დღევანდელი ახალგაზრდა ქართველი პოეტებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა დათო ყანჩაშვილის პოეტური კრებული "სიფხიზლის გამო“, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოსცა ,,დიოგენემ“. ავტორის ეს პირველი წიგნი მართლაც გამოირჩეოდა პოეტური სისავსითა და სათქმელის გამოკვეთილობით, რაც ასე აკლია ხოლმე ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებას.
ფორმის თვალსაზრისით, დათო ყანჩაშვილი აგრძელებს ბესიკ ხარანაულის ხაზს, რომელიც ხარანაულმა შემოიტანა ქართულ ვერლიბრში და შემდეგ წარმატებით განავითარა ზვიად რატიანმა.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დათო ყანჩაშვილმა კითხვაზე, თუ რომელმა პოეტებმა იქონიეს გავლენა მის ლექსებზე, გვიპასუხა:
,,გავლენა, არ ვიცი, რამდენად ჰქვია, მაგრამ მე შემიძლია გითხრა, ვის ვკითხულობდი ძალიან აქტიურად. ქართველი პოეტებიდან ძალიან მიყვარდა თამაზ ბაძაღუა. კარლოს ვკითხულობდი ხშირად, კაჭარავას. ცოტა უფრო გვიანდელი ავტორებიდან ვკითხულობდი შოთა იათაშვილს, ზვიად რატიანს, გარკვეულწილად, ბესიკ ხარანაულს. ამ ავტორებმა, ალბათ, ჩამოაყალიბეს არა ჩემი გემოვნება, არამედ ის რაღაც ფუნდამენტი, რაზეც შემდეგ დავაშენე კიდეც რაღაც ჩემეული. უცხოელ ავტორებს რაც შეეხება, მარკ სტრენდს გამოვყოფდი. ძალიან საყვარელი პოეტია ჩემთვის და ხშირად ვკითხულობ დღესაც“.
ჩამოთვლილი პოეტებიდან და ლიტერატურული ინტერესიდან გამომდინარე, ცხადი ხდება დათო ყანჩაშვილის პოეტური განვითარების გეზი. ის ორიენტირებულია ჩვენი ლიტერატურის იმ ხაზზე, რომელიც, პირობითად, დასავლური პოეტური მეტყველების ქართულ ნიადაგზე ადაპტაციას ისახავდა და ისახავს მიზნად.
ამ მხრივ დათო ყანჩაშვილთან სიახლე ნაკლებად მოგვხვდება თვალში, თუმცა, რასაკვირველია, ის ავსებს აღნიშნულ პოეტურ ტრადიციას გარკვეული შტრიხებითა და ნიუანსებით, რის საშუალებასაც თავის თავში ატარებს და გთავაზობს თვითონ ეს ტრადიცია. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ დათო ყანჩაშვილის პოეტურ კრებულს ნამდვილად არ აკლია შემოქმედებითი ინდივიდუალობა და სიმძაფრე, რაც ამ ლექსებს ერთგვარ ლირიკულ მონოლოგად წარმოგვიდგენს.
ავტორი თითქოს ჩვენ წინაშე პატარა სპექტაკლს თამაშობს, სადაც რეჟისორიცა და ყველა მთავარი როლის შემსრულებელიც თვითონ არის, დანარჩენი ადამიანები და საგნები კი მხოლოდ ფონია, რაც სათქმელის სიღრმეს გამოკვეთს და ამძაფრებს.
თუმცა თვითონ ამ წიგნის შედარება სპექტაკლთან, ალბათ, ყველაზე უფრო უსამართლო პარალელია, რადგან დათო ყანჩაშვილი საგანგებოდ გაურბის ორ რამეს: პათეტიკასა და სათქმელის თეატრალურ დრამატიზებას. მისი ლექსების ჩვეულებრივი თხრობითი კილო მკითხველს პოეტთან ინტიმური თანაზიარობის განცდას უქმნის და წიგნის გასრულების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღსარება ჩააბარეს.
აღსარების კილო თავისთავად განაპირობებს ამ კრებულის უმთავრეს სტილისტურ თავისებურებას - სადა, მაგრამ არა მარტივ პოეტურ ენას, რომლისთვისაც პრინციპულად უცხოა ყოველგვარი ზედმეტი მხატვრული სამკაული. ეს ენა ვერ ჰგუობს ზედაპირზე ამოტანილ შედარებებსა და მეტაფორებს, უფრო სწორად, შედარებისა და მეტაფორის ისეთ სახეს, სადაც აღმნიშვნელიც და აღსანიშნიც, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, საერთოდ, ცალსახად და დეტალურად გამოკვეთილია.
