ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს ლიტერატურის მუსიკალურ მხარესა და მთავარ ქართველ პოეტზე, რომელმაც ამ დარგში მსოფლიო მწვერვალებს მიაღწია, გადაცემაში საუბარია ბგერების ღმერთზე, დიდ გალაკტიონზე. ქართველებს პოეზიის მწვერვალზე უნივერსალური პოეტი გვყავს, რომელსაც ფილოსოფიით, გამოუცნობისაკენ ლტოლვით, ფორმალური ელვარებითა დ ბგერწერით ჯამურად ვერავინ ეჯიბრება, ესაა რუსთველი. თითოეულ ამ დისციპლინაში მას ჰყავდა გამოკვეთილი მოსწავლე და აი, ბგერწერაში მისი მოსწავლე და მეტოქე გალაკტიონია. რა კავშირია 1925 წელს დაწერილ და გენიის ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს შორის, რა ბგერები უყვარს გალაკტიონს, რითი განსხვავდება მისი ბგერწერა სხვებისგან, შეიძლება თუ არა გალაკტიონისთვის სტრიქონის მოპარვა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: