მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რემონტი დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც არ დასრულებულა. მგზავრები ბაქანზე კვლავაც უკანა შესასვლელიდან ჩადიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ თემზე საუბრის დროს დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება გამოიყენა. მან POS TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ასევე თქვა, რომ ამ თემაზე "ზღვარგადასული პროპაგანდაა" მსოფლიოში.
მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის ანძას მომგებიან ტურისტულ ადგილად აქცევდა და ათეულობით ადამიანს დაასაქმებდა, არც კი დაწყებულა. კახა კალაძის ამ დაპირებიდან თითქმის 4,5 წელია გასული.
დავით კეზერაშვილს, რომელიც თანამშრომლებს “ფორმულის” თავისი წილის ნახევრის გადაცემას დაჰპირდა, საქართველოში გაცემული ვალიდური დოკუმენტი არ აქვს. ამ მიზეზით საჯარო რეესტრმა მას ერთხელ უკვე უთხრა უარი გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნაზე. იპოვის სხვა გზას ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაპირების შესასრულებლად?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელზეც დადასტურებულად ვიცით, რომ დეტალურად სწავლობდა საკუთარი სისტემის შიგნით დასაქმებული ათობით ადამიანის ციფრულ ისტორიას და ინახავდა მათ ციფრულ ნაკვალევს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ეს ბერკეტი გამოიყენა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ. ამ მოსამართლეებს, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოიხსენიებდნენ ე.წ. სასამართლო კლანის შემქმნელებად და წევრებად.
შუაღამის დადგომის შემდეგ, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი ჟურნალისტის საქმე განიხილა.
გუშინ, 9 იანვრის საღამოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც, დიდი ალბათობით, ისმის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხმა - ის, სავარაუდოდ, საუბრობს პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე. ამის შთაბეჭდილებას ქმნის აუდიოჩანაწერის შინაარსი.
კომპანიას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ბაზარზე და ქვეყანაში ახალი სტანდარტები დანერგა, ახლა ასობით კლიენტი უჩივის. კონკურენციის სააგენტო ერთ დროს სამაგალითო USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ 70-მდე საჩივარს განიხილავს.
ჰომოფობიური და ანტიდასავლურად განწყობილი ჯგუფების დაფუძნებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები ბოლო ერთი თვეა ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ და ადასტურებენ, რომ ოფისების დახურვა უწევთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც პარტიის ოფიციალური შემოსავალი - შემოწირულებები არ შემცირებულა.
ბოლო რამდენიმე დღეა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრობენ. თავად სააკაშვილს ამის შესახებ "ფეისბუკზე" არ დაუწერია. ადვოკატებიც და ოჯახის წევრებიც მის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ.
29 ივლისს გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, როცა ხევში ჩავარდნილი პარაპლანისტების გადასარჩენად მისული ვერტმფრენი ჩამოვარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის ამ სახეობის რეგულირებაზე დაიწყეს საუბარი.
გუშინ, 29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არაა. თუმცა გავრცელებული ვიდეომასალით სავარაუდო მიზეზებზე უკვე საუბრობენ დარგის სპეციალისტები.
30 ივნისს ყოფილმა პატიმარმა გლებ ტიმოფეევმა უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ციხემ დაარღვია მისი უფლებები, როდესაც მას პატიმრობაში ვეგანური კვების გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაკავებულია და ინფორმაციას ადასტურებს ის უწყება, რომელშიც მანამდე თავად მუშაობდა. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა იმ სახლში, სადაც გოგაშვილი ცხოვრობდა.
ჩამოტვირთე მეტი