შავი „ჰიუნდაი“ - კიდევ ერთი ავტომობილი შაქარაშვილის საქმეში, რომელიც აქამდე არ ჩანდა
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტები ჩნდებიან ახალი კითხვის ნიშნებით. ტაქსის მძღოლი, რომელიც 19 ივნისის ღამეს, თბილისიდან მცხეთაში მისი „უბნელისა“ და ნაცნობის, შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის წამოსაყვანად ჩავიდა, ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მანქანაში ვახტანგ ახვლედიანი და საქმის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი ქათამაძე ჩაისვა, შენიშნა შავი ფერის „ჰიუნდაი“ , რომელსაც მათი ნაცნობი და „უბნელი“ მართავდა.
ჩვენება, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ტაქსის მძღოლმა გამოძიებას ინციდენტიდან ორი კვირის თავზე, 2 ივლისს მისცა:
„ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ, დავინახე, რომ ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანა. უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ, დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი, რომელსაც გვერდით ეჯდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს. მე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, რის შემდეგაც მოვატრიალე მანქანა და წამოვედი თბილისისკენ“.
გამომძიებლის კითხვაზე, გამოელაპარაკეთ თუ არა თქვენს ნაცნობს, რომელიც შავი ფერის „ჰიუნდაის“ მართავდა, ტაქსის მძღოლი პასუხობს:
„ვუთხარი მე მას, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ბიჭები ჩავისვი მანქანაში და მიმყავს სახლში, რაზეც მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და განვაგრძე გზა“.
კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ცნობილი, რა მიმართულებით წავიდა შავი „ჰიუნდაი“, ტაქსის მძღოლი პასუხობს, რომ მისთვის, შავი ფერის მანქანის გადაადგილების მარშრუტი უცნობია.
ტაქსის მძღოლი ჩვენებაში შავი ფერის „ჰიუნდაის“ მძღოლის ვინაობასაც ასახელებს. გამოკითხა თუ არა გამოძიებამ აღნიშნული პირი, ან აპირებს თუ არა მის გამოკითხვას, რადიო თავისუფლებამ საქმის მასალებში ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლია.
წუხელ თითქმის 5 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის იგივე „კაწროს“ გამოკითხვა. საქმე ეხება სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილია. ბილანიშვილის ადვოკატმა კი გამოკითხვის შემდეგ თქვა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას დაუმტკიცა, რომ კადრებში ის არ არის.
ამ თემაზე ასევე ნახე:
საქართველოში ეპიდემილოგიური მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი
დღეს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი ინფორმაცია გახდება ცნბილი. გასული 24 საათიის განმავლობაში კი 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო რიცხვი 963-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 841.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.
8 ივლისის დილის მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 107 პაციენტს. კარანტინის რეჟიმშია 3903 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 202.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- 5 ევროპული ქვეყნიდან დაბრუნებული ქართველები კარანტინში მოხვდებიან, ტურისტები - არა
- ამირან გამყრელიძე ასახელებს PCR-ტესტის ღირებულებას
თორნიკე რიჟვაძის პირველი გოლი - აჭარის ტელევიზიას სამთავრობო პროპაგანდისთვის აკრიტიკებენ
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფეისბუკგვერდით რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გატანილი გოლის ამსახველი კლიპი გავრცელდა. საზოგადოებისა და ჟურნალიტების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების რეკლამაში ადანაშაულებს, ტელევიზიის ხელმძღავნელობა სარედაქციო მიკერძოებას ვერ ხედავს.
ცხრაწამიან დამონტაჟებულ ვიდეორგოლში კადრები შენელებულია, გამოსახულებას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მიჰყვება. სათაური კი ასეთია: „ბათუმის ახალ სტადიონზე თორნიკე რიჟვაძემ პირველი გოლი გაიტანა“.
ეს ვიდეორგოლი თავდაპირველად „ფოტოამბების“ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა. ეს გვერდი ძირითადად პოლიტიკური შინაარსის მასალებს აქვეყნებს. “ფოტოამბების“ სტატუსები, როგორც წესი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დადებით, მის ოპონენტებს კი კრიტიკულ კონტექსტში წარმოაჩენს.
თორნიკე რიჟვაძის მიერ გოლის გატანის ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე უცვლელად გავრცელდა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კომენტარებში მკითხველების ნაწილი კლიპს იწონებს და წერს, რომ სწორედ ასე გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ შემოდგომის არჩევნებზე, ნაწილი კი მიუღებლად მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირის სარეკლამო კლიპის გავრცელებას.
“რატომ მისვამთ, საერთოდ, ამ კითხვას? რა სამთავრობო პროპაგანდა? გოლი რომ გაიტანა, ეს სამთავრობო პროპაგანდაა? სოციალურ ქსელში პოპულარული ვიდეო იყო და აიტვირთა. რა მოხდა? რამე ანტისახელმწიფოებრივი გავიდა? რამე რუსული პროპაგანდა გავიდა ვებგვერდზე და ფეისბუკგვერდზე?” - ეუბნება აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი, რადიო თავისუფლებას.
სმითების ამბავი: მკვლელობა, რომელიც ვერავინ დაივიწყა
4 ივლისს ორი წელი შესრულდა ხადის ხეობაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის, ქელების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი, მალხაზ კობაური დღეს უვადო პატიმრობაშია. მისი ოჯახი და ადვოკატი, რომელთაც პროკურატურის ვერსიის დღემდე არ სჯერათ, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავდნენ, თუმცა საჭირო ფინანსების უქონლობის გამო ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
მარნეულში, იმ სახლში, სადაც სმითების ოჯახი ცხოვრობდა, დღეს სხვები ცხოვრობენ, თუმცა საქმე, რომელიც ამერიკელმა წყვილმა საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში წამოიწყო, კერძოდ, ძველაზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესი, სოფელ კოსალარში, ისევ გრძელდება.
4 ივლისს, რაიან სმითის მიერ დაფუძნებული “reWoven”-ის ფეისბუკგვერდზე ორი წლის წინანდელი ტრაგიკული ამბავი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაწერეს:
“ვწუხვართ მათი, არა როგორც მხოლოდ ჩვენ მეგობრების წასვლის გამო, არამედ როგორც საოცარი ოჯახის, რომელმაც ამდენი კარგი რამ გააკეთა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზოგადოებისთვის. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა შევინარჩუნოთ მათი მემკვიდრეობა და ის საქმე გავაგრძელოთ, რაზეც ისინი ამდენს მუშაობდნენ“.
4 ივლისი სწორედ ის თარიღია, როცა სალაშქროდ წასული სმითების ოჯახის კვალი დაიკარგა. რამდენიმე დღეში კი გაირკვა, რომ სმითები უბედურ შემთხვევას კი არ შეეწირნენ, ისინი - მოკლეს.
მსჯავრდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ოჯახს დღემდე სჯერა, რომ ერთ დღეს ამ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
პროკურატურისთვის კი ეს საქმე, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ და სასტიკ მკვლელობებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებით გამოძიებულ საქმედ ითვლება.
ედირნექაფის წმინდა გიორგის ეკლესია სტამბოლის ტრადიციულ უბანშია. თურქეთის ორი კუნძულის, იმვროსისა და ტენედოსის, მიტროპოლიტ კირილოსთან შუა ბაასის დროს მეზობელი მეჩეთის მინარეთიდან მუეძინის ხმა გაისმა. „ტაიმ აუტ-ის“ შემდეგ აღმოჩნდა, რომ კირილოსი, ქართველთა დიდი მეგობარი და მწყემსი, საოცარი მასპინძელი ყოფილა და ბერძნულად და ქართულადაც იმღერა და ფორმულა, შინ - უცხოეთში“ თავისებურადაც განგვიმარტა.