Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ირანს ტყუილში დასდო ბრალი რუსეთისთვის მიწოდებული დრონების თაობაზე


ირანული წარმოების დრონი კიევის თავზე. 17 ოქტომბერი.
ირანული წარმოების დრონი კიევის თავზე. 17 ოქტომბერი.

ირანი იტყუება, როცა ამბობს, რომ რუსეთს მხოლოდ მცირე რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა. ამის შესახებ ლაპარაკია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ანადგურებენ არანაკლებ ათ ირანულ დრონს. “ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს ასწავლიდნენ დრონების გამოყენებას, თეირანი კი ამის შესახებ საერთოდ დუმს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა მომავალშიც მიმართავს ძალისხმევას იქით, რომ გამოააშკარავეს ირან-რუსეთის თანამშრომლობა და „ტერორისტების ხელშემწყობები დაუსჯელი არ დარჩებიან“.

5 ნოემბერს ირანმა პირველად აღიარა, რომ ის რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა. მაგრამ, თეირანის თქმით, ლაპარაკია მცირერიცხოვან დრონებზე, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამდე გადაეცა.

აგვისტოს ბოლოს The Washington Post-ი იტყობინებოდა, რომ უკრაინაში ომში გამოსაყენებლად რუსეთში ჩაიტანეს ირანის უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია. ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთისთვის საფრენი აპარატების მიწოდება. ასევე მოსკოვი უარყოფს ირანული დრონების ბრძოლის ველზე გამოყენებას.

კიევი მოსკოვს ბრალს სდებს, რომ ის დრონებს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იყენებს. უკრაინული მხარის თანახმად, მისმა სამხედროებმა ირანული წარმოების 300-ზე მეტი დრონის ჩამოგდება მოახერხეს. რუსეთი უარყოფს ირანული დრონების გამოყენების თაობაზე ბრალდებებს.

The Washington Post-ის თანახმად, ირანი დათანხმდა, რუსეთს საიდუმლოდ მიაწოდოს არა მხოლოდ დრონები, არამედ „მიწა-მიწა“ კლასის ბალისტიკური რაკეტებიც.

XS
SM
MD
LG