მიმოხილვა დავიწყოთ ოკუპირებული ტერიტორიის გასწვრივ განვითარებული მოვლენებით, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიმდინარე კვირაშიც. სხვადასხვა ადგილობრივი საზოგადოებრივი, პოლიტიკური ჯგუფისა თუ მედიის წარმომადგენლების მიერ გამოხატული პროტესტის გარდა, საპროტესტო განწყობა გამოხატა საერთაშორისო თანამეგობრობამაც. მაგალითად, როგორც 2 ოქტომბერს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეებისა და სხვა ბარიერების აღმართვის გამო“.
ის, რომ ამგვარი რამ დაუშვებელია და ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პრინციპს ეწინააღმდეგება, მიმდინარე კვირაში, შეერთებული შტატების გარდა, ნატოს მხრიდანაც ითქვა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს, ღობეების დემონტაჟის გარდა, იმ გადაწყვეტილების გაუქმებისკენაც მოუწოდა, რომლითაც საქართველოს რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდა. ბარიერების აღმართვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კვირაში ევროკავშირმაც დაგმო. მაგალითად, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა აღნიშნა 1 ოქტომბერს, უმაღლესი წარმომადგენელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის იმგვარი ქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ემუქრება რეგიონის უსაფრთხოებას და, ამასთან, ”მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხს”. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთს ბარიერების დემონტაჟისკენ მოუწოდა.
ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა სწორედ საერთაშორისო ზეწოლას დაუკავშირა ის ფაქტი, რომ 3 ოქტომბერს, დილით, სოფელ დვანის მინდვრებში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ყველასათვის მოულოდნელად ადგილობრივთა ნაკვეთებში მიწაზე დაყრილი თუ ჩასობილი ბოძები უკან გაიტანეს. რადიო თავისუფლება იმ დღეს დვანში გაესაუბრა კოპაძეების ოჯახს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ ახერხებდა საკუთარ ნაკვეთში შესვლას. მათ უკვე იმედი ჰქონდათ დაკარგული და მხოლოდ იმას მოელოდნენ, რომ შეღობვის დასრულების შემდეგ მათი ბაღის მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცეოდა. კოპაძეებმა იმ დღეს სახელდახელოდ ვაშლი და კაკალიც მოკრიფეს. სიხარულს ვერ მალავდა ოჯახის დიასახლისი ლეილა ჯანუაშვილი:
„სულ აკრეფილია და წაღებულია, აღარაფერი აღარ არის დატოვებული. მარტო მანქანების ნავალია და ხევის იქით რას იზამენ, არ ვიცი. ალბათ, იმასაც ახსნიან და წაიღებენ. ღმერთმა ქნას, სადამდისაც საქართველოს საზღვარია, როკის გვირაბის იქით, იქამდისიც სულ წავიდნენ რუსები და დაგვიტოვონ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ მერე მოვრიგდებით - ოსია თუ სომეხია, თუ აზერბაიჯანელია, ყველა ერთად ვიქნებით და ვიცხოვრებთ, როგორც გვიცხოვრია. რუსი ნუ ჩაერევა ჩვენს საქმეში“.
ამ ეტაპზე ოპტიმისტურ განწყობას არ იზიარებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრითაც, ოკუპანტების მიერ ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების შეჩერება არ წარმოადგენს საკითხს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგს განსაზღვრავს:
„სადღაც შეიძლება დემონტაჟი მოხდეს, სადღაც შეიძლება მონტაჟი მოხდეს. ჩვენი ამოცანაა რეაგირება მოვახდინოთ და მოსახლეობა დაცული იყოს. არ გამოვრიცხავ რაღაც პროცესებს, მაგრამ ნუ გვექნება გარკვეული ილუზია რაღაც უკეთესობისაკენ. რუსეთისგან არ არის კარგი მოსალოდნელი არაფერი ამ მიმართულებით. თუ კარგი ხდება, მაგას რა სჯობია, მაგრამ ჩვენ უნდა ვემზადოთ, რათა ჩვენი მოსახლეობა ნებისმიერ პირობებში იყოს დაცული“.
