Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამძიმრის წერილები და დაშვებული დროშები გლოვის დღეს


16 იანვარს საღამოს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსსი მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც 4 ადამიანის, მათ შორის 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ მეგობარი ქვეყნების ოფიციალური პირები.

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად გამოუცხადა twitter-ის საკუთარი გვერდიდან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ღრმა მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს თბილისში მომხდარი გაზის აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დაწერა მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დაღუპულებს სამძიმარს უცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

მომხდარს საშინელ ტრაგედიად აცხადებს და მის გამო სწუხს იტალიის საელჩო საქართველოში:

საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და დაშავებულებს თანაგრძნობას უცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია TWITTER-ზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა 16 იანვარსვე გაავრცელა.

17 იანვარს კი საქართველოს საელჩოები სხვადასხვა ქვეყნებში დაშვებული დროშებით შეხვდნენ.

საქართველოს საელჩო გერმანიაში:

საქართველოს საელჩო ყაზახეთში:

საქართველოს საელჩო კატარში:

საქართველოს საელჩო ჩეხეთში:

საქართველოს საელჩო ავსტრიაში:

სახელმწიფო დროშები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შენობებსა და საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებებზე გლოვის ნიშნად არის დაშვებელი.

[სტატია განახლებადია]

XS
SM
MD
LG