საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე შეაჯამეს განვლილი სპორტული სეზონის შედეგები და იმსჯელეს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისათვის ჩვენი სპორტსმენების მზადების შესახებ - გვიამბობს სეოკი-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
საერთაშორისო დიდოსტატი ელიზბარ უბილავა გაიხსენებს ქართველი მოჭადრაკე ქალების წლევანდელ წარმატებებს და შემდეგ, ტრადიციულად, ესპანური ფეხბურთის გრანდების შესახებ ისაუბრებს: ბარსელონასა და მადრიდის რეალის მატჩი ხომ არამხოლოდ საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში იყო.