დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება მოხდა. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანის დროს უზრუნველყოს უკანა სავარძელი ისეთი სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოსაყენებლად, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას. ჯერ ცნობილი არ არის, როდის განიხილავს პარლამენტი კანონპროექტს, თუმცა ამ თემაზე კითხვები უკვე ჩნდება.
როგორი უნდა იყოს სავარძელი?
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1-ელ მარტამდე უნდა განსაზღვროს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობისშესაბამისი მოთხოვნების მიხედვით გამოყენებისწესი.
თუმცა ბაზარზე არსებობს საბავშვო სავარძლები, სპეციალური დასაჯდომები, რომლებიც ევროპულ სტანდარტზეა მორგებული და წონის მიხედვით განსაზღვრება. უნივერსალურად ითვლება სავარძელი, რომელიც 0-36 კილოგრამზეა გათვლილი. 7-8 წლის ბავშვებისთვის იყენებენ სპეციალურ ასამაღლებელს, „ბუსტერს“, რათა ღვედი ბავშვს ყელზე არ მიებჯინოს.
როდის უნდა ამოქმედდეს კანონი?
რეგულაცია 2020 წლის სექტემბერში ამოქმედდება, თუკი კანონპროექტს პარლამენტი სამივე მოსმენით დაამტკიცებს.
რამდენი იქნება ჯარიმა?
ჯარიმა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
მუხლი 127. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
როგორია დაზარალებული ბავშვების სტატისტიკა საქართველოში?
რომელ ქვეყანაშია ასეთივე სტანდარტი?
- ბელგია - 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვები: შესაბამისი აღჭურვილობა;
- დიდი ბრიტანეთი - 12 წლამდე და 135 სანტიმეტრზე ნაკლები: შესაბამისი აღჭურვილობა;
- ხორვატია - 12 წლამდე: შესაბამისი აღჭურვილობა;
- ესპანეთი - 12 წლამდე და 135 სანტიმეტრზე ნაკლები: შესაბამისი აღჭურვილობა.
სხვა ქვეყნების პრაქტიკასაც თუ გადავხედავთ, იაპონიაში ავტომანქანის საბავშვო სავარძელი სავალდებულოა დაბადებიდან6 წლამდე, ხოლო 12 წლამდე (36 კგ-მდე) რეკომენდებულია ასამაღლებელი სკამის, ე.წ. „ბუსტერის“, გამოყენება.
- იტალია - 36 კილოგრამამდე და 150 სანტიმეტრზე ნაკლები: შესაბამისი აღჭურვილობა;
- ავსტრია - 14 წლამდე და 150 სანტიმეტრზე ნაკლები: შესაბამისი აღჭურვილობა.
რა ხდება მაშინ, როცა 12 წლის ბავშვი 135 სანტიმეტრზე მაღალია?
არაფერი, მას სპეციალური დასაჯდომი არ დასჭირდება და უკანა სავარძელზე მხოლოდ ღვედს შეიკრავს.