აქ მეტაფორას, უმთავრესად, რამდენიმე დონე აქვს და მისი ერთ-ერთი დონე აუცილებლად გადაკვეთს ნათქვამის სინტაქსურ ველს. სინტაქსური თამაშების, სინტაქსის პოეტური სიღრმეების აქტუალიზება დათო ყანჩაშვილის ძირითად მხატვულ იარაღს წარმოადგენს. ზემოთქმულის მაგალითად კი თუნდაც მისი ლექსის ეს პატარა ფრაგმენტიც გამოდგება:
"გადაიღო. რა ხანია, გადაიღო იმ დიდმა და კოკისპირულმა სიყვარულმა, რომელმაც ჯერ დაგვასველა, მერე დაგვახავსა, ბოლოს კი გვალვას შეგვატოვა. ჩვენ გავიქეცით, რომ გვეპოვა თავშესაფარი. სადაც შევძლებდით ერთმანეთი გამოგვეცვალა და ჩაგვეცვა რამე უსაფრთხო და დავდექით ორი წლით შორს ერთმანეთისგან“.
საერთოდ, დათო ყანჩაშვილი ახერხებს ზუსტად გაიაზროს საკუთარი შეგრძნებები და მერე ასევე ზუსტი სიტყვები შეარჩიოს ამ შეგრძნებათა გადმოსაცემად. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მას თითქმის არასოდეს გაურბის ფრაზა არასაგნობრივი, განყენებული სივრცეებისაკენ. ის ცხოვრების შვილია და ცდილობს ცხოვრება გადმოსცეს მის ყველა, მრავალფეროვან განზომილებაში. ამიტომაც გასაგებია დათო ყანჩაშვილის ჩვენთან საუბრისას ნათქვამი:
,,ესთეტიკაზე ნაკლებად ვფიქრობ ხოლმე, როცა ვწერ. როცა საკუთარ ლექსებს ვკითხულობ, ძალიან კრიტიკული ვარ და ძალიან არ მიყვარს და ვერიდები ფართო საზოგადოებაში კითხვას. არ ვიცი, ეს შეიძლება კარგია, შეიძლება ცუდი. მე მგონია, რომ ლექსები, გარკვეულწილად, არის ადამიანის გაგრძელება და ვწერ იმას, რაც მაწუხებს ან რაც არ მაწუხებს, მაგრამ რასაც ვუყურებ. ყოველ შემთხვევაში, ლექსი ჩემთვის არის წმინდად ცხოვრების გაგრძელება და არა რაღაც განყენებული ცხოვრებისაგან, რომელიც აუცილებლად ზეციურ გრძნობებზე უნდა გვაფიქრებდეს. მე, მაგალითად, არ მეწყინება, თუ იტყვიან, რომ ეს არის რაღაც ყოველდღიური საკვებივით, საჭმელივით. პოეზია შეიძლება ჭამო ყოველდღე და ეს არ არის ცუდი“.
რა თქმა უნდა,თავისთავად ეს მეტაფორაც არ არის ახალი. ლიტერატურა და, მით უფრო, პოეზია ყოველთვის განიხილებოდა როგორც ერთგვარი სულის პური, მაგრამ დათო ყანჩაშვილთან პრინციპული სიახლე ის არის, რომ პოეზია სწრაფი კვების ობიექტის კერძად მოიაზრება, სადაც სერვისი, ჭურჭელი ყოველდღიურია, ხშირად ერთჯერადი, საკვები კი ზოგჯერ, მართლაც, ძალიან გემრიელი გამოსდით.
ყოველ შემთხვევაში, პოეზიის სპილოს ძვლის კოშკიდან გამოყვანის, მისი გაადამიანურებისა და დამიწების მცდელობა დათო ყანჩაშვილის ლექსებში ისეთი წარმატებულია, რომ ამით სრულებითაც არ კნინდება პოეზიის უმთავრესი დანიშნულება - დაეხმაროს ადამიანს საკუთარ რთულ შეგრძნებებში გასარკვევად, რისთვისაც ხშირად სწორედ ყოველდღიურობის გადალახვა, ყოველდღიურობაზე ამაღლებაა ხოლმე აუცილებელი.
რაც შეეხება ნახსენები ტრადიციისგან პრინციპულ განსხვავებას, დათო ყანჩაშვილმა მოახერხა გაჰქცეოდა იმ საფრთხეს, რასაც, ჩემი აზრით, თავის ბოლოდროიდნელ ნაწერებში ვერ გაექცა თვითონ ამ ტრადიციის მეთაური, ბესიკ ხარანაული.
ვგულისხმობ იმას, რომ ხარანაულთნ ლამის მთელი პოეზიის გაგება გარკვეული ფსიქოლოგიზმების აფორისტიკულ დონეზე დაეშვა. ცხადია, ეს ფსიქოლოგიზმები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ მათ ფონზე ხშირად იკარგება ან ფერმკრთალდება ხოლმე ბევრი ისეთი რამ, რაც პოეზიის არსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ჩემი აზრით, ამაში დათო ყანჩაშვილს ეხმარება ის, რომ მხოლოდ თავის თავზე არ არის კონცენტრირებული და სამყაროს ან ყოველდღიურობას მხოლოდ საკუთარი ეგოს პრიზმიდან არ უყურებს. ამიტომაც არის მისი პირველი პოეტური კრებული ფასეული და ბევრი მკითხევლი, განსაკუთრებით კი, მისი თაობის მკითხველები, სიფიხიზლის გამო დაწერილ ამ ლექსებში თავის თავთან უამრავ მსგავსებას იხილავენ.