ტარიელ ხარხელაურის "აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა“ რამდენიმე წლის წინათ გამოიცა "ეროვნული მწერლობის“ მიერ, მაგრამ, როგორც საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე, ამ კრებულმაც თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა; უფრო სწორად, არ დაწერილა არც ერთი საანალიზო წერილი იმაზე, რაც, ჩემი აზრით, მართლაც ყურადღებას იმსახურებს.