Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში სასმელი წყლის ხარისხსა და გრაფიკზე ჩივიან


ახალციხე
ახალციხე

ჭიჭინაძეების ოჯახში წყალი მხოლოდ დილით მოდის, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას მხოლოდ ორი საათი აქვს, რომ ჭურჭელი წყლით აავსოს. ავზებში აღებულ წყალს ადგილობრივები საყოფაცხოვრებო საქმიანობაში იყენებენ, სასმელად კი გადადუღებულ ან მაღაზიაში შეძენილ წყალს მოიხმარენ. მამია ჭიჭინაძე იმ მეთოდზე ლაპარაკობს, რომლის შემუშავებაც წყლის ახალი გრაფიკის გამო მოუხდა.

წყლის გრაფიკსა და ხარისხზე ქალაქის სხვა ქუჩების მცხოვრებლებიც ჩივიან. უკმაყოფილო მოსახლეობა ამბობს, რომ დებეტის შემცირების გამო საოჯახო ტექნიკის გამოყენება უჭირთ.

ქალაქ ახალციხის მოსახლეობას ერთი თვეა, რაც წყალი გრაფიკით მიეწოდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მდინარის ამღვრევის გამო კომპანია იძულებული გახდა ურავლის წყალი სათავე ნაგებობაში აღარ შეეშვა, რამაც დებეტის შემცირება გამოიწვია. კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძე მედიასთან განმარტავს, რომ მდინარის წყლის გაფილტვრა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს ძველი გრაფიკით მაისიდან მიიღებდა. ზაზა სიხარულიძე ამჯერად ვარაუდობს, რომ ახალციხეს წყალმომარაგება თვის ბოლოს აღუდგება.

XS
SM
MD
LG