ტარიელ ხარხელაური გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ჭექა-ქუხილით შემოვიდა ქართულ პოეზიაში. კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის მიერ ნაპოვნი თიანელი მოსწავლის რვეული ჯერ ხელიდან ხელში გადადიოდა, მერე კი თითქოს მიავიწყდათ. უფრო სწორად, ტარიელის ბუნებითმა მოკრძალებულობამ თავისი ქნა: თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა, ყველაფერს თავი მიანება, რაკი გულმა მშობლიური მთებისა და მამა-პაპათა საქმიანობის - მეცხვარეობისაკენ გაუწია.
სწორედ ამ პერიოდში "აღმოაჩინეს“ ხელახლა ტარიელ ხარხელაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხეს და პირველი წიგნი "წყალი საკალმახეც“ გამოუცეს. როცა მაშინდელ აჟიოტაჟზე თვითონ ტარიელ ხარხელაურს ვკითხეთ, უფრო სწორად, იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა მაშინდელმა ხმაურმა თავად მასზე, გვითხრა:
"ის ხმაური რომ ჩემთვის ყოფილიყო რაღაცნაირი სიმაღლე და მისაღები, შეიძლებოდა ხელი შეეშალა, იმიტომ რომ ის ხმაური, მეკუთვნოდა თუ არ მეკუთვნოდა, ამას თვითონ ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებდი. გარკვეულწილად, ეტყობა, შემიშლიდა ხელს, იმიტომ რომ მე ახალგაზრდა რომ მოვსულიყავი, შეიძლება ამ ხმაურს გავეყოლიებინე, ამას მივეზიდე და მერე მიმართულება შემეცვალა, საერთოდ, ლექსისთვის. ეტყობა, გარკვეული ხიბლიც ახლავს ამ ასაკში და როცა შენ გრძნობ, საზოგადოებას, მკითხველს, მსმენელს რაზე აქვს
გამახვილებული ყურადღება, შენც ცდილობ, რომ ეს საზოგადოების ყურადღება არ გაგეპაროს, აი, ამ ყურადღებაზე მუშაობ და დანარჩენი - შენი გზა - მერე უკვე გავიწყდება. ამიტომ ყოველთვის გავურბოდი მაგ ხმაურს და არც იყო ჩემთვის მისაღები“.
ალბათ, ამ ინდივიდუალიზმისა თუ პოეტური სიჯიუტის წყალობითაც, უკვე ამ პირველი წიგნიდანვე ტარიელ ხარხელაური დასრულებულ პოეტად მოგვევლინა, რომლის წინაშეც უძლური იყო ყველა აღმატებული ეპითეტი. ის არავის ჰგავდა და თუ მაინცდამაინც ვინმესთვის უნდა შეგედარებინათ, ვაჟა ფშაველას გაგახსენებდათ თავისი არაამქვეყნიური და არქაული ხილვებით, რომელთა გამოხატვისათვის ყველაზე მარჯვე ფორმად ავტორს, უბრალოდ, პოეზია მოეძებნა.
თუნდაც ის ლექსი, რომელზეც კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, ჩემი აზრით, უბრწყინვალესი სიმღერა დაწერა და რომელიც "ცისფერი ტრიოს“ შესრულებით თითქმის მთელმა საქართველომ შეიყვარა, ფაქიზი ლირიკული განწყობისდა მიუხედავად, თავზარს დაგცემთ თავისი სიღრმითა და ადამიანური მარტოობისა და იმედის ასეთი პოეტური გააზრებით.
მაგრამ ლირიზმზე მეტად ტარიელის პოეზიაში სწორედ ეს არქაული ხილვებია საინტერესო, პირველყოფილი, თითქმის ხელშეუხებელი ერთიანობა ბუნებისა და ადამიანისა. მისი ლექსების კითხვისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გაუკვალავ თოვლში მივდიოდე და ქარბუქს პოეტი თავისი მონუმენტური მხარბეჭით აკავებდეს.
ტარიელი ცხოვრებაშიც ასეთივეა: ვისაც თუნდაც მასთან არაყოველდღიური ურთიერთობის ბედნიერება რგებია წილად, ყველას კარგად მოეხსენება, რა იშვიათი ღირსებების ადამიანია ეს დიდებული პოეტი.
ხშირად ხდება ხოლმე: ვინმეს ნაწერს წაიკითხავ, მოიხიბლები და შეიყვარებ, მაგრამ საკმარისია პირადად გაიცნო, ოდნავ მიუახლოვდე და ხიბლი უცებ გაიფანტება, რადგან სწორედ იმის საპირისპირო რამ გრჩება ხელში, რაც ცოტა ხნის წინათ ნაწერში წაიკითხე. ტარიელი სწორედ ზემოთქმულის ანტიპოდია, რადგან იშვიათად მინახავს ასეთი მონოლითური პიროვნება.
ტარიელ ხარხელაურმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "12 წელი გავატარე ცხვარში, მწყემსად ვიყავი ცხვარში. მთა სხვანაირად გზრდის. იქ შენ უნდა ჩანდე პიროვნულად და არა ლექსით. მთას ეს არ სჭირდება, მთას ლექსით ვერ გააკვირვებ, პოეზიით და აი, შენ კაცი როგორი ხარ, ეგ არის მთავარი და ჩემთვის მთავარი მიზანი იყო, მე კაცად დავრჩენილიყავი და კაცი ვყოფილიყავი მისაღები მთისთვის, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად, და არა ლექსით“.
ალბათ, ასეთი დამოკიდებულების, ასეთი ადამიანური პოზიციის შედეგია ეს სტრიქონებიც:
"დავუცე ფეხი, მიწა ვძრა, ჩავისუნთქო, ცა ჩავხარო, ცაც მე მემონვის, მიწაცა, მთლად ეს შეშლილი სამყარო. ხან მთებს მივნამქრავ, მივკივი, ზღვა თვალში ცრემლად ჩავიცრა, სიცოცხლეც მე ვარ, სიკვდილიც, სასაფლაოც და მკვდარიცა, სივრცეა ჩემი საკვლევი, შიში არა მაქვს მოცელვის, სანთელიც მე ვარ, საკმელიც, სალოცავიც და მლოცველიც“.
ეს ლექსი ტარიელის ადრეული შემოქმედების ნიმუშებს ეკუთვნის და მით უფრო გასაკვირია, თიანეთის სოფელ სიმონიანთხევში მცხოვრებმა ახალგაზრდა კაცმა როგორ მოახერხა ასეთი სუფისტური ერთიანობა შეეგრძნო სამყაროსა და მის პირველსაწყისთან. მსგავსი სტრიქონები დიდ მისტიკოს პოეტებთან წამიკითხავს, რომლებიც ამგვარი ერთიანობის შეგრძნებამდე მისასვლელად უმკაცრეს სულიერ და ფიზიკურ ვარჯიშებს გადიოდნენ და ზოგი ახერხებდა სასურველ მიზნამდე მიეღწია, ზოგი კი ვერა.
სუფიზმის ხსენებამ მსმენელს არ მინდა აფიქრებინოს, რომ ტარიელი ვისიმე - თუნდაც ამ პოეტების - გავლენას განიცდიდეს. აქ საინტერესო სწორედ ის არის, ის მსგავს შეგრძნებებთან პიროვნული, დამოუკიდებელი ძიებების გზამ მიიყვანა და არა ნაკითხობამ, უფრო სწორად, სხვათა ამბებში ზედმეტმა კირკიტმა.
სხვა პოეტის შემთხვევაშიც ეგებ ასეთი სტრიქონები ნაძალადევი, ყალბი და, შესაბამისად, უგემოვნო მოგჩვენებოდა, მაგრამ ტარიელს ყოველთის შეუძლია მკითხველი საკუთარ სინამდვილეში დაარწმუნოს, უფრო სწორად, ეს სინამდვილე იმდენად მისია, პიროვნული გამოცდილების შედეგია, რომ პოეტს არაფრის მტკიცება არ სჭირდება. მისი ლექსები დავიწყებული მითოსის ნასხლეტებს ჰგავს, სადაც ის უბრალოდ კი არ გვიყვება რამეს, არამედ თვითონ წარმოგვიდგება როგორც ამ მითოსის ორგანული ნაწილი და ცოცხალი მემატიანე: "მზად ვარ სამყარო ავიკლო, მივდევ სივრცეებს, მივგრგვინავ, წუხელ მზე არსად არ იყო, მზემ ჩემში გამოიძინა...“
ამ სტრიქონების წაკითხვისას, პირადად მე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხატის კარზე ტრანსში ჩავარდნილ ხევისბერს ვუსმენდე, რომელიც მასზე და, საერთოდ, ყველაფერზე გაცილებით ძლიერმა ძალამ აიძულა ქადაგად დამდგარიყო და ჩვენთვის დაფარული ჭეშმარიტებები განეცხადებინა.
საერთოდ, პოეზიაში მუზის ან პოეტური აღმაფრენისა ნაკლებად მჯერა. უფრო სწორად, ემოციური მუხტი, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ პოეზია და მით უფრო თანამედროვე პოეზია, უპირველესად, დიდი შრომის, სიტყვაზე, სტილზე, სათქმელზე დიდი მუშაობის შედეგია, რომელსაც სხვანაირად ვერაფრით მიიღებ.
