„განცხადება, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მისამართით გააკეთა, იყო არაკორექტული, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი იყო ნაწილობრივ არაკორექტული“, - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესის სავარაუდო შეცვლისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შეზღუდვის თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ. თუმცა ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ, მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა, კომისიამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის პროცესი და 2018 წლის შემდეგ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ უნდა ირჩეოდეს.