გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებსა და გამყოფ ღობეებთან ხნულების გავლება განაახლეს. საოკუპაციო ძალები უკვე მესამე წელია პერიოდულად ავლებენ ხნულებს, რომლებსაც ცხინვალის ფე ფაქტო ხელისუფლება ხანძარსაწინააღმდეგო ზოლს უწოდებს.
მეხუთე დღეა, ოსიაურ-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა შეჩერებულია, ამის მიზეზი კი მუშების გაფიცვაა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი დღეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას.
26 აპრილის საღამოს ცხინვალის იზოლატორიდან სოფელ ქვეშის მცხოვრები სერგო დარბაიძე გაათავისუფლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის გვიან ღამით ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ პოლიციელებს გადასცეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის მკვიდრი 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს.
გორელმა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ჟამურელმა მერიის წინ თეთრი მუყაოს ყუთი მიიტანა, ზედ მახათები და სადგისები დააწყო და მერიის თანამშრომლებს პროდუქციას შეღავათიან ფასებში სთავაზობდა.
65 წლის აკაკი მისირელი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. იგი შაბათს სოფელ ქერეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების მესამე შემთხვევაა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს.
გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრებმა ქალაქში აქცია დაიწყეს. ისინი ცენტრალურ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ, კედლები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დარჩენილი სააგიტაციო პლაკატებისგან გაწმინდეს და საკუთარი ფოტოები გამოფინეს.
გორის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია ხმაურის ფონზე შეიქმნა. საკრებულოს უმრავლესობამ ცნობად მიიღო შექმნა ახალი ფრაქციისა, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი თამარ კოდოშვილი უხელმძღვანელებს.
სოფელი კირბალი გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე სახიფათო სოფელია - აქ თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, რომ მისი ერთი წევრი მაინც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არ იყოს მოხვედრილი.
მაია ხარხელმა სამზადისი დილიდან დაიწყო: ხაჭაპურები დააცხო, წითლად შეღებილი კვერცხების ნაწილი და ცივად მოხარშული დედალი ყუთში მოათავსა. ბიჭებმა სარდაფიდან ღვინოც ამოიტანეს და საფლავზე გასატანი პროდუქტები გაამზადეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულის დღეებში სოფელში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დღეს დაწვრილებით გააცნო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და იმ სპეციალისტებს, რომლებიც კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა სამშვიდობო ინიციატივით დაიწყო.
შიდა ქართლის გუბერნატორი კახაბერ სამხარაძე სამუშაოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადადის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე კი შიდა ქართლში განაგრძობს საქმიანობას. ეს ინფორმაცია გორში, უკვე თვეზე მეტია, ვრცელდება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ამ დღეებში დადასტურდა. კახაბერ სამხარაძემ არ უარყო, რომ მისი გადაყვანის შესახებ ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
ოსური მედიის ცნობით, შაბათ საღამოს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს. უწყებამ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობით ახსნა.
ჩამოტვირთე მეტი