორვატიის ქალაქ პორეცში კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატმაც დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებმა იქ მედლები ვერ მოიპოვეს. ღირსეულად გამოვიდა სანდრო ბაზაძე, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე 6 მოწინააღმდეგე დაამარცხა, შემდეგ კი ვენესუელელ და გერმანელ მეტოქეებსაც სძლია. უნგრელ ანდრაშ ზატმარისთან შეხვედრას 9-8 იგებდა და როცა ანგარიში გათანაბრდა და 10-10 გახდა, მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტი დაუფარავად გამოიხატა და ორჯერ საჯარიმო ქულებით დაისაჯა. საბოლოოდ, 11-15 დამარცხდა და V ადგილს დასჯერდა. უფრო დაწვრილებით ამ ასპარეზობაზე ერთი კვირის შემდეგ არჩილ გოგელიასთან ვისაუბრეთ.
ამ კვირაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალურ მატჩებში, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიკვეთა არასასურველი, სამწუხარო ტენდენცია - იშვიათი აღარაა მსაჯების აშკარა შეცდომები, რომლებიც გავლენას ახდენენ შედეგზე. "ბარსელონამ’’ ვერ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება ისევ შეუძლებელია; "რეალსაც’’ აშკარად დააკლდა იკერ კასილიასი, რომლის შემცვლელი ლოპესი არ ჰგავს გუნდის გადამრჩენ მეკარეს; "ბორუსიას’’ თითქოს არ ჰყოფნის გამოცდილება და ზოგჯერ კონცენტრაციაც; "ბაიერნი’’ კი ყველაზე დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს ნახევარფინალისტთა შორის, რომელთა მომავალი შეხვედრები, ტრადიციულად, დიდ ინტერესს იწვევს...