ღობეების აღმართვის პროცესი სოფელ დვანზე რამდენიმე კვირით ადრე სოფელ დიცშიც შეაჩერეს, თუმცა ეს პრობლემას ნამდვილად არ წყვეტს და ამაში 4 ოქტომბერს თავად დარწმუნდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. ისინი ჩავიდნენ ხურვალეთში, დიცსა და დვანში, სადაც საკუთარი თვალით ნახეს რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების მიერ გაბმული მავთულხლართები და ის სახლები, რომლებიც ამ მავთულხლართების მიღმა ექცევა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, სოფელ დიდ ხურვალეთში ვანიშვილების მავთულხლართებით გაყოფილი სახლ-კარის ნახვისას აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ვითარება ტრაგიკულია. ნანახი მან ბერლინის კედელს შეადარა, როდესაც ხელოვნურად აღმართული ბარიერებით ხდება ხელის შეშლა, ადამიანები ვერ ახერხებენ თავიანთ მინდვრებზე და წინაპრების საფლავებზე გასვლას. ოკუპირებული ზოლის მიმდებარე სოფლებში სტუმრობის ინიციატივა თავად ელჩებს ეკუთვნოდათ. მათ იქ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები მეგზურობდნენ.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების საკითხი მიმდინარე კვირაში და, კერძოდ, 1 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცებულ რეზოლუციაშიც მოხვდა. საუბარია მონიტორინგის პროცესის შემფასებელ რეზოლუციაზე, რომელიც არაერთ სხვა ქვეყანასაც ეხება. საქართველოს შემთხვევაში საუბარია როგორც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს წუხილს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერებმა 2013 წლის მაისში, ერთობლივი მისიის ფარგლებში, ცხინვალსა და სოხუმში არ შეუშვეს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოსა და რუსეთის საკითხებზე. რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ "ასამბლეა მხარს უჭერს კომიტეტის გადაწყვეტილებას, ყურადღებით ადევნოს თვალი მოვლენების განვითარებას რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით და ჩაერთოს დიალოგში დე ფაქტო ხელისუფლებასთან ცხინვალსა და სოხუმში სტატუსთან დაკავშირებული წინაპირობების გარეშე, თუკი იარსებებს ამგვარი დიალოგის გამართვის სურვილი”.
უსტატუსო დიალოგის თემამ ანალიტიკოსთა გარკვეულ წრეში აზრთა სხვადასხვაობა და წუხილიც გამოიწვია. თუმცა ამგვარ წუხილს არ იზიარებს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი. მას მიაჩნია, რომ დიალოგი ყოველთვის გამართლებული იქნება ადამიანური პრობლემების გადასაწყვეტად:
”საუბარია სურვილზე, რომ რაღაც კონტაქტები არსებობდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტა ექნება კონფლიქტს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება პირდაპირი კონტაქტები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ რაიმე ფორმით ან რაიმე სახით მათთან საუბარი იქნება, როგორც სამართლის სუბიექტებთან. საუბარია იმაზე, რომ აღდგეს ადამიანური ურთიერთობები და შეიქმნას საფუძველი, რომ შევქმნათ ნორმალური პირობები მათთვის, ვინც ჯერ კიდევ რჩება ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში”.
”ქართული ოცნება” შემაშფოთებლად არც რეზოლუციის შედაპოლიტიკურ აქცენტებს მიიჩნევს. საუბარია რეზოლუციის მე-14 მუხლზე, რომელშიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან მიმართებით შეშფოთებას გამოთქვამს კოჰაბიტაციის სიძნელეებსა და მართლმსაჯულების პრობლემებთან მიმართებით.
”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეთა წარმოების პროცესების გამჭვირვალობა და მათი სრული შესაბამისობა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებთან”, - ვკითხულობთ რეზოლუციაში. ”ნაციონალური მოძრაობა” ამგვარ ჩანაწერს საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად მნიშვნელოვან მითითებად და მოწოდებად მიიჩნევს, თუმცა, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, საქართველო სწორედ რეზოლუციაში ასახული მოწოდების შესაბამისად იქცევა და ქვეყანაში, მართლმსაჯულების კუთხით, გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს.
კვირის მიწურულს როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ასპარეზზე მწვავე კამათის საგნად იქცა საკანში გადაღებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელების თემა. ვგულისხმობ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში, ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას საკანში, 2012 წლის ნოემბერში გადაღებულ და ჩაწერილ მასალას, რომლის ფრაგმენტებიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა. სხვა არაერთ პირს შორის, მასალები მოიცავს ბაჩანა ახალაიას საკანში თავად კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის შესვლის ფაქტსაც.
გელა მთივლიშვილი, რომელიც მისთვის მასალების მიმწოდებელი წყაროს ვინაობას არ ასახელებს, ახალაიას საკანში გასული წლის ნოემბერში იმ პირებთან ერთად შევიდა, რომელთაც იმხანად, მინისტრის ბრძანებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება ჰქონდათ მინიჭებული.
”ვიცოდი, რომ კედელზე მიმაგრებული იყო ვიდეოთვალი და ასევე მინისტრს ჰქონდა ნათქვამი და სამინისტროს განცხადებაც მქონდა წაკითხული, რომ ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა, მაგრამ მონიტორები არ ვიყავით გაფრთხილებულები და არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ხორციელდებოდა ჩვენი შეხვედრების ფარული აუდიოჩაწერა... რატომ შედიან მონიტორები ციხეში კონკრეტულ პატიმრებთან შეხვედრაზე? იმიტომ, რომ მივიღოთ ინფორმაცია დარღვევებზე ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან თუ ციხეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით... თუ შევალ, ამ ინფორმაციას მოვისმენ და, ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია და შემდეგ უკვე სხვა უწყებები მოისმენენ ამ ყველაფერს, ჩემს ფუნქციას რა აზრი აქვს, რომ ციხეში შევიდე და კონფიდენციალურად რაღაც მოვისმინო პატიმრისგან?!” - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ აუდიოჩანაწერების გაკეთებაში ხედავს არასამთავრობო სექტორიც. როგორც, მაგალითად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აუდიოჩანაწერის გაკეთება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც ასე არ არის მონიტორების შემთხვევაში და ესე იგი ამ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება აუდიოჩანაწერის გაკეთების კანონიერება:
”საერთოდ, მონიტორინგის იდეას ეწინააღმდეგება მონიტორთან საუბრის ჩაწერა, ისევე როგორც ყოვლად მიუღებელია ადვოკატთან საუბრის ჩაწერა. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, რაც პატიმარს აწუხებს და რასაც ის ხმამაღლა ვერ ამბობს”.
აუდიოჩანაწერების გაკეთების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს ბაჩანა ახალაიას ადვოკატი, რომელიც ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. როგორც გიორგი ონიანმა 4 ოქტომბერს უთხრა ჟურნალისტებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თანხმობა მართლაც ჰქონდა მიცემული ვიდეომეთვალყურეობაზე, მაგრამ არა აუდიოჩანაწერების გაკეთებაზე, რისთვისაც სასამართლოს ნებართვა იყო საჭირო.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საკანში ბაჩანა ახალაიას თვალთვალი მისსავე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხორციელდებოდა და ამის შესახებ მსჯავრდებული გაფრთხილებული იყო. როგორც მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, პირადად მას არ უნახავს ბაჩანა ახალაიას მიერ ხელმოწერილი ოქმი, მაგრამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ახალაია, პატიმრობის კოდექსის მე-9 და 54-ე მუხლების შესაბამისად, ინფორმირებული იყო. 54-ე მუხლის თანახმად კი, ”ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს აუდიო-ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით”.
გიგა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას ჩანაწერის დაცვის პრობლემაზეც ლაპარაკობს და თვლის, რომ ეს ძველი თანამშრომლების ნახელავია:
”ეს მოხდა გასული წლის ნოემბერში, ჩვენ სისტემაში მოვედით ოქტომბრის ბოლოს. ძველი თანამშრომლებიდან გარკვეული ნაწილი, ბუნებრივია, უღირსი ნაწილიც იყო, რომლებიც ნელ-ნელა გათავისუფლდნენ სამსახურებიდან. ბევრი მათგანი შეიძლება ელოდებოდა გათავისუფლებას და მოხდა, ალბათ, ჩანაწერების კოპირება. ისე, 10 დღის განმავლობაში ნადგურდება ეს ჩანაწერები. ვიღაცამ კოპირება გააკეთა და ამას გამოძიება დაადგენს”.
04 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ”სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”. განცხადების თანახმად, ”გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი დაწესებულების საკანში მოთავსებული პატიმრის - ბაჩანა ახალაიას - ცალკეულ პირებთან შეხვედრებსა და საუბარს”.
დაბოლოს, კვირის კიდევ რამდენიმე საყურადღებო მოვლენას შეგახსენებთ:
3 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოსთვის მუქარისშემცველი, ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოს შექმნასა და გავრცელებაში ეჭვმიტანილია სოხუმში მცხოვრები ყირგიზეთის მოქალაქე. ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს ინფორმაციის საქვეყნოდ გავრცელებაში „ტერორისტული აქტის ჩადენისკენ მოწოდების მიზნით“ და დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილზე გამოცხადებულია ძებნა. აქვე გავიხსენოთ, რომ ვიდეორგოლი, სათაურით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინტერნეტით და მასში მამაკაცის ხმა ინგლისურად ემუქრება ქართველ ჯარისკაცებს, რომ დაიწყება შურისძიების ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ.
ასევე მიმდინარე კვირაში პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მას შემდეგ, რაც ცხრა მოქმედი წევრიდან ის ორმა წევრმა დატოვა. ფუნქცია დაიკარგა იმის გამო, რომ, კანონის შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომას რვა წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს. სამეურვეო საბჭოს თვამჯდომარემ ემზარ გოგუაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ წევრებმა საბჭო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად დატოვეს. სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა 2014 წლის იანვრიდან უნდა დაკომპლექტდეს.
მიმდინარე კვირაში და, კერძოდ, 30 სექტემბერს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ”თანაინვესტირების ფონდის” დაფუძნების შესახებ. ფონდის საქმიანობა ძირითადად ინვესტორების მოზიდვასა და ენერგეტიკის, მრეწველობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებას ისახავს მიზნად. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის „თანაინვესტირების ფონდში“ საკუთარ 1 მილიარდ დოლარს ჩადებს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ფონდი ხელს შეუწყობს ქვეყნის „მთავარი გამოწვევის“ დაძლევას, ანუ ეკონომიკის განვითარებას.
ის, რომ ამგვარი რამ დაუშვებელია და ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პრინციპს ეწინააღმდეგება, მიმდინარე კვირაში, შეერთებული შტატების გარდა, ნატოს მხრიდანაც ითქვა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს, ღობეების დემონტაჟის გარდა, იმ გადაწყვეტილების გაუქმებისკენაც მოუწოდა, რომლითაც საქართველოს რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდა. ბარიერების აღმართვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კვირაში ევროკავშირმაც დაგმო. მაგალითად, როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა აღნიშნა 1 ოქტომბერს, უმაღლესი წარმომადგენელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის იმგვარი ქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ემუქრება რეგიონის უსაფრთხოებას და, ამასთან, ”მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხს”. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთს ბარიერების დემონტაჟისკენ მოუწოდა.
ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა სწორედ საერთაშორისო ზეწოლას დაუკავშირა ის ფაქტი, რომ 3 ოქტომბერს, დილით, სოფელ დვანის მინდვრებში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ყველასათვის მოულოდნელად ადგილობრივთა ნაკვეთებში მიწაზე დაყრილი თუ ჩასობილი ბოძები უკან გაიტანეს. რადიო თავისუფლება იმ დღეს დვანში გაესაუბრა კოპაძეების ოჯახს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ ახერხებდა საკუთარ ნაკვეთში შესვლას. მათ უკვე იმედი ჰქონდათ დაკარგული და მხოლოდ იმას მოელოდნენ, რომ შეღობვის დასრულების შემდეგ მათი ბაღის მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცეოდა. კოპაძეებმა იმ დღეს სახელდახელოდ ვაშლი და კაკალიც მოკრიფეს. სიხარულს ვერ მალავდა ოჯახის დიასახლისი ლეილა ჯანუაშვილი:
„სულ აკრეფილია და წაღებულია, აღარაფერი აღარ არის დატოვებული. მარტო მანქანების ნავალია და ხევის იქით რას იზამენ, არ ვიცი. ალბათ, იმასაც ახსნიან და წაიღებენ. ღმერთმა ქნას, სადამდისაც საქართველოს საზღვარია, როკის გვირაბის იქით, იქამდისიც სულ წავიდნენ რუსები და დაგვიტოვონ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ მერე მოვრიგდებით - ოსია თუ სომეხია, თუ აზერბაიჯანელია, ყველა ერთად ვიქნებით და ვიცხოვრებთ, როგორც გვიცხოვრია. რუსი ნუ ჩაერევა ჩვენს საქმეში“.
