ლატვიაში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დასრულების, ასევე რიგის კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი ამჯერად ესტონეთში გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა ყურადღების ცენტრში აღმოჩდნენ სამუშაო კვირის დასაწყისშიც, როდესაც პრემიერმა საზოგადოებას თავისი სამომავლო გეგმების შესახებ წერილით მიმართა.
გასული სამუშაო კვირის დასაწყისში, 2 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც საზოგადოებას მთავრობის მეთაურისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერობიდან მისი მოსალოდნელი წასვლისა და საზოგადოებრივ სექტორში საქმიანობის მიზნები განუმარტა. წერილში იგი აღნიშნავს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შესთავაზებს, საინტერესო პიროვნება იქნება და წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში საზოგადოების დასაცავად მოვიდა და ეს წარმატებით განახორციელა, რადგან დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედზე უკეთესია და საზოგადოებაც დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. ბიძინა ივანიშვილის თანახმად, „საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივი მესიის მოლოდინში და, შესაბამისად, უნდა მონახოს მექანიზმი, რომლითაც გააკონტროლებს და პარტნიორობას გაუწევს ხელისუფლებას“. გამოწვევა კი, რომელიც არსებულ რეალობაში დგას, ბიძინა ივანიშვილის თანახმად, არის მის მიერ სახელისუფლებო და პოლიტიკურ ფუნქციებზე უარის თქმა და მისი სამოქალაქო სექტორში გადასვლა, სადაც, მისივე სიტყვებით, ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.
ღია წერილში გამოთქმულ ამ და სხვა მოსაზრებებზე ვრცლად პრემიერ-მინისტრმა 3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ამ პრესკონფერენციაზე მედიისთვის გამოდგა პრემიერ-მინისტრის პასუხი კითხვაზე, არსებობს თუ არა პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს:
“ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?!“
ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას ოპონენტების მკვეთრი რეაქციები, შემდეგ კი მისი კიდევ ერთი წერილი მოჰყვა:
„როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვისთვისაც ჩემს სიტყვებს განმარტება სჭირდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ: თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?!“
ბიძინა ივანიშვილმა წერილში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან და იგი ვალდებულია მოაწესრიგოს ურთიერთობები ყველასთან, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ ქვეყნის უკვე ათასჯერ გაცხადებული სტრატეგია ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა, რაც ქვეყნის პოლიტიკის ქვაკუთხედია და მას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს.
საქართველოს დასავლური კურსის შესახებ განცხადებები გაკეთდა ლატვიაშიც, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი გაიმართა. უმაღლესი დონის შეხვედრების პარალელურად, დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლკის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლატვიური ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის ერთობლივ კონფერენციაში - „რიგის კონფერენცია-2013“. კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე და გასავლელი გზა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს მთავრობის მოლოდინებსა და მიზნებზე ისაუბრა. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და ევროკავშირის როლზე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხში. არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არასასურველი შედეგით დასრულდეს? - ჩვენი კორესპონდენტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ბიძინა ივანიშვილიმ, შემდეგნაირად უპასუხა:
“რუსეთის გავლენა ძალიან გაიზარდა ამ ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, მაგრამ ვილნიუსის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი არის სწორედ ის, რომ უკრაინამ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომელიც პარაფირებულია უკვე ორი წელია და მისი ხელმოწერა ვერ მოხერხდა“.
რიგის კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სადილზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
გასული სამუშაო კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურება. 110 კომპაქტური დისკი, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის იყო და 144 ფაილს შეიცავდა, შრედერის აპარატის საშუალებით მედიისა და იმ კომისიის წევრების თანდასწრებით განადგურდა, რომელიც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების არქივის განადგურების მონიტორინგის მიზნით შეიქმნა.
უკანონო ჩანაწერების განადგურების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩანაწერების ასლების არსებობას არ გამორიცხავს და მათი გავრცელების პრევენციად კანონის გამკაცრებას მიიჩნევს:
“სამწუხაროდ, მასალის უმრავლესობა არის, ჩვენი ინფორმაციით და ვარაუდით, კოპირებული. არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ მასალის დიდი რაოდენობა, რაც ჩვენ აქ დაგვხვდა და რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ჰქონდეთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ამის გამო ჩვენ, კომისიამ, ვიმსჯელეთ და ვაპირებთ გავამკაცროთ კანონი, რომელიც ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებას და სასჯელის ზომებს ვამკაცრებთ მნიშვნელოვნად“.
კანონის გასამკაცრებლად ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს.
გასულ სამუშაო კვირაში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა ექსმინისტრ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელმაც 2 სექტემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კომისიამ მას კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორმაგი მოქალაქეობის გამო უთხრა. სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა იურიდიულ არგუმენტებს მოკლებულად მიიჩნია.
“ეს, ცხადია, არის მოსამართლის უფლება. აქ უკანონობა არ არსებობს, მაგრამ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ ერთი საათი ველოდეთ და არ ყოფილა არანაირი არგუმენტაცია. დღეს კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო. დღეს კიდევ ერთხელ მსჯელობს პოლიტიკურად და პოლიტიკურად ზღუდავს ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული შანსები გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. ცხადია, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას და ეს არის ბრძოლა თავისუფლებისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის ბრძოლას განაგრძობს.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო ვითარების შეფასების ანგარიშში კი, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო დელეგაციამ გასული სამუშაო კვირის ბოლოს წარადგინა, აღნიშნულია, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დამყარებულ საარჩევნო გარემოში ხვდება და საქართველოს ამომრჩეველი, გასულ არჩევნებთან შედარებით, უფრო ღია საარჩევნო გარემოთი სარგებლობს...
თუმცა გასულ კვირაში მოხდა ფაქტი, რომელიც, საზოგადოების ერთი ნაწილის თანახმად, პოზიტიურად ვერ იმოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე. საქმე ისაა, რომ 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ შემდეგნაირად ახსნა:
“ეს იყო ფინანსური საკითხები, გადაცემის აღწერილობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ვერ მოგვაწოდა გენერალურმა დირექტორმა, არ ახლდა ფინანსური დასაბუთება...დაგროვდა პრობლემები, რომლებსაც ძალიან რთულ შედეგებამდე შეიძლება მიეყვანა საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი ბარათაშვილი კი კრიზისის ხელოვნურად გამოწვევას ბორდს აბრალებს და ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავს.
გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 10 დღის ვადაში გამოცხადდება.

სამწუხაროდ, მასალის უმრავლესობა არის, ჩვენი ინფორმაციით და ვარაუდით, კოპირებული. არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ მასალის დიდი რაოდენობა, რაც ჩვენ აქ დაგვხვდა და რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ჰქონდეთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც...ირაკლი ღარიბაშვილი