Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, ის აგრესიულ ზომებს გაატარებს კიბერთავდასხმების აღსაკვეთად


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ აგრესიულ ზომებს მიიღებს კიბერთავდასხმების აღსაკვეთად. 6 იანვარს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპს გააცნეს ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთმა ჰაკერული თავდასხმები განახორციელა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში. ანგარიშის გაცნობის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ მან სთხოვა თავის გუნდს, შეადგინოს გეგმა, რათა აგრესიული ზომები მიიღოს კიბერთავდასხმების წინააღმდეგ. ამასთან, მან დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომების „მეთოდები, საშუალებები და ტაქტიკა“ არ უნდა იყოს საზოგადოებრივი განხილვის საგანი, რაც შეღავათი იქნებოდა ჩვენთვის ზიანის მოტანის მსურველებისთვის. ტრამპს არ უხსენებია რუსეთი. მაგრამ თეთრი სახლის მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით.

XS
SM
MD
LG