ერთი სახელმწიფო მეორეს უხსოვარი დროიდან ან ჭარბი ძალით იპყრობს, ანდა ჭარბი ფულით. მეტიც, თოფ-ზარბაზანთან უფრო იოლია გამკლავება, ვიდრე ოქროს ტომრებით დატვირთულ სახედართან, რომელსაც, ნაპოლეონ ბონაპარტის დაკვირვებით, ნებისმიერი ციხესიმაგრის აღება შეუძლია.
ცხადია, ასეთ ფრთიან გამოთქმებს თანამედროვე უსაფრთხოების კონცეფციებში ვეღარ შეხვდებით, თუმცა მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენება არც დღეს კარგავს აქტუალობას და, მათ შორის, არც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების მიმართ.
მაგალითისათვის, თუკი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს საქართველოს სამაგალითოდ დასჯა და დაუმორჩილებელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, [ერთი ადგილით] ჩამოკიდება სურდა, ამჟამად ვითარება შეცვლილია. კრემლი საქართველოს მიმართ ახლა დაყვავებისა და გულის მოგების პოლიტიკას დაუბრუნდა. ეს მეტამორფოზა კარგად გამოხატა 2 დეკემბერს სომხეთში, გიუმრიში მყოფმა ვლადიმირ პუტინმა:
„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რუსეთი არასოდეს აპირებდა აქედან წასვლას - პირიქით, ვაპირებთ აქ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას... გავაძლიერებთ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში და დავეყრდნობით ყველაფერ საუკეთესოს, რაც ჩვენი წინაპრებისაგან გვერგო, დავეყრდნობით კეთილ ურთიერთობებს რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, სომხეთთან".
მთიანი ყარაბაღის პრობლემის შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიყვანა და მერე მისი გაყინვა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და მათი დამოუკიდებლობის აღიარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ კრემლს არც უფიქრია სამხრეთ კავკასიიდან წავლა. უბრალოდ, შეიცვალა ტაქტიკა და ახლა კრემლი უპირატესობას თაფლაკვერის პოლიტიკას ანიჭებს.
„რა თქმა უნდა, პუტინმა ისიც თქვა, რომ ეს ჩვენი მყარად დარჩენა [სამხრეთ კავკასიაში] დამოკიდებული იქნება და დაეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის არსებულ საუკეთესო ტრადიციებს. და, როგორც ჩანს, ბატონი კირილეს [რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის] სამომავლო ჩამოსვლა საქართველოში სწორედ ამ საუკეთესო ტრადიციების გამყარების ხაზით ხდება“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი, რომელიც 11-12 დეკემბერს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული და ევროატლანტიკური საქმეების ცენტრთან“ ერთად.
ორდღიანი ფორუმი, რომელიც „ვიშეგრადის ფონდმა“ დააფინანსა, ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება საქართველოში და მასში, ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტების გარდა, სახელმწიფო მოხელეებიც მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის პირველ შეხვედრაზე, მაგალითად, ერთ-ერთ პანელზე მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე:
„ზოგადად, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, ყველასთვის გასაგები ვითარების გამო. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის რეგიონალური პრობლემა, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია და ამ პრობლემებთან გამკლავება მხოლოდ ერთი ქვეყნის მხრიდან წარმოუდგენელია. აქ უნდა იყოს რეგიონალური გვერდში დგომა, რეგიონალური ურთიერთდახმარება და ასე შემდეგ“.
თუმცა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების „რეგიონალური გვერდში დგომა და ურთიერთდახმარება“ უფრო მეტად სურვილია, ვიდრე რეალობა. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა არ არსებობს, გაყინული კონფლიქტის როგორც დუღილის ტემპერატურამდე მიყვანას, ისე შემდგომ გაღვივებას კი ერთ-ერთ შესაძლო საფრთხედ მიიჩნევს ალექსანდრე რონდელი:
„გარდა ამისა, [ფორუმზე] ყარაბაღის კონფლიქტის ცუდისკენ გადახრა ასევე ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხედ იქნა განხილული. უფრო გამოყოფილ იქნა რუსეთის შესაძლო ზეწოლა სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, როდესაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უნდა მოხდეს. როგორი დოზით და ხასიათით, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამას ყველა აღნიშნავდა, რომ ამ პერიოდისათვის არის მოსალოდნელი რუსეთის გაფხაკუნება“.
რუსეთის ასეთი „გაფხაკუნება“ კარგად ახსოვთ სამხრეთ კავკასიაში და ამ საფრთხის განმეორების ალბათობას კარგად აცნობიერებენ იმ საერთაშორისო ალიანსებში, რომლისკენაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა ტემპით მიიწევენ. საქართველო, საერთო შეფასებით, ამ რბოლაში დაწინაურდა და არ იქნება გასაკვირი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მომდევნო სამიტამდე რუსეთის ძირითადი სამიზნე საქართველო აღმოჩნდეს.
„როგორი ურთიერთობა ექნება ერევანს მოსკოვთან, ერევნის გადასაწყვეტია. სომხეთმა გადაწყვიტა შეუერთდეს საბაჟო კავშირს. ეს მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა და მასზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დარჩებიან რუსეთის სამხედრო ნაწილები სომხეთის ტერიტორიაზე. მაგრამ რაც შეეხება ქვეყანას, რომელსაც არ სურს რომელიმე უცხო სახელმწიფოს ჯარები თავის საზღვრებსა თუ თავის ტერიტორიაზე, - და ასეთია საქართველო, - ჩვენ ძალიან ცხადად ვამბობთ, რომ რუსეთმა არა მხოლოდ უნდა შეცვალოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ უნდა დატოვოს საქართველო. და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - განაცხადა 3 დეკემბერს ბრიუსელში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პუტინის ზემოხსენებული განცხადების პასუხად.
მაგრამ, თუ საქართველოს მომავალს რეგიონალური უსაფრთხოებისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების დისკურსში შევხედავთ, მაშინ არა უბრალოდ „გაფხაკუნდება“, არამედ მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში „პოზიციების გასაძლიერებლად“ მომავალში დიდი ფსონის ჩამოსვლასაც შეეცდება. ალბათ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც გრძნობს, როგორც აპატურაიმ თქვა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომ ახლა საჭიროა წინსვლის დანახვა „საქართველოს ნატოსთან დაახლოების საკითხში“ და არა მხოლოდ ბუქარესტის დეკლარაციის 23-ე მუხლის განმეორება.
ასე რომ, სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება ითქვას, საქმე დასწრებაზეა. და ეს ვითარება უკვე ნამდვილად აღარ ჰგავს ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიურ ცარცის წრეს“, სადაც გამარჯვება იმას დარჩება, ვინც ხელს გაუშვებს.

რა თქმა უნდა, პუტინმა ისიც თქვა, რომ ეს ჩვენი მყარად დარჩენა დამოკიდებული იქნება და დაეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის არსებულ საუკეთესო ტრადიციებს. და, როგორც ჩანს, ბატონი კირილეს სამომავლო ჩამოსვლა საქართველოში სწორედ ამ საუკეთესო ტრადიციების გამყარების ხაზით ხდება...ალექსანდრე რონდელი