Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინისტრო მთავარ პროკურატურას უგზავნის მასალებს ვანო მერაბიშვილის შესახებ


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
შს სამინისტრო მთავარ პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიებისთვის მასალებს უგზავნის. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თანახმად, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. თუმცა, გიორგობიანის თქმით, ეს ბრძანება მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს ატარებდა და ახალაია და სანოძე განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას. როდის მოუწევს ახსნა-განმარტების მიცემა მთავარი პროკურატურისთვის ვანო მერაბიშვილს, ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG