მიმდინარე თვეს აფხაზეთიდან დევნილებმა და რამდენიმე ადგილობრივმა, იმ მიზეზით, რომ საცხოვრებელი ფართი არა აქვთ, ზუგდიდში ამ დროისთვის უფუნქციოდ დარჩენილი ორი შენობა დაიკავეს. 14 ოქტომბერს ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში რამდენიმე დევნილი ოჯახი შესახლდა, მოგვიანებით მათ სხვებმაც მიბაძეს და ახლა კორპუსში სულ 25-მდე ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე დღეში, 23 ოქტომბერს, დევნილების ნაწილმა ასევე უნებართვოდ დაიკავა ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის ოთახები. კორპუსში ამ დროისთვის 80-მდე ოჯახი ცხოვრობს.
შენობებში შესახლებულ მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა კერძო სახლებში საკუთარი სახსრებით იხდიდნენ ბინის ქირას, მობინადრეთა ნაწილი კი ძველი კომპაქტური ჩასახლებიდან მძიმე საცხოვრებელ პირობებს გამოექცა.
„საცხოვრებელი ფართი მინდა. 19 წელია, რაც დაქირავებულ სარდაფში ვცხოვრობ. სახელმწიფოსგან არავითარი დახმარება არ მიმიღია. ამიტომ ვითხოვ, დროებით რომც იყოს, შეგვიშვან ისეთ ობიექტებში, რომლებიც დაკავებული არ არის.“
„ცხრა წელიწადი, რაც სააკაშვილია, იმის შემდეგ ვითხოვთ ბინას“, – განმარტავენ შენობაში შეჭრილი მოქალაქეები.
დევნილებს რაიონული საავადმყოფოს შენობაში გადმოსვლის პირველსავე დღეს სამშენებლო კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ წარმომადგენლები შეხვდნენ. შენობაში უნებართვოდ შესულებმა გაფრთხილება მიიღეს, რომ ადრე თუ გვიან კორპუსი უნდა დაცალონ, რადგან ის კერძო საკუთრებაა და მისი მფლობელი სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობას ორი მფლობელი – სამშენებლო კომპანია „ბლოკ-ჯორჯია“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ ჰყავს. „ბლოკ-ჯორჯიას“ წარმომადგენელი სამეგრელოში შახი ლატარია აცხადებს, რომ დევნილებს შენობაში დარჩენის უფლებას მხოლოდ დროებით მისცემენ:
„დევნილებს ახლა არავინ არ დევნის, სანამ იქ არიან და სხვა გამოსავალი არ არის. ისე, ახალი ჩასახლება იქ არ იქნება. შენობის რეაბილიტაცია იგეგმება“, – გვითხრა შახი ლატარიამ.
რაც შეეხება პოლიტექნიკური კოლეჯის შენობას, მისი ყოფილი დირექტორის იზოლდა ხასიას ინფორმაციით, შენობა განათლების სამინისტროს ბალანსზეა. ქალბატონის თქმით, აქ დევნილების შესახლებას თავად რამდენჯერმე შეუშალა ხელი. იზოლდა ხასიას განმარტებით, ერთ–ერთმა დევნილმა უთხრა, რომ კოლეჯის შენობაში ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის გოჩა ელერჯიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას დახმარებით შესახლდნენ.
„ერთ-ერთი დევნილისგან გავარკვიე, რომ ის დაუკავშირდა გოჩა ელერჯიას. მას სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, რადგან ცხოვრობდა კერძო ბინაში, ნაქირავებში. მან სთხოვა ელერჯიას საცხოვრებელი. ის თურმე გოროზიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ მიანიშნა, რომ შესახლებულიყო ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში“, – განაცხადა იზოლდა ხასიამ.
25 ოქტომბრის ღამეს დევნილების მცდელობა დაეკავებინათ ზუგდიდის მოზარდთა პოლიკლინიკის შენობის ოთახები, უშედეგოდ დასრულდა. მათ ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ და კლინიკის მფლობელი კომპანიის, „ალდაგი ბისიაის“, შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.
სხვადასხვა შენობაში დევნილთა შეჭრის ფაქტებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, 27 ოქტომბერს გამოეხმაურა. მისი თქმით, მოვლენები ორგანიზებულად ვითარდება და ამიტომ ეჭვი გამოთქვა, რომ ამაში, შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლება მონაწილეობდეს. თავის მხრივ, შენობებში შესახლებული დევნლები ახალ მთავრობას დაპირებული პროგრამის განხორციელებას და ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.