სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება იმის შესახებ, თუ ვინ აპირებს და ვინ არა სოჭში ჩასვლას. ოლიმპიური ტურნირი მომავალი წლის 7 თებერვალს იწყება.
დელეგაცია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გზავნის სოჭში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, აშშ-ის მრავალფეროვნებას ასახავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე. ოფიციალურ დელეგაციაში წარმოდგენილი არიან, მაგალითად, წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი, რომელიც არ მალავს თავის ჰომოსექსუალობას, ისევე როგორც ჰოკეისტი ქალი კეიტლინ კეჰაუ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ბრიფინგზე მისულ ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ მიიჩნევენ ამერიკის ოლიმპიური დელეგაციის ასეთ შემადგენლობას მოსკოვისადმი რაიმე სახის მინიშნებად, ფარულ მესიჯად. ამ საკითხზე პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის პოზიციას არ მალავსო, აცხადებს ჯეი კარნი:
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია! პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ძალიან შეურაცხმყოფელად მიიჩნევს, მაგალითად, ანტილგბტ კანონს, რომელიც რუსეთში მოქმედებს. და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ძლიერი პოზიცია ამ საკითხში, ისევე როგორც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის გამო, აგრეთვე დევნის გამო, რომელსაც განიცდის ხალხი, ვინც რუსეთში კორუფციას აპროტესტებს. ეს არის საკითხები, რომლებიც რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში დგას და რომლებზეც ჩვენ ძალიან გულახდილად ვსაუბრობთ“.
მაშ ასე, სოჭში შეერთებული შტატების ოფიციალურ დელეგაციაში იქნებიან ჰომოსექსუალი სპორტსმენები, მაგრამ არ იქნებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან პირველი ლედი...
სოჭში ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ჩასვლაზე უკვე უარი აქვთ ნათქვამი ორი წამყვანი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტებსაც - ეს ქვეყნებია გერმანია და საფრანგეთი. ოთხშაბათს და ხუთშაბათს მათ პატარა მოლდავეთი და ლიტვა დაემატნენ: არც პრეზიდენტები ნიკოლაე ტიმოფტი და დალია გრიბაუსკაიტე აპირებენ სოჭში ჩასვლას.
მოლდავეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ვლად ტურკანუმ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა:
„პრეზიდენტი ტიმოფტი არ დაესწრება სოჭის ოლიმპიურ თამაშებს. იყო მოწვევა რუსეთის მხარისაგან, მაგრამ პრეზიდენტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ აკეთებს განმარტებას ამ საკითხზე“.
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კი საჭიროდ მიიჩნია განმარტების გაკეთება:
„რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია დამოკიდებულება აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ, როგორ განახორციელეს ბოლო თვეებში ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა უკრაინაზე, საქართველოზე, მოლდავეთზე; იმის გათვალისწინებით, რომ კვლავინდებურად ხორციელდება ეკონომიკური ზეწოლა ლიტვაზე, ვერ ვხედავ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობას“.
ლიტვის ლიდერი ჯერჯერობით ბოლოა იმ პრეზიდენტთა სიაში, ვინც უარს ამბობს სოჭში ოლიმპიურ ტურნირთან დაკავშირებით ჩასვლაზე.
არადა, რუსეთში დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოში რუსეთის ძლიერი პოზიციისა და მისი კეთილდღეობის, მისი თანამედროვე იერის წარმოსაჩენად. და მაინც, - ყოველ შემთხვევაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, - უცხოეთის მედიაში გაცილებით მეტ ყურადღებას იპყრობს რუსეთში ადამიანის უფლებების შეზღუდვის პრობლემა და კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას“. ბევრი აკრიტიკებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც იმის გამო, რომ რუსეთი შეარჩია ოლიმპიური ტურნირის მასპინძელ ქვეყნად.
ჩვენი მსმენელისათვის ცნობილია საქართველოს პოზიცია: მართალია, სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას სოჭის ოლიმპიურ ტურნირში, მაგრამ პრეზიდენტი ან მთავრობის წევრები არ აპირებენ რუსეთში ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ჩასვლას.