კვირის უმთავრესი მოვლენა პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალებს უკავშირდება. 18 სექტემბერს, საღამოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული პირველი ფრაგმენტის თანმხლები ტექსტით, უწყება საზოგადოებას ატყობინებდა, რომ ყველაფერი კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის, პატიმარ თამაზ თამაზაშვილის დაკვეთით იყო გადაღებული.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ვერსია საზოგადოების დიდ ნაწილს იმთავითვე არადამაჯერებლად ეჩვენა, მაგრამ სკეპტიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც იმავე დღეს, ოდნავ უფრო გვიან, ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მეშვეობით, პატიმართა წამების კიდევ არაერთი შემზარავი ფრაგმენტი გავრცელდა. შემზარავი ვიდეომასალა, რაც, მათ შორის, არასრულწლოვანთა წამების ფაქტებსაც ასახავს, ფრაგმენტულად ვრცელდებოდა მომდევნო დღეებშიც. როგორც გაირკვა, მასალა მთლიანობაში დაახლოებით საათნახევრიანი ქრონომეტრაჟისაა და ის მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს სრულიად უცნობმა პირმა ივნისის დასაწყისში ვანო მერაბიშვილის სახელით გადასცა. ინაშვილი ბრიუსელში იმყოფება და აცხადებს, რომ მან და ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ პატიმართა წამების ამსახველი სრული ვიდეომასალა უკვე მიაწოდეს გავლენიანი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს.
გავრცელებულ შემზარავ ვიდეომასალას შეშფოთებით ეხმაურებოდნენ საერთაშორისო სტრუქტურები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ევროკავშირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ჰიუმან რაითს უოჩი (Нuman Rights Watch) თუ ამნესტი ინტერნეიშენალი (Amnesty International) ერთმანეთის მოყოლებით მოითხოვდნენ საქმის სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების სათანადო დასჯას.
თუკი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 21 სექტემბერს თბილისში ახალი იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში წარმოთქმულ სიტყვებს მოვუსმენთ, სახელმწიფომ გამოვლენილ სისასტიკეს სათანადო პასუხი გასცა:
”რა თქმა უნდა, მე ვარ ისეთივე აღშფოთებული და კიდევ უფრო აღშფოთებული, ალბათ, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა, მაგრამ ნახეთ, როგორ ვუპასუხეთ ჩვენ ამ ყველაფერს... ჩვენ ვუპასუხეთ ისე, როგორც უპასუხებდა 21-ე საუკუნის ახალი დემოკრატიული მთავრობა; ჩვენ ვუპასუხეთ ისე, რომ მთლიანად დავშალეთ სისტემა, რომელმაც ასეთი სისტემური მარცხი დაუშვა.”
მართალია, პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად, მისი მმართველი გუნდის სხვა წევრებიც გამუდმებით ცდილობენ სიბრაზისა და აღშფოთების გამოხატვას და ირწმუნებიან, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი არასაკმარისად მიიჩნევს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 11 თანამშრომლის დაკავებასა და 2 მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, მით უმეტეს, რომ არც სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს და არც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას თავი არ უცნიათ დამნაშავეებად. მაგალითად, 19 სექტემბერს კალმახელიძემ თქვა, რომ თანამდებობის დატოვების აუცილებლობა მას ”ადამიანურმა და პოლიტიკურმა” პასუხისმგებლობამ უკარნახა, ხოლო ახალაიამ ”მორალური და პოლიტიკური” პასუხისმგებლობა იგრძნო იმის გამო, რომ ”ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები”, სისტემაში მუშაობა მისი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო. ახალაია გადადგა, მაგრამ ბევრი თვლის, რომ გადადგომას მისი, როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობის დამნერგავის, გასამართლებაც უნდა მოჰყვეს. გარდა ამისა, შეშფოთებული საზოგადოება საჭიროდ თვლის კიდევ არაერთი თანამდებობის პირის გათავისუფლებასა თუ გასამართლებას.
პროტესტის გამოხატვაში განსაკუთრებით აქტიურობს სტუდენტთა ერთი ნაწილი, რომელმაც არ გაიზიარა კათალიკოს-პატრიარქის 21 სექტემბრის მოწოდება საპროტესტო აქციების შეწყვეტის თაობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციამ ამ საყოველთაოდ მღელვარე დღეებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე რამდენიმე ადამიანი დააკავა და მათ შორის არის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი დაჩი ცაგურია. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 22 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, დაკავებისა და 10-დღიანი პატიმრობის შეფარდების მიზეზად ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება იქცა.
ხელისუფლების მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალის, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 22 სექტემბერს ზუგდიდში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე საზოგადოებას ”სიდინჯისკენ და სიმშვიდისკენ” მოუწოდა, მაგრამ ასევე ურჩია, რომ არ დაივიწყოს ხელისუფალთა მიერ ჩადენილი შემაძრწუნებელი დანაშაული და ყველაფერი 1 ოქტომბერს მშვიდობიანად შეცვალოს არჩევნების გზით:
”ყველამ ნახეთ, ნახეთ და მოუსმინეთ, თუ რა ხდება საქართველოს ციხეებში. თავზარდამცემია კადრები, როგორ აწამებენ, აუპატიურებენ უსუსურ პატიმრებს - ბიჭებს და კაცებს. გესმით, თქვენ?! ეს რას ნიშნავს, გესმით, ხალხო?! ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის ღირსება. ეს არის მთელი ერის შეურაცხყოფა.”
პატიმრების სასტიკი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სიმრავლეზე გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი მორიგე ინსპექტორი, სავარაუდოდ, ბელგიაში მყოფი ძებნილი ვლადიმერ ბედუკაძეც ლაპარაკობს. ის არ უარყოფს, რომ ვიდეომასალა, რომელმაც საზოგადოება ბოლო დღეებში ასე აღაშფოთა, მისი გადაღებულია და რომ ის დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში საპყრობილის ხელმძღვანელის მითითებით მოქმედებდა, რომელსაც, თავის მხრივ, ამას ვიღაცები ”ზემოდან” ავალებდნენ.
”ვიდეოკამერა მომცა პირადად უშუალოდ საპყრობილის დირექტორმა. რა თქმა უნდა, დაწესებულებაში ვიდეოკამერით გადაღება, კანონის თანახმად, აკრძალულია, მაგრამ, დირექტორის სიტყვიერი თანხმობით, ნებართვა მომეცა გადამეღო „საინტერესო“ კადრები, მათთვის საინტერესო კადრები, „ზემოთ“ სანახავად... ახლა ის ”ზემოთ” ვინ არის და ის ”საინტერესო”... უკვე ნახეთ, რაც არის”, - თქვა ბედუკაძემ 19 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ძებნილი ვლადიმერ ბედუკაძე მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ამჟამად დაკავებულ ლევან ფურცხვანიძესთან ერთად ახსენა. დაახლოებით ისევე, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ (და ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ) განცხადებაშია ასახული, ზოდელავა იმეორებს, რომ კვალი კვლავ დამკვეთ პატიმრამდე, თამაზ თამაზაშვილამდე მიდის და რომ ბედუკაძემ და ფურცხვანიძემ საზოგადოების მიერ ნანახი ყველაზე სასტიკი ფაქტების უმრავლესობა დაკვეთით, სულ მცირე, 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჩაიდინეს ”საკნებში და სხვა ადგილებში”:
”ჩვენ შეგვიძლია, რომ პირობითად გამოვყოთ და დავარქვათ ამ დანაშაულების ჩამდენ პირებს ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი. ეს დანაშაულებრივი ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით. ისინი ამ დანაშაულს სჩადიან ანგარებით და ისინი ამ დანაშაულს სჩადიან იმ მიზნით, რომ მასზე ასახული დანაშაული გადასცენ მესამე პირებს. განსაკუთრებული სისასტიკეც, როგორც ჩანს, მიმღები მხარის დაკვეთა იყო.”
20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა დაადასტურა, რომ საზოგადოების მიერ ნანახი ვიდეომასალა მხოლოდ გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაღებული, თუმცა 23 სექტემბერს, ტელეკომპანია ”მე-9 არხთან” სატელეფონო საუბრისას, ქსნის მე-15 დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა კონკრეტული გვარების მითითებით აღნიშნა, რომ მათთან უარესი ამბები ხდება:
”მრავალი ადამიანია, რომელიც ნაცემია და ნაწამებია... და რაც თქვენ ტელევიზორში იხილეთ, მე პირადად საკანში მყავს მათზე უფრო ნაწამები ადამიანი. თუ გინდათ, სახელებსა და გვარებსაც ჩამოგიყალიბებთ.”
მედია დაინტერესებულია, რომ მსგავსი ინფორმაციები დროულად შეამოწმოს და დახმარებისთვის ყოფილ სახალხო დამცველს, აწ უკვე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, გიორგი ტუღუშს მიმართავს. 21 სექტემბერს ტუღუშმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა გლდანის მე-8 საპყრობილე, ხოლო 22 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პირობა დადო, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში შესვლა მედიას არც მომავალში გაუჭირდება; მანამდე კი გიორგი ტუღუში, ჯანდაცვის უმწვავესი პრობლემების გარდა, სასჯელაღსრულების სისტემაში პირველი რიგის სხვა არაერთი პრობლემის აღმოფხვრას გეგმავს:
„გადავალთ თანამედროვე სტანდარტებზე და აღებული იქნება საუკეთესო მოდელები იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს გამართული, ეფექტური, ადამიანის პატივსა და ღირსებაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების სისტემა. გაუმჯობესდება პატიმართა ყოფითი პირობები, გლდანის მე-8 დაწესებულებაში შევიტანთ 1600 ახალ მატრასს და პატიმრებს მკვეთრად გავუუმჯობესებთ პირობებს. იგეგმება ასევე პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება. ასევე იგეგმება ზოგადად პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის ეფექტურობის გაზრდა.“
გიორგი ტუღუშს ახლა შესაძლებლობა მიეცა მიხედოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ უამრავ პრობლემას, რომელთა შესახებაც ის სრულიად ამაოდ ლაპარაკობდა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა, როგორც ხელისუფლების მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალის, ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი ამბობს, სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს პოსტზე სულ რამდენიმე დღე დარჩა, რადგანაც არჩევნების შემდეგ ამ პოსტზე მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. აქვე ვთქვათ, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი დაინიშნა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ბაჩო ახალაიას ნაცვლად, მისი ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე დასახელდა. შედეგად, ბევრის აზრით, კვლავაც გაძლიერდა პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მანამდე მკვეთრად შესუსტებული პოზიციები.
ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ხელისუფალთა მხრიდან დაკვეთასა და შესრულებაზე მტკიცებითი ფორმით საუბარს გაუმართლებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი დავით ჯანდიერი. ამასთან, მისთვის საეჭვოა, რომ დამკვეთს ასე იოლად დაეყოლიებინა ამდენი შემსრულებელი და ყველაფერი ასე შეუმჩნევლად გაეკეთებინა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი თუ საერთაშორისო ინსტიტუტები წლების მანძილზე ტეხდნენ განგაშს ამგვარი ფაქტების არსებობასთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. ჯანდიერი თვლის, რომ სწორედ ასეთი ფაქტებისადმი მიდგომა და რეაგირების სისწრაფე განასხვავებს ერთმანეთისგან ჭეშმარიტად დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებს.