Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო 2015, ჭიდაობა და ფეხბურთის პრობლემები


ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში გვექნება ორი სატელეფონო ჩართვა ბაქო 2015-ის პროგრამით გათვალისწინებული კარატისტთა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობის დარბაზებიდან; პირველი ევროპული თამაშებისათვის მზადყოფნის შესახებ ისაუბრებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

გურამ საღარაძე, თენგიზ სულაქველიძე
გურამ საღარაძე, თენგიზ სულაქველიძე

ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, ამჟამად საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი თენგიზ სულაქველიძე რადიომსმენელს გააცნობს თავის მოსაზრებებს ჩვენი ფეხბურთის პრობლემებზე. მასათან ინტერვიუს მსვლელობისას, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა ვარშავიდან გვიამბობს პოლონეთისა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების მატჩთან დაკავშირებულ ამბებს.

ბოლოს კი, ტრადიციულად, გადაცემის სტუმარია ჩვენი სპორტის კიდევ ერთი სახელოვანი წარმომადგენელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გურამ საღარაძე.

XS
SM
MD
LG