Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ვინ არის - "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - განახლებადი


20 ივლისს, "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა დეპუტატობის 30 კანდიდატი, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულ ოლქში იყრიან კენჭს.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს. მასალა განახლებადია.

8 საარჩევნო ოლქი თბილისში:

საბურთალო - დავით სერგეენკო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2012-2018 წლებში); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2018-2019 წლებში); პრემიერ-მინისტრის მრჩეველი (2019 წლიდან); საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი (2006- 2012 წლებში); "MediClubGeorgia"-ს სამედიცინო მენეჯერი (2002-2006 წლებში); ჯოენის სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი (1997-2006 წლებში); საქართველოს სპორტის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსი (1995-1997 წლებში); საქართველოს შეიარაღებული ძალების საავიაციო პოლკის ექიმი (1992-1993 წლებში); რუსთავის სამშობიარო სახლის ექიმი-ნეონატოლოგი (1989-1992 წლებში); სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი (1987-1989 წლებში).

ვაკე - ნოდარ ტურძელაძე

ვაკის რაიონის გამგებელი (2015-2020 წლებში); ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე (2015 სექტემბერი - ნოემბერი); თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, უფროსის მოადგილე (2014-2015 წლებში); სს გეს „საქრუსენერგოს“ ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2010-2014 წლებში); ააიპის ,,საქართველოს გაერთიანებული ახალგაზრდობა'' დამფუძნებელი (2008-2010 წლებში); სს გეს „საქრუსენერგოს“ სამეურნეო სამსახურის უფროსი (2006-2010 წლებში); ააიპის ,,სტუდენტები მშვიდობიანი კავკასიისთვის'' გამგეობის წევრი (2006-2010 წლებში); სს გეს „საქრუსენერგოს'' სამეურნეო საქმიანობის ინსპექტორი (2005-2006 წლებში).

გლდანი - ლევან კობიაშვილი

სპორტსმენი - ფეხბურთელი; მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლები); ააიპ ფეხბურთის განვითარების ფონდი, გამგეობის წევრი (2016-2018 წლებში); საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, პრეზიდენტი (2015 -2020 წლებში); ბერლინის სკ „ჰერტას“ აკადემია, მენეჯერი (2014 - ); საფეხბურთო კლუბ „ჰერტას“ ფეხბურთელი (2010-2014 წლებში); საფეხბურთო კლუბ „შალკეს“ ფეხბურთელი (2003-2010 წლებში); საფეხბურთო კლუბ „ფრაინბურგის“ ფეხბურთელი (1998-2003 წლებში); საქართველოს ეროვნული ნაკრები - საფეხბურთო კლუბ „ალანიას“ ფეხბურთელი (1996-2001 წლებში); საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის“, საქართველოს 21-წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი (1995-1998 წლებში); საფეხბურთო კლუბ „გორდას“, საქართველოს 19-წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი (1993-1994 წლებში).

სამგორი - სოზარ სუბარი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი; პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში (2018-2020 წლებში); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (2014-2018 წლებში); სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (2012-2014 წლებში); საქართველოს სახალხო დამცველი (2004-2009 წლებში); არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ პროექტის (კანონის უზენაესობა) დირექტორი (2003-2004 წლებში); კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი (2002 ); ”რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპის” კორესპონდენტი (1996-2003 წლებში); გაზეთი ”კავკასიონის” რედაქტორი (1996-2000 წლებში).

მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლებში); დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2019-2020 წლებში) ; შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი (2010 -2016 წლებში); საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის „იორის ველი ნავთობი და გაზი“ გენერალური დირექტორის მოადგილე/გენერალური დირექტორი (2005 -2009 წლებში); სს „ნავთობის ეროვნული კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ნ/კ „საქნავთობი-სამგორი“, ნ/კ „კანარგო ჯორჯია“, ნ/კ ნინოწმინდის ნავთობის კომპანია“, ნ/კ „საქნავთობი ნორიო“ (2004 წელი); თბილისის ბიზნეს ცენტრის სატელევიზიო სტუდიის ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი (1995-1998 წლებში).

ისანი - კახა კახიშვილი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2019-2020 წლებში); მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (2018-2019 წლებში); საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (2015-2018 წლებში); სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე (2014-2015); საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი (2008-2014 წლებში).

ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი

სპორტსმენი - ფეხბურთელი; მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლებში), სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2020 წლებში); საზოგადოებრივი მაუწყებელი - საფეხბურთო ექსპერტი (2016 წელი); საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი (2009 წლიდან ); „გაზელი“ - ფეხბურთელი (2005-2006 წლები); „არაუ“ - ფეხბურთელი (2004-2005 წლები); „სიონი“ - ფეხბურთელი (2003-2004 წლებში); „ლუცერნი“ - ფეხბურთელი (2002-2003 წლებში); „ციურიხი“ - ფეხბურთელი (1999-2002 წლებში); „გრასჰოფერი“ - ფეხბურთელი (1997-1999 წლებში); „მანჩესტერ-სიტი“ - ფეხბურთელი (1995-1997 წლებში); „ალანია-ვლადიკავკაზი“ - ფეხბურთელი (1994-1995 წლებში); „დინამო თბილისი“ - ფეხბურთელი (1988-1995 წლებში).

დიდუბე-ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლებში); მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016 წლებში); პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2019-2020 წლებში); საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2019 წლის ვნისი- ნოემბერი); პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წლებში); იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე (2007-2011 წლებში); კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2004−2006 წლებში); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2004−2006 წლებში); საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე საგანგებო საკითხებში - (2003−2004 წლებში); საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილე რუსეთის ფედერაციაში (1991−1993 წლებში); საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილე (1993 წელს) ; გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (1993−2003წლებში).

22 საარჩევნო ოლქი რეგიონებში:

ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში (2018-2020 წლებში); მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი (2012-2016 წლებში); ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე (2014-2016 წლებში); ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე (2012-2014 წლებში); პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი, გენერალური მდივანი (2009-2016 წლებში); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (2005-2009 წლებში); საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი (2004-2005 წლებში); საქართველოს თავდაცვის სამინისტროში - იურისკონსულტი, განყოფილების უფროსი, მინისტრის თანაშემწე, დეპარტამენტის უფროსი (2001-2004 წლებში).

აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ - ალექსანდრე მოწერელია

სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში (2018-2020 წლებში); „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე (2013-2018 წლებში); შპს „Fიმა-Gეორგია-ს“ მმართველი პარტნიორი და დირექტორი/პარტნიორი (2005-2007 წლებში); საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი (2003-2004 წლებში); შპს „მაგთიკომის“ რეგიონალური წარმომადგენელი სამეგრელოში (1998-2002 წლებში); ფოთის საბაჟოს უფროსი ინსპექტორი (1996-1997 წლებში); საბაჟო დეპარტამენტის ფოთის საბაჟოს ინსპექტორი (1995-1996 წლებში); ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომერციული განყოფილების ინჟინერი (1994-1995 წლებში).

ფოთი, სენაკი, ხობი - ირაკლი ხახუბია

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლები); შპს „ჯეონათსის“ დამფუძნებელი (2012 წელი) და შპს „აისბერგი-2“-ის დამფუძნებელი (2010 წელი); ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გუჩოს სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2005 წელი); ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს (სამეგრელო, გურია) ოპერატიული თანამშრომელი (2005 წელს); ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-8 განყოფილების (ფოთი, გურია) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2004-2005 წლებში); ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ოპერატიული სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი (2003-2004 წლებში); ამავე სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2004 წელი); საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მე-3 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე (2003 წელს); საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი (2002-2003 წლებში); საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-8 განყოფილება (2000-2002 წლებში); ს/ს „ფოთინავთობპროდუქტის“ დირექტორი კომერციულ დარგში (1997-1999).

ახალქალაქი და ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი

მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით (2016-2020 წლებში); შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორი (2009–2016 წლებში); ი.მ. „სამველ მანუკიანის“ მეწარმე (1997–2008 წლებში).

ახალციხე, ადიგენის, ასპინძა, ბორჯომი - ანტონ ობოლაშვილი

შპს ,,გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი (2004 წლიდან); შპს „მესხეთი 2004“-ის დაფუძნებული (2005 წელი); ადიგენის საპატიო მოქალაქე (2019 წელი);

რუსთავი - ნინო ლაცაბიძე

თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი (2017-2020 წლებში); თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი (2016-2017 წლებში); თბილისის მერიის - მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილება) უფროსი (2015-2016 წლებში); თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილების) მთავარი სპეციალისტი (2009-2013 წლებში); თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილების) კონსულტანტი (2008-2009 წლებში).

მარნეული, გარდაბანი - ზაურ დარგალი

მარნეულის ამჟამინდელი მერი (2019-2020 წლებში); სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში (2017-2019 წლებში); შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში (2014-2017 წლებში); კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი (2013 წელს); მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე და შემდეგ - კოორდინატორი (2011-2013 წლებში); მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერი (2008 -2011 წლებში).

ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა - გოგი მეშველიანი

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლებში); ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2014-2016 წლებში); გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი ინსპექციის კოორდინატორი (2005-2014 წლებში); საქართველოს შემოსავლების სამინისტროს მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი (2001-2003 წლებში); სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი (1997-2001 წლებში); ბოლნისის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე (1996-1997 წლებში); საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებული (1994-1995 წლებში); საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ოფიცერი (1991-1994 წლებში).

გორი, კასპი - გიორგი ხოჯევანიშვილი

ამჟამინდელი სახელმწიფო რწმუნებული გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში (2018-2020 წლებში); შპს ,,მაგთიკომის" იურიდიული/კონტრაქტების განყოფილების უფროსი (2013-2018 წლებში); სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი (2010-2013 წლებში); ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში (2009-2010 წლებში); ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის კონსულტანტი (2007 წელს); იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სახელშეკრულებო განყოფილების მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2006-2007 წლებში).

თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი

ამჟამინდელი სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში (2016-2020 წლებში); პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" თავჯდომარე (2012-2014 წლებში); საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალური მენეჯერი (2005-2009 წლებში); თბილისის საკრებულოს წევრი (1998-2002 წლებში); საბაჟო დეპარტამენტის დირექტორი (1992-1993 წლებში); ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი (1981 წელს).

გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი - დავით სონღულაშვილი

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლებში); ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2019 წლის ნოემბრიდან); შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი (2007-2016 წლებში); სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი (2004-2006 წლებში); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი (2004 წელს); საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე (2004 წელს); ტელეკომპანიის „მზე“ გაყიდვების მენეჯერი (2003 წელს).

ქუთაისი - ზაზა ლომინაძე

ექიმი, კლინიკა LJ-ის დირექტორი; ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრი; ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

ბათუმი - რესან კონცელიძე

სამართლის დოქტორი; იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი; პოლიციის გენერალ-მაიორი.

ქობულეთი - ზაალ მიქელაძე

ექიმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი (2016-2020 წლებში); საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი (2013 -2016 წლებში); „ჩემი ოჯახის კლინიკის“ (ქობულეთი) სამედიცინო მენეჯერი (2012-2012 წლებში); სადაზღვევო კომპანია „იმედი-L”, სამედიცინო მენეჯერი (2007-2012 წლებში); ქობულეთის რაიონული საავადმყოფო, პედიატრი, კლინიკის დირექტორის მოადგილე სამედიცინო დარგში (1995-2011 წლებში).

ხულო, ჩუახევი, ქედა, ხელვაჩაური - ანზორ ბოლქვაძე

მე-7, მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი; ხულოს გამგეობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (2006-2007 წლებში); აჭარის სამონტაჟო-სარემონტო სამმართველოს ჯგუფის უფროსი (1985-1994 წლებში); მოძრავი მექანიზებული კოლონის მუშა, ინჟინერი, ოსტატი (1982-1985 წლებში); საქკოოპრემონტსპეცმშენის ბრიგადირი (1980 წელს).

ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური - ვასილ ჩიგოგიძე

ბიზნესმენი; მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2004-2008 წლებში); „საქრკინიგზაექსპედიციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1999-2004 წლებში); „საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე (1998-1999 წლებში); საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი (1997-1998 წლებში); საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსი (1996-1997 წლებში); საერთაშორისო ბიზნესასოციაცია „საბა-21-ის“ კომერციული დირექტორი (1993-1996 წლებში); თბილისის კონიაკის ქარხნის ვაგონის გამცილებელი (1987-1988 წლებში); ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმართველოს მუშა (1985 წელს); თბილისის კონიაკის ქარხნის მუშა (1985 წელს).

სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი - გივი ჭიჭინაძე

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2018 წლიდან); ანსამბლ"ქართული ხმების" მომღერალი; იმერეთის რეგიონის რწმუნებული-გუბერნატორი (2015-2018 წლებში); თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებელი (2014-2015 წლებში); საბაჟო „წითელი ხიდის“ უფროსი (1999-2000 წლებში); საბაჟო „წითელი ხიდის“ უფროსის მოადგილე (1999 წელს); საბაჟო „წითელი ხიდის“ საინსპექციო განყოფილების ცვლის უფროსი (1999 წელს); საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის და ინსპექტირების სამმართველოს საბაჟოს „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი (1998-1999 წლებში); საბაჟო საგუშაგო „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი (1998 წელს); საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საბაჟოს საგუშაგო „სადახლოს“ უფროსის მოადგილე (1996 წელს); შპს „ლიბო XXI“-ის მენეჯერი (1994-1996 წლებში); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საგარეო ეკონომურ ურთიერთობათა ასოციაცია „იყალთო XXI“-ის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი (1990-1994 წლებში); საქართველოს ვოკალურ-მუსიკალური ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის მასახიობ-მომღერალი (1987-1990 წლებში); საქსახკოსოფლტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერი, მე-3 კატეგორიის კონსტრუქტორი (1980-1987 წლებში); საქსახკომსოფლტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის მეცხოველეობის ფერმების ელექტრომექანიზაციის განყოფილების ტექნიკოსი (1977 წელს); დიღმის საცდელი მეურნეობის მუშა (1976-1977 წლებში).

საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლებში); მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით (2012-2016 წლებში); უცხოეთში პირადი კერძო სამშენებლო ბიზნესის ხელმძღვანელი (1993 წლიდან); საჩხერის პრეფექტი (1991-1992 წლებში); საჩხერის პრეფექტის მოადგილე (1991 წელს); „საქსახაგრომრეწვის“ N1 ტრესტის საჩხერის სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროსი ბუღალტერი (1989-1991 წლებში); სოფელ ორღულის ფიზიკური კულტურის მეთოდისტი (1980-1982 წლებში).

ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა, ტყიბული - ბეჟან წაქაძე

ბიზნესმენი; ზესტაფონისა და ვანის საპატიო მოქალაქე.

ხაშური და ქარელი - ზაზა დუგლაძე

მეწარმე; "დუგლაძის ღვინის კომპანიის" ხელმძღვანელი.

ამბროლაური, ონი, ცაგერი, მესტია და ლენტეხი - გოჩა ენუქიძე

„ქართული ოცნების“ წევრი; მე-7, მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი; შპს "ლუკოილ-ჯორჯიას" გენდირექტორის მოადგილე (2004-2009 წლებში); შპს იბერკომპანი ჰოლდინგის პრეზიდენტი (1999-2008); შპს ივერია-ენსის დირექტორი (1995-1999 წლებში); კოოპერატივ "ალფას" თავმჯდომარე (1989-1995 წლებში); მეჯამბარე საურნალე საამქროში - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (1986-1988 წლებში); ზეინკალ-შემკეთებელი თბილისის ტრიკოტაჟის თეთრეულის საწარმოო გაერთიანებაში (1979-1982 წლებში).

მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი - შალვა კერესელიძე

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოქმედი რწმუნებული-გუბერნატორი (2018 წლიდან); საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (2018 წელს); სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი (2015-2018 წკებში); სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობისა და ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი (2013-2014 წლებში); სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი (2011-2013 წლებში); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (2009 - 2011 წლებში); რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (2008 -2009 წლებში); საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნებათაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (2005 -2006 წლებში); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაკოტრების საქმის წარმოებისა და დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის სამმართველოს კონსულტანტი (2003-2004 წლებში); საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში (2001-2003 წლებში); დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის დეკლარაციებისა და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების საგადასახადო ინსპექტორი (1999-2000 წლებში); საბურთალოს რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების სერვისული მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინერი (1997 -1999 წლებში); საბურთალოს რაიონის გამგეობის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების სახურის ეკონომისტი (1996-1997 წლებში).

XS
SM
MD
LG