წინა სიუჟეტში ამერიკელ პიანისტზე, თელონიუს მონკზე ვსაუბრობდი. 50-იან წლებზე შევჩერდი, როცა ყველასგან მოკვეთილ და სიღარიბით წამხდარ მუსიკოსს პირველად ეწვია წარმატება. მხსნელად მოვლენილი პანონიკა როტშილდიც ვახსენე, ხმის ჩამწერ სტუდია „რივერსაიდთან“ კონტრაქტი რომ გაუხერხა. თუმცა მონკის უარყოფილი მუსიკის აღიარებას სხვა ადამიანმაც შეუწყო ხელი - ზემოხსენებული ლეიბლის მფლობელმა, ორინ კიპნიუსმა, რომელმაც მეტად ჭკვიანური სტრატეგია შეიმუშავა. იცოდა, რომ მსმენელს მონკის უჩვეულო რიტმულ-ჰარმონიული ხელწერა გულს უმძიმებდა და მათ ფაქიზ სმენას ერთგვარი შემზადება სჭირდებოდა. ჰოდა, ჯერ დიუკ ელინგტონის პიესების კრებული ჩააწერინა, შემდეგ კი ნამდვილი მონკი შესთავაზა მომწიფებულ მსმენელს და ცნობილი ალბომი „Brilliant Corners“ გამოსცა. ალბომს არნახული აღიარება ხვდა წილად – ჯაზურმა სამყარომ, როგორც იქნა, ინება და მონკს ფართოდ გაუღო წლების მანძილზე ცხვირწინ მიხურული კარი.
1957 წელი გალხდათ, როცა პიანისტს მაილს დევისის მიერ ნაგვემი ჯონ კოლტრეინი მიადგა. მესაყვირეს საქსოფონისტის ნარკოტიკებით გატაცება ვერ აეტანა და გვარიანად გამოელანძღა. შერისხული ახალგაზრდა თელონიუსმა შეიფარა. საკუთარ ბინაში თვეების მანძილზე ხეზე ცოცვას ასწავლიდა – მონკისეული ბოპის იმპროვიზაციულ მუღამებს უზიარებდა. თუ რა უნარ-ჩვევები შეიძინა კოლტრეინმა და როგორი მუსიკოსი დადგა, თავადაც მოგეხსენებათ. მასწავლებლის ამაგიც არასოდეს დავიწყებია – „ჯაზური მუსიკის დიდ არქიტექტორად“ მოიხსენიებდა. ჰოდა, იმავე წელს მონკი შეგირდთან ერთად ნიუ-იორკული კლუბის, „Five Spot“-ის სცენაზეც გამოჩნდა. პიანისტ-საქსოფონისტის ნამოქმედარმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, კონცერტზე დასწრების მსურველთა თვალუწვდენელი რიგები იდგა, აჟიოტაჟმა ცივსისხლიანი ხმის ჩამწერი სტუდიებიც კი დააინტერესა და მალე ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბომიც იშვა, სახელწოდებით: „თელონიუს მონკი ჯონ კოლტრეინთან ერთად“. თუმცა ამ ორი მუსიკოსის ერთობლივი მუზიცირების კიდევ ერთი დისკიც არსებობს, „კარნეგი ჰოლის“ კონცერტის ჩანაწერი, რომელიც ნახევარი საუკუნის თავზე, 2005 წელს, სრულიად შემთხვევით კონგრესის ბიბლიოთეკის არქივებში იპოვეს. 1957 წლის 29 ნოემბერს გამართული საღამო იმდენად მაგარი გამოდგა, მოვლენა ახალი ევერესტის აღმოჩენად მონათლეს.
კოლტრეინისა და მონკის გზები მალევე გაიყარა. საქსოფონისტმა ხმის ჩამწერ სტუდია „პრესტიჟთან“ გააფორმა კონტრაქტი და გაცილებით შთამბეჭდავი ჰონორარების გამო მაილს დევისთან გადაბარგდა. თელონიუსმა შემცვლელი გამონახა – ვირტუოზი ჯონი გრიფინი - და თავის ორკესტრთან ერთად რაღაც ხანს ნიუ-იორკის მერიაში მართავდა კონცერტებს. 1961 წელს კი კიდევ ერთი ცვლილება მოხდა – გრიფინი ტენორ-საქსოფონისტმა ჩარლი როუზმა შეცვალა, რომელიც 12 წელი გვერდში ედგა პიანისტის ჰარმონიულ განუკითხაობას. მონკის კვარტეტმა მთელი მსოფლიო შემოიარა, ჰონორარები გაიზარდა, მის მუსიკას რადიოები გაუთავებლად ატრიალებდნენ, თუმცა ჟურნალ „დაუნბითის“ ფავორიტი ჯაზმენების ათეულში მაინც ვერ მოხვდა - ვერც კომპოზიტორის, ვერც ბენდის ხელმძღვანელისა და ვერც პიანისტის სტატუსით. კრიტიკოსების აზრით, დიდი ვერაფერი ინსტრუმენტალისტი ბრძანდებოდა – თითებგაფშეკილი უტყაპუნებდა კლავიშებს, თითქოს ახლა სწავლობს საშემსრულებლო ტექნიკასო. ჰოდა, ეს ბატონები იმხანად ოსკარ პიტერსონს აღმერთებდნენ, თელონიუსს კი კანადელზე აზრს რომ ეკითხებოდნენ, უკმეხად პასუხობდა ხოლმე, ბოდიში მომითხოვია და ფეხსადგილი სად გეგულებათო.
თელონიუსი, სამაგიეროდ, ჟურნალმა „თაიმმა“ დააფასა – 1963 წელს პიანისტისათვის მთელი ნომრის მიძღვნა დააპირა. მონკი დიდი უთქმელი ვინმე ბრძანდებოდა და 30-მდე სპეციალისტი დიდხანს წვალობდა მისთვის რამე დაეცანცლათ. რაღაცები მაინც გამოსტყუეს. აი, რამდენიმე მათგანი: ამტკიცებდა, რომ მასზე გავლენა არც ერთ სახელოვან ჯაზმენს არ მოუხდენია, შთაგონების წყარო მხოლოდ თავად იყო; „ფრი ჯაზი“ ქაოტურობისა თუ სვინგის უარყოფის გამო სძულდა; არ უსმენდა კოლეგების მუსიკას, წიგნებისა თუ გაზეთების კითხვას ტელევიზორი ერჩივნა, აპოლიტიკური გახლდათ და სულ ფეხებზე ეკიდა რასობრივი სეგრეგაციის პრობლემები; ახალ პიესებს კი იმიტომ არ თხზავდა, მსმენელმა ჯერ ძველის მოსმენა და აღქმა უნდა ისწავლოსო