უკრაინის პარლამენტმა ოთხშაბათის რიგგარეშე სხდომაზე არ განიხილა კანონპროექტი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს, გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების უფლებას მისცემდა. ეს ნაბიჯი საფრთხეში აგდებს ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას. თუმცა უკრაინას კიდევ ერთი შანსი მისცეს...
უკრაინის პარლამენტის 13 ნოემბრის სხდომა მიჩნეული იყო ბოლო შანსად იულია ტიმოშენკოს ციხიდან გამოსაშვებად, რასაც კიევისაგან მოითხოვს ევროკავშირი ვილნიუსის სამიტამდე. საუბარია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე 28-29 ნოემბერს. მაგრამ უკრაინას კიდევ ერთი შანსი მისცეს: 19 ნოემბერია ბოლო მომენტი, როცა უნდა გაკეთდეს ის, რაც საჭიროაო, განაცხადა კიევში ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ. უკრაინის პარლამენტის მომდევნო სხდომა 19 ნოემბრისთვის არის დანიშნული.
ევროკავშირი იმუქრება, რომ ვილნიუსის სამიტზე ხელს არ მოაწერს უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას, რაც მიჩნეულია ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად, თუ მანამდე უკრაინაში არ მიმართავენ ზომებს ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ რიბაკმა ოთხშაბათის რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტის მუშაჯგუფმა, რომელშიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან, ვერ მიაღწია ერთსულოვნებას კანონპროექტის ტექსტზე.
„ასე რომ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს განსახილველად შემოტანილი სამი საკითხიდან ორს ვერ განვიხილავთ მეტისმეტად ბევრი მოსალოდნელი შესწორების გამო, მესამე კი მომზადებული არ არის მუშაჯგუფის მიერ. ამის გამო სხდომას დახურულად ვაცხადებ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კანონპროექტი, რომელზეც უკრაინის პარლამენტმა არ იმსჯელა, უკრაინის ციხეებში მყოფ პატიმრებს მისცემდა უცხოეთში მკურნალობის უფლებას. შესაბამისად, ტიმოშენკო, რომელსაც ზურგის ტკივილი აწუხებს, შეძლებდა გერმანიაში სამკურნალოდ წასვლას. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 2011 წელს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, რასაც დასავლეთში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
ოთხშაბათს უკრაინის პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, მათ შორის, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრ კვაშნევსკი. ის და ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პეტ კოქსი, სხდომის დასრულების შემდეგ უმალვე შეუდგნენ მოლაპარაკებას ფრაქციების ლიდერებთან. ამ მოლაპარაკებას მოჰყვა კვაშნევსკის ზემოხსენებული განცხადება, რომ უკრაინას კიდევ ერთი, უკანასნკელი შანსი აქვს - პარლამენტის სხდომა 19 ნოემბერს.
ევროკავშირთან დაახლოების მომხრე ოპოზიცია უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალად სდებს, რომ მას არ სურს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა. იანუკოვიჩის მიმართ კრიტიკა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პრეზიდენტი გასულ შაბათს მოსკოვში ჩავიდა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან საიდუმლო მოლაპარაკებაზე.
უკრაინელმა ოპოზიციონერმა არსენი იაცენიუკმა პარლამენტში ოთხშაბათს გამოსვლისას გააფრთხილა პრეზიდენტი იანუკოვიჩი, რომ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ საფრთხე შეექმნება უკრაინის „ევროპულ მომავალს“.
„მოვუწოდებთ პირადად პრეზიდენტს: თქვენი ვიზიტები რუსეთში, ვიქტორ ფიოდოროვიჩ, ვერაფერს შეცვლის. თქვენს ქვეყანას ვერ გაყიდით! თქვენი ქვეყანა ამას არ გაპატიებთ... მოდით პრლამენტში, მიიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მზად ვართ, წავიდეთ ნებისმიერ კომპრომისზე უკრაინის ევროპული მომავლისათვის“, – განაცხადა უკრაინის პარლამენტში ოპოზიციონერმა არსენი იაცენიუკმა.
მოსკოვს სურს უკრაინის გაწევრიანება საბაჟო კავშირში, რომელშიც რუსეთთან ერთად ბელორუსია და ყაზახეთი შედიან. უარის შემთხვევაში, კრემლი ეკონიმიკური სანქციებით იმუქრება.
რაც შეეხება ისევ ევროკავშირს, ალექსანდრ კვაშნევსკი და პეტ კოქსი ბრიუსელში წარმოადგენენ უკრაინის შესახებ ანგარიშს. მოგვიანებით ამ ანგარიშს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, როცა იმსჯელებენ უკრაინის მზადყოფნაზე ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ვილნიუსში. ვილნიუსის სამიტამდე კი ორი კვირა რჩება.

მოვუწოდებთ პირადად პრეზიდენტს: თქვენი ვიზიტები რუსეთში, ვიქტორ ფიოდოროვიჩ, ვერაფერს შეცვლის. თქვენს ქვეყანას ვერ გაყიდით! თქვენი ქვეყანა ამას არ გაპატიებთ... მოდით პრლამენტში, მიიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მზად ვართ, წავიდეთ ნებისმიერ კომპრომისზე უკრაინის ევროპული მომავლისათვის...არსენი იაცენიუკი