სადღაც შეიძლება დემონტაჟი მოხდეს, სადღაც შეიძლება მონტაჟი მოხდეს. ჩვენი ამოცანაა რეაგირება მოვახდინოთ და მოსახლეობა დაცული იყოს...პაატა ზაქარეიშვილი
„სადღაც შეიძლება დემონტაჟი მოხდეს, სადღაც შეიძლება მონტაჟი მოხდეს. ჩვენი ამოცანაა რეაგირება მოვახდინოთ და მოსახლეობა დაცული იყოს. არ გამოვრიცხავ რაღაც პროცესებს, მაგრამ ნუ გვექნება გარკვეული ილუზია რაღაც უკეთესობისაკენ. რუსეთისგან არ არის კარგი მოსალოდნელი არაფერი ამ მიმართულებით. თუ კარგი ხდება, მაგას რა სჯობია, მაგრამ ჩვენ უნდა ვემზადოთ, რათა ჩვენი მოსახლეობა ნებისმიერ პირობებში იყოს დაცული“.
ღობეების აღმართვის პროცესი სოფელ დვანზე რამდენიმე კვირით ადრე სოფელ დიცშიც შეაჩერეს, თუმცა ეს პრობლემას ნამდვილად არ წყვეტს და ამაში 4 ოქტომბერს თავად დარწმუნდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. ისინი ჩავიდნენ ხურვალეთში, დიცსა და დვანში, სადაც საკუთარი თვალით ნახეს რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების მიერ გაბმული მავთულხლართები და ის სახლები, რომლებიც ამ მავთულხლართების მიღმა ექცევა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, სოფელ დიდ ხურვალეთში ვანიშვილების მავთულხლართებით გაყოფილი სახლ-კარის ნახვისას აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ვითარება ტრაგიკულია. ნანახი მან ბერლინის კედელს შეადარა, როდესაც ხელოვნურად აღმართული ბარიერებით ხდება ხელის შეშლა, ადამიანები ვერ ახერხებენ თავიანთ მინდვრებზე და წინაპრების საფლავებზე გასვლას. ოკუპირებული ზოლის მიმდებარე სოფლებში სტუმრობის ინიციატივა თავად ელჩებს ეკუთვნოდათ. მათ იქ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები მეგზურობდნენ.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების საკითხი მიმდინარე კვირაში და, კერძოდ, 1 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცებულ რეზოლუციაშიც მოხვდა. საუბარია მონიტორინგის პროცესის შემფასებელ რეზოლუციაზე, რომელიც არაერთ სხვა ქვეყანასაც ეხება. საქართველოს შემთხვევაში საუბარია როგორც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებზე.
საუბარია სურვილზე, რომ რაღაც კონტაქტები არსებობდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტა ექნება კონფლიქტს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება პირდაპირი კონტაქტები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან...ირაკლი ჩიქოვანი
უსტატუსო დიალოგის თემამ ანალიტიკოსთა გარკვეულ წრეში აზრთა სხვადასხვაობა და წუხილიც გამოიწვია. თუმცა ამგვარ წუხილს არ იზიარებს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი. მას მიაჩნია, რომ დიალოგი ყოველთვის გამართლებული იქნება ადამიანური პრობლემების გადასაწყვეტად:
”საუბარია სურვილზე, რომ რაღაც კონტაქტები არსებობდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტა ექნება კონფლიქტს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება პირდაპირი კონტაქტები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ რაიმე ფორმით ან რაიმე სახით მათთან საუბარი იქნება, როგორც სამართლის სუბიექტებთან. საუბარია იმაზე, რომ აღდგეს ადამიანური ურთიერთობები და შეიქმნას საფუძველი, რომ შევქმნათ ნორმალური პირობები მათთვის, ვინც ჯერ კიდევ რჩება ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში”.
”ქართული ოცნება” შემაშფოთებლად არც რეზოლუციის შედაპოლიტიკურ აქცენტებს მიიჩნევს. საუბარია რეზოლუციის მე-14 მუხლზე, რომელშიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან მიმართებით შეშფოთებას გამოთქვამს კოჰაბიტაციის სიძნელეებსა და მართლმსაჯულების პრობლემებთან მიმართებით.
”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეთა წარმოების პროცესების გამჭვირვალობა და მათი სრული შესაბამისობა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებთან”, - ვკითხულობთ რეზოლუციაში. ”ნაციონალური მოძრაობა” ამგვარ ჩანაწერს საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად მნიშვნელოვან მითითებად და მოწოდებად მიიჩნევს, თუმცა, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, საქართველო სწორედ რეზოლუციაში ასახული მოწოდების შესაბამისად იქცევა და ქვეყანაში, მართლმსაჯულების კუთხით, გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს.
მონიტორები არ ვიყავით გაფრთხილებულები და არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ხორციელდებოდა ჩვენი შეხვედრების ფარული აუდიოჩაწერა... რატომ შედიან მონიტორები ციხეში კონკრეტულ პატიმრებთან შეხვედრაზე? იმიტომ, რომ მივიღოთ ინფორმაცია დარღვევებზე ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან თუ ციხეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით...გელა მთივლიშვილი
გელა მთივლიშვილი, რომელიც მისთვის მასალების მიმწოდებელი წყაროს ვინაობას არ ასახელებს, ახალაიას საკანში გასული წლის ნოემბერში იმ პირებთან ერთად შევიდა, რომელთაც იმხანად, მინისტრის ბრძანებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება ჰქონდათ მინიჭებული.
”ვიცოდი, რომ კედელზე მიმაგრებული იყო ვიდეოთვალი და ასევე მინისტრს ჰქონდა ნათქვამი და სამინისტროს განცხადებაც მქონდა წაკითხული, რომ ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა, მაგრამ მონიტორები არ ვიყავით გაფრთხილებულები და არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ხორციელდებოდა ჩვენი შეხვედრების ფარული აუდიოჩაწერა... რატომ შედიან მონიტორები ციხეში კონკრეტულ პატიმრებთან შეხვედრაზე? იმიტომ, რომ მივიღოთ ინფორმაცია დარღვევებზე ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან თუ ციხეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით... თუ შევალ, ამ ინფორმაციას მოვისმენ და, ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია და შემდეგ უკვე სხვა უწყებები მოისმენენ ამ ყველაფერს, ჩემს ფუნქციას რა აზრი აქვს, რომ ციხეში შევიდე და კონფიდენციალურად რაღაც მოვისმინო პატიმრისგან?!” - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ აუდიოჩანაწერების გაკეთებაში ხედავს არასამთავრობო სექტორიც. როგორც, მაგალითად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აუდიოჩანაწერის გაკეთება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც ასე არ არის მონიტორების შემთხვევაში და ესე იგი ამ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება აუდიოჩანაწერის გაკეთების კანონიერება:
”საერთოდ, მონიტორინგის იდეას ეწინააღმდეგება მონიტორთან საუბრის ჩაწერა, ისევე როგორც ყოვლად მიუღებელია ადვოკატთან საუბრის ჩაწერა. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, რაც პატიმარს აწუხებს და რასაც ის ხმამაღლა ვერ ამბობს”.
ეს მოხდა გასული წლის ნოემბერში, ჩვენ სისტემაში მოვედით ოქტომბრის ბოლოს. ძველი თანამშრომლებიდან გარკვეული ნაწილი, ბუნებრივია, უღირსი ნაწილიც იყო, რომლებიც ნელ-ნელა გათავისუფლდნენ სამსახურებიდან. ბევრი მათგანი შეიძლება ელოდებოდა გათავისუფლებას და მოხდა, ალბათ, ჩანაწერების კოპირება...გიგა გიორგაძე