Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გოიმი" - ირაკლი კობახიძის შეფასება ოპონენტებზე 


მეორე დღეა ქართულ პოლიტიკური სივრცეში შეფასებების დროს სიტყვა "გოიმის" ხმარება აქტუალურია. ამ ჟარგონს უგემოვნო და ადვილად მოტყუებადი ადამიანის შესაფასებლად გამოიყენებენ ხოლმე.

პირველად ეს სიტყვა ოპონენტების შესაფასებლად პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ახლა უკვე უმრავლესობიდან პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გამოიყენა.

"ასეთი, მე ვიტყოდი (უხეში ტერმინი არ მინდა გამოვიყენო, მაგრამ) მარგინალური და გოიმური (კიდევ უფრო გავამძაფრებდი), ოპოზიციური სპექტრი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში. ბევრი წლები გამოვიარეთ ამ 30 წლის მანძილზე, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი მე არ მახსენდება. ასეთი მწირი სპექტრი ინტელექტუალური თვალსაზრისით და ეკლექტური", - თქვა კობახიძემ.

მოგვიანებით, კობახიძემ დააზუსტა, რომ "ნომერი პირველი გოიმი" ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერიაა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ოპონენტების შეფასების დროს ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებს:

"ისინიც იყენებენ გარკვეულ სიტყვებს გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია, რომ მათთვის გეკითხათ, რატომ მოიხსენიებენ ისინი თავის ოპონენტებს აუგი სიტყვებით."

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ირაკლი კობახიძეს ლექსიკა დაუწუნეს მისმა ოპონენტებმა. ეკა ბესელია ამბობს, რომ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მსგავსი სიტყვებით არ უნდა აფასებდეს ოპონენტებს.

XS
SM
MD
LG