ცნობილია, რომ ამ სახეობის დრონებს პროირანელი მებრძოლები იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთში. თეირანს ადანაშაულებენ იმაშიც, რომ მან „შაჰედ-136“ და „შაჰედ-131“ ტიპის დრონების დიდი პარტია გადასცა რუსეთს, რომელსაც იგი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
ასევე ნახეთ
ირანი უარყოფს რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების გადაცემას - CNN
რამდენად ეფექტიანია დრონები?
ექსპერტების შეფასებით, კამიკაძე დრონი „შაჰედ-136“ და „შაჰედ-131“, იაფფასიანი, მაგრამ ეფექტიანია უპილოტო თვითმფრინავები. იმ ბგერების გამო, რასაც მზა კომპონენტებით შექმნილი ირანული დრონების მოტორები ფრენის დროს გამოსცემენ, - მათ ისეთი სასაცილო მეტსახელები შეიძინეს, როგორიცაა „გაზონსაკრეჭი“ და „მოპედი“.
მაგრამ დრონებმა, რომლებიც სამიზნეზე შეჯახების მიზნით დაბალ სიმაღლეზე მანევრირებენ, დაამტკიცეს, რომ შესწევთ უნარი მიაღწიონ მიზანს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით ეფექტიანობის მხრივ, არამედ თავიანთი ღირებულებითაც.
ბირთვული იარაღის კონტროლის ვისკონსინის პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი ჯონ კრჟიზანიაკი მიიჩნევს, რომ ირანულ დრონს, როგორც „შაჰედ-136“-ია, დიდი რაოდენობით გაშვების შემთხვევაში, „ქაოსის გამოწვევა“ შეუძლია.
ირანის დრონებს მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების გადატანა შეუძლია.
ასევე ნახეთ
CNN: რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენროგორია მათი დიაპაზონი?
„შაჰედ-136“-ის მანევრირების სავარაუდო დიაპაზონი განსხვავებულია, მაგრამ ირანი ამტკიცებს, რომ მას 2500 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.
13 აპრილის ღამით ამან შესაძლო დარტყმის დიაპაზონში მოაქცია ისრაელი, რომელიც ირანიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ისრაელის სარდლობა აცხადებს, რომ ირანმა დაახლოებით 170 კამიკაძე დრონი გაუშვა, რომელთაგან ყველა გადაიტაცეს და ჩამოყარეს.
ანალიტიკურ პორტალ „ჯეინის“ შეფასებით, შედარებით მომცრო ზომისა და უფრო ძველი თაობის Shahed-131-ის ფრენის სიშორე, სავარაუდოდ, 900 კილომეტრს აღწევს.
წარმოებაში 2021 წელს გაშვებული Shahed-136-ის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 185 კილომეტრია საათში, რის გამოც მისი გადატაცება სირთულეს არ წარმოადგენს. ასევე შეზღუდულია მისი ტვირთამწეობა - დაახლოებით 50 კილოგრამი.
ასევე ნახეთ
იაფი და სახიფათო - დრონებით ომი
აქვს თუ არა ირანს სხვა დრონები?
ბოლო წლებში ირანი უპილოტო თვითმფრინავების ნაყოფიერი მწარმოებელი გახდა. იგი ასევე აწარმოებს უფრო მოწინავე საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, მათ შორის Mohajer-6-ს, ასევე Shahed-129-სა და Shahed-191-ს.
გლობალური სადაზვერვო კომპანია Janes-ის, ახლო აღმოსავლეთის თავდაცვის სპეციალისტმა, ჯერემი ბინიმ, Shahed-129 დაახასიათა, როგორც „ხანგრძლივი თვალთვალისა და იერიშის უპილოტო საფრენი აპარატი“.
დრონ Mohajer-6-ს შეუძლია 200 კილომეტრამდე მანძილზე შეასრულოს როგორც სადაზვერვო ამოცანები, ასევე საჰაერო დარტყმები. ბინის თქმით, უჩინარი უპილოტო საფრენი აპარატი „კარგად დაცულ საჰაერო სივრცეში შესაღწევად გამოიყენება“.
2022 წელს ირანმა გახსნა მოიერიშე და სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატ Ababil-2-ის წარმოების ქარხანა ტაჯიკეთში, რომელიც საზღვარგარეთ თეირანის პირველი საწარმოო ობიექტია.
ასევე ნახეთ
ირანი: დასავლეთის განცხადებები მიუთითებს ირანული დრონების "ეფექტიანობაზე"კიდევ ვინ იყენებს ირანულ დრონებს?
ირანი სულ უფრო ხშირად განათავსებს თავის დრონებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ექსპერტები ამბობენ, რომ თეირანი მათ რეგიონში სადაზვერვო, დივერსიული და შეტევითი ამოცანებისთვის იყენებს.
ირანი დრონებით ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ერაყში, სირიასა და იემენში, მოქმედ თავის მომხრე პროირანულ ჯგუფებს ამარაგებს.
იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუტი ამბოხებულები ამტკიცებენ, რომ ბოლო თვეებში ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვეს. იმავდროულად, ერაყსა და სირიაში პროირანულმა მილიციამ დაიწყო ამერიკულ ძალებზე თავდასხმა დრონებით. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დრონებმა ეს ჯგუფები უფრო არაპროგნოზირებადი გახადეს.
კოლექტიური დასავლეთი ირანს ბრალად დებს ათასობით Shahed-129-ის და Shahed-191-ის დრონის გაგზავნას რუსეთში, რაც აძლიერებს მოსკოვის გამანადგურებელ საჰაერო იერიშებს უკრაინაში. თეირანი და მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფენ.
ასევე ნახეთ
ზელენსკიმ ირანს ტყუილში დასდო ბრალი რუსეთისთვის მიწოდებული დრონების თაობაზეაშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაადანაშაულეს თეირანი რუსეთისათვის „შაჰედ-136“-ის დრონების მიწოდებაში. რუსეთის არმია მათ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს. არსებობს მტკიცებულება, რომ რუსებმა Geran-2 უწოდეს ირანულ დრონებს, რომლებსაც ბრძოლის ველზე, იყენებენ.