გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებჟურნალისტებს დილითშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ, განუცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
„ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ.. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა."
8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული.
შს მინისტრის მოადგილეს დეტალებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დაკავებული მამაკაცი 33 წლისაა.
გორის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგის, მერი მამისთვალოვის, განცხადებით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 33 წლის მამაკაცს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა. პედაგოგმა თავად ნახა ბავშვის ცხედარი და ყელზე ლაქებიც შეამჩნია.
8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძეა, რომელიც გორის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს გაასამართლა 11 წლის ბიჭის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით. მისი თქმით, 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია. მამუკა ნოზაძემრადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბრალდებული მაშინ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, თუმცა დამნაშავედ მიიჩნია გამოძალვის ნაწილში.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა.
დაკავებულის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა. მისი თქმით, ბრალდებული სასჯელს იხდიდა ძალადობისა და ტელეფონის წართმევის გამო.
8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი წარსულში რომ ნასამართლევია, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ამავე სახლში დააკავეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა.
ცხედარს აღმოჩენისას ხელები შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.
გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ შუადღის სამი საათისთვის გავიდა, საღამოს მდინარე ლიახვის პირას ადგილობრივებმა მოკლული იპოვეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია შს სამინისტროს არ გაუვრცელებია.