თბილისში მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომლის დღის წესრიგშია რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.
ფორუმის გახსნისას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპული დემოკრატიის ქვეყანაა, რომლის ისტორიული არჩევანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა.
„ამ თვალსაზრისით საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ახალი არაფერი უთქვამს. ახალი, რაც მან გააკეთა, ეს არის ერთმნიშვნელოვანი მოქმედებები და პოლიტიკა, რომელსაც ამ გზაზე ახორციელებს 2012 წლის შემდეგ“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას საქართველო რეფორმების გარდა ადგას ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილით - სიცოცხლით თავისი ჯარისკაცებისა, რომლებიცმშვიდობის სადარაჯოზე დგანან.
თავდაცვის მინისტრის განცხადებითვე, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს ნატოს არსებითი პაკეტის ამოცანების შესასრულებლად, საშინაო დავალებებს კარგად ასრულებს და ნატოსგან ადეკვატურ ნაბიჯებს ელოდება. თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ზოგადი შინაარსის გზავნილებთან ერთად, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.