სოფელი კირბალი გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე სახიფათო სოფელია - აქ თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, რომ მისი ერთი წევრი მაინც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არ იყოს მოხვედრილი. კირბალელებს აკავებენ ტყეში შეშის დასამზადებლად წასულებს, საძოვრებზე მწყემსებს, როცა ისინი გამყოფი ხაზის მიღმა ძროხების გამოსადევნად მიდიან, ან ეკლესიაში მისულებს. ეს ტერიტორია 2008 წლის აგვისტოს ომამდე სოფლის საკუთრება იყო, ომის შემდეგ კი ასობით ჰექტარი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს. კირბალის სასაფლაო ახლა იმ ზონაშია, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ ჩამოდიან, თუმცა ნაწილზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან იქ უკვე რუსეთის მესაზღვრეები პატრულირებენ. ხაზი აქ პირობითია, რადგან არც მავთულხლართები არსებობს, არც ღობეები და არც ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები.
კირბალი - ყველაზე სახიფათო სოფელი

1
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასობით ჰექტარი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა

2
რუსეთის სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

3
ბოლო დროს კირბალელებმა შეამჩნიეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხეებზე თეთრ ნაჭრებს კიდებენ და ამით ნიშნავენ ტერიტორიას

4
სოფელი კირბალი გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე სახიფათო სოფელია

5
ნებისმიერ ბუჩქთან, შესაძლოა, შეიარაღებული ჯარისკაცი იყოს ჩასაფრებული

6
ხაზი აქ პირობითია, რადგან არც მავთულხლართები არსებობს, არც ღობეები და არც ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები

7
სოფლის სასაფლაოს ნაწილზე გადასვლა სახიფათოა

8
სასაფლაოს განაპირას პოლიციის ეკიპაჟი მორიგეობს

9
სასაფლაოს სიახლოვეს უკვე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ

10
რუსეთის სამხედრო ბაზა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან