დღეს არაერთ საინტერესო ინფორმაციას მოისმენთ ფარიკაობის, ცხენბურთისა და ფეხბურთის შესახებ. „მარათონში“ მონაწილეობენ: ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ ლელოს რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი თამაზ თევზაძე, ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე და ახალგაზრდა მოფარიკავე საბა სულამანიძე.