ტარიელ ხარხელაური ამ მხრივაც გამონაკლისია. მის შემთხვევაში მჯერა, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც ინსტრუმენტად გვიყენებს და როცა მოუნდება, თავის ჭკუაზე გვამეტყველებს.
სხვანაირად ძალზე ძნელია აიხსნას თუნდაც ამ შედევრის ლირიკული პათოსი:
"შემომკარით მზის სხივი ხანჯალივით ყბაში, ანდა შუბლი გამიხეთქეთ ირიბად, ჰე, ხეებო, დაუკარით ტაში, ვტირივარ, გვირილების ანთებული სინაზე გამიტარეთ გულში, მერე ყველა გუთნისდედის ჯინაზე მარცვალივით გადამაგდეთ ხნულში“.
ლიტერატურის სპეციალისტები, ლექსმცოდნეები, რასაკვირველია, ყურადღებას მიაქცევენ თუნდაც აქ მოხმობილი სტრიქონების საუცხოო ეპითეტებს: "მზის სხივის ხანჯალივით ყბაში შემოკვრასა“ თუ საოცრად მეტყველ სახეს - "გვირილების ანთებულ სინაზეს“, მაგრამ ვერავინ აგიხსნით, რატომ მოქმედებს ეს ლექსი ასე ძალუმად ადამიანის გულსა და გონებაზე, რა ადუღაბებს ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ფრაზებს ისე, რომ მსმენელსა და მკითხველს ტანში უღრმეს ჟრუანტელად დაუაროს.
აი, თუნდაც, ფორმის თვალსაზრისით ეს უმარტივესი სტროფიც რომ ავიღოთ: "კალთა ავიგლიჯე მწვირიანი, ავდექ და ცას მხრებით შევემტვრევი, დიახ, დედამიწა მცირე არის, როცა თავისთავში ვერ ეტევი!“
ასეთი სტრიქონებით სავსეა ტარიელ ხარხელაურის შედარებით სრული კრებული "აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა“, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გამოიცა "ეროვნული მწერლობის“ მიერ, მაგრამ, როგორც საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე, ამ კრებულმაც თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა; უფრო სწორად, არ დაწერილა არც ერთი საანალიზო წერილი იმაზე, რაც, ჩემი აზრით, მართლაც ყურადღებას იმსახურებს.
დღევანდელი საუბრით გვინდოდა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მკითხველისთვის ეს საოცარი წიგნი და ავტორი, რომელიც თავისი ზოგჯერ ძალიან უბრალო სტრიქონებით პოეზიის მადლის სისავსესა და ამოუწურავობას გვიდასტურებს.
სწორედ ამ პერიოდში "აღმოაჩინეს“ ხელახლა ტარიელ ხარხელაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხეს და პირველი წიგნი "წყალი საკალმახეც“ გამოუცეს. როცა მაშინდელ აჟიოტაჟზე თვითონ ტარიელ ხარხელაურს ვკითხეთ, უფრო სწორად, იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა მაშინდელმა ხმაურმა თავად მასზე, გვითხრა:
"ის ხმაური რომ ჩემთვის ყოფილიყო რაღაცნაირი სიმაღლე და მისაღები, შეიძლებოდა ხელი შეეშალა, იმიტომ რომ ის ხმაური, მეკუთვნოდა თუ არ მეკუთვნოდა, ამას თვითონ ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებდი. გარკვეულწილად, ეტყობა, შემიშლიდა ხელს, იმიტომ რომ მე ახალგაზრდა რომ მოვსულიყავი, შეიძლება ამ ხმაურს გავეყოლიებინე, ამას მივეზიდე და მერე მიმართულება შემეცვალა, საერთოდ, ლექსისთვის. ეტყობა, გარკვეული ხიბლიც ახლავს ამ ასაკში და როცა შენ გრძნობ, საზოგადოებას, მკითხველს, მსმენელს რაზე აქვს
ხან მთებს მივნამქრავ, მივკივი, ზღვა თვალში ცრემლად ჩავიცრა, სიცოცხლეც მე ვარ, სიკვდილიც, სასაფლაოც და მკვდარიცა, სივრცეა ჩემი საკვლევი, შიში არა მაქვს მოცელვის, სანთელიც მე ვარ, საკმელიც, სალოცავიც და მლოცველიც...ტარიელ ხარხელაური
ალბათ, ამ ინდივიდუალიზმისა თუ პოეტური სიჯიუტის წყალობითაც, უკვე ამ პირველი წიგნიდანვე ტარიელ ხარხელაური დასრულებულ პოეტად მოგვევლინა, რომლის წინაშეც უძლური იყო ყველა აღმატებული ეპითეტი. ის არავის ჰგავდა და თუ მაინცდამაინც ვინმესთვის უნდა შეგედარებინათ, ვაჟა ფშაველას გაგახსენებდათ თავისი არაამქვეყნიური და არქაული ხილვებით, რომელთა გამოხატვისათვის ყველაზე მარჯვე ფორმად ავტორს, უბრალოდ, პოეზია მოეძებნა.
თუნდაც ის ლექსი, რომელზეც კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, ჩემი აზრით, უბრწყინვალესი სიმღერა დაწერა და რომელიც "ცისფერი ტრიოს“ შესრულებით თითქმის მთელმა საქართველომ შეიყვარა, ფაქიზი ლირიკული განწყობისდა მიუხედავად, თავზარს დაგცემთ თავისი სიღრმითა და ადამიანური მარტოობისა და იმედის ასეთი პოეტური გააზრებით.
მაგრამ ლირიზმზე მეტად ტარიელის პოეზიაში სწორედ ეს არქაული ხილვებია საინტერესო, პირველყოფილი, თითქმის ხელშეუხებელი ერთიანობა ბუნებისა და ადამიანისა. მისი ლექსების კითხვისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გაუკვალავ თოვლში მივდიოდე და ქარბუქს პოეტი თავისი მონუმენტური მხარბეჭით აკავებდეს.
ტარიელი ცხოვრებაშიც ასეთივეა: ვისაც თუნდაც მასთან არაყოველდღიური ურთიერთობის ბედნიერება რგებია წილად, ყველას კარგად მოეხსენება, რა იშვიათი ღირსებების ადამიანია ეს დიდებული პოეტი.
მზად ვარ სამყარო ავიკლო, მივდევ სივრცეებს, მივგრგვინავ, წუხელ მზე არსად არ იყო, მზემ ჩემში გამოიძინა...ტარიელ ხარხელაური
ხშირად ხდება ხოლმე: ვინმეს ნაწერს წაიკითხავ, მოიხიბლები და შეიყვარებ, მაგრამ საკმარისია პირადად გაიცნო, ოდნავ მიუახლოვდე და ხიბლი უცებ გაიფანტება, რადგან სწორედ იმის საპირისპირო რამ გრჩება ხელში, რაც ცოტა ხნის წინათ ნაწერში წაიკითხე. ტარიელი სწორედ ზემოთქმულის ანტიპოდია, რადგან იშვიათად მინახავს ასეთი მონოლითური პიროვნება.
ტარიელ ხარხელაურმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "12 წელი გავატარე ცხვარში, მწყემსად ვიყავი ცხვარში. მთა სხვანაირად გზრდის. იქ შენ უნდა ჩანდე პიროვნულად და არა ლექსით. მთას ეს არ სჭირდება, მთას ლექსით ვერ გააკვირვებ, პოეზიით და აი, შენ კაცი როგორი ხარ, ეგ არის მთავარი და ჩემთვის მთავარი მიზანი იყო, მე კაცად დავრჩენილიყავი და კაცი ვყოფილიყავი მისაღები მთისთვის, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად, და არა ლექსით“.
ალბათ, ასეთი დამოკიდებულების, ასეთი ადამიანური პოზიციის შედეგია ეს სტრიქონებიც:
"დავუცე ფეხი, მიწა ვძრა, ჩავისუნთქო, ცა ჩავხარო, ცაც მე მემონვის, მიწაცა, მთლად ეს შეშლილი სამყარო. ხან მთებს მივნამქრავ, მივკივი, ზღვა თვალში ცრემლად ჩავიცრა, სიცოცხლეც მე ვარ, სიკვდილიც, სასაფლაოც და მკვდარიცა, სივრცეა ჩემი საკვლევი, შიში არა მაქვს მოცელვის, სანთელიც მე ვარ, საკმელიც, სალოცავიც და მლოცველიც“.
ეს ლექსი ტარიელის ადრეული შემოქმედების ნიმუშებს ეკუთვნის და მით უფრო გასაკვირია, თიანეთის სოფელ სიმონიანთხევში მცხოვრებმა ახალგაზრდა კაცმა როგორ მოახერხა ასეთი სუფისტური ერთიანობა შეეგრძნო სამყაროსა და მის პირველსაწყისთან. მსგავსი სტრიქონები დიდ მისტიკოს პოეტებთან წამიკითხავს, რომლებიც ამგვარი ერთიანობის შეგრძნებამდე მისასვლელად უმკაცრეს სულიერ და ფიზიკურ ვარჯიშებს გადიოდნენ და ზოგი ახერხებდა სასურველ მიზნამდე მიეღწია, ზოგი კი ვერა.
კალთა ავიგლიჯე მწვირიანი, ავდექ და ცას მხრებით შევემტვრევი, დიახ, დედამიწა მცირე არის, როცა თავისთავში ვერ ეტევი!..ტარიელ ხარხელაური