ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით Libri Novi („ახალი წიგნები“) გთავაზობთ საუბარს დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ პირველი წიგნის, „ჯოჯოხეთის“ ახალ თარგმანზე, რომელიც ნოდარ ლადარიამ განახორციელა. ეს გახლავთ სერიოზული მოვლენა ქართულ ლიტერატურაში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ გვქონდა კონსტანტინე გამსახურდიასა და კონსტანტინე ჭიჭინაძის მიერ თარგმნილი „ღვთაებრივი კომედია“ (თანამშრომლობა გაგრძელდა მხოლოდ „ჯოჯოხეთის“ თარგმნისას, „სალხინებელი“ და „სამოთხე“ გამსახურდიამ დამოუკიდებლად თარგმნა). რა განსხვავებაა პროზაულ და პოეტურ თარგმანს შორის, რა თავისებურება ახასიათებს მწერლისა და სპეციალისტის თარგმანებს, რატომაა პრინციპული პროზაული თარგმანის არსებობა, რატომ თქვა ვატიკანის ლიცენციატმა და დოქტორმა ლადარიამ უარი ე.წ. „კონგენიალურ“ თარგმანზე, რა მნიშვნელობა აქვს ილიას სახელობის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნს დართულ უზარმაზარ სამეცნიერო აპარატს, ოცდამეერთე საუკუნის ენას და ამ უნიკალური თარგმანისთვის დახარჯულ წლებს, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: