გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ლაპარაკობენ და შესაბამის უწყებებს საქმით დაინტერესებას სთხოვენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჟურნალისტმა თამუნა უჩიძემ 10 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მომხდარ ბებია-შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში დები სამცხე-ჯავახეთის პოლიციასა და თავად სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ კალანდაძეს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. თამუნა უჩიძის თქმით, მუქარა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
საქმეში ჩარევის მცდელობა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. ამის შესახებ გაზეთის რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი ლაპარაკობს.
მუქარის პარალელურად ბოლო დღეებში გოგაშნის მოსახლეობის ნაწილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საპროტესტო აქცია გამართა. გოგაშნელების უკმაყოფილება გამოიწვია გაზეთის კორესპონდენტის მიერ მიმდინარე კვირაში მომზადებულმა სტატიამ, სადაც წერია,რომ მკვლელობაში ბრალდებულის დებს სამართალდამცველებმა სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეები ,,სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციას დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებდნენ ბრალს.
ახალციხეში შექმნილი ვითარების გამო „ეთიკის ქარტიის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. ქარტიის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი შესაბამის უწყებებს სთხოვს საქმით დაინტერესდნენ.
ახალციხეში განვითარებული მოვლენების გამო 15 დეკემბერს საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ახალციხეში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.