გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა დღეს პროკურატურაში საქმის დეტალების გასაცნობად კიდევ ერთხელ მივიდა.
გორის მერიაში ორი თანამშრომლის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
ახალგორის საბავშვო ბაღებიდან ის თანამშრომლები გაათავისუფლეს, რომლებიც რუსულ და ოსურ ენებს არ ფლობენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამას ქართულენოვანი თანამშრომლების დისკრიმინიაციად აფასებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა. საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები - მეჯვრისხევი, ახალუბანი, ჯარიაშენი და ზერტი - დაისეტყვა, სოფელ მეჯვრისხევში კი ეზოები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
გორის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გორის მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა. 87-ე შეხვედრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზონებში კონტროლს ამკაცრებს. ივნისსა და ივლისში სპეციალური ღონისძიებები იმ ოსურ სოფლებში გატარდება, რომლებიც ქართულ სოფლებს ესაზღვრება.
გივი ტატუნაშვილს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არაერთი კითხვა აქვს. რადიო თავისუფლება მას ტელეფონით დაუკავშირდა და ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შესახებ გაესაუბრა:
„ბოდიში მოიხადოს“, „გადადგეს“, „მოხსნან“ - ეს ფრაზები სოციალურ ქსელ ფეისბუკში გორის მერის თანაშემწის კახაბერ ბლიაძის მიმართ იწერება. ბლიაძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა და, კომენტატორების აზრით, შვილმკვდარ მამასა და გარდაცვლილს შეურაცხყოფა მიაყენა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ადგილობრივმა მოსახლეობამ სალოცავში მისვლა ვერ მოახერხა.
საინიციატივო ჯგუფი „მარო“ გორში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს. ჯგუფმა გორის მერიას პეტიციით მიმართა, რომელიც მერიის ვებგვერდიდან მალევე გაქრა. ჯგუფის წევრები საქმის სამართლებრივი გზით გარკვევას აპირებენ.
საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გიორგი კეფაშვილი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს.
რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართველი და ოსი ახალგაზრდები თბილისში ერთმანეთს შეხვდებოდნენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებდნენ.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მუქარა, ლანძღვა-გინება აგრესია, სიძულვილის ენა ყველაზე უფრო მეტად გამოჩნდა. თემატიკა მრავალფეროვანია, დაწყებული რელიგიური, ეთნიკური , სექსუალური უმცირესობებით და დამთავრებული სტალინის საკითხით.
გარემოვაჭრეები ქუჩაში ვაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ და მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე.
ერგნეთში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა აქამდე გამართული 85 შეხვედრიდან.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირველო მისიამ (EUMM) განაცხადა, რომ სოფელ ნიქოზთან ახლახან გავლებული ზოგიერთი ხნული, მართლაც, კვეთს ადმინსტრაციულ საზღვარს.
„დახვრეტა, გადასახლება“ - 1937 წლის რეპრესიებისდროინდელი ტერმინები დღეს ისევ ისმოდა გორში. დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და კომუნისტებს შორის იმ სტიკერების დარიგებისას დაიწყო, რომლებზეც იყო წარწერა -„რუსეთი ოკუპანტია“. ამ სტიკერებმა სტალინისტები გააღიზიანა და დახვრეტა- გადასახლება გაახსენა. სამოქალაქო აქტივისტმა ირინა ცააძემ სტიკერები მაინც დაარიგა.
ჩამოტვირთე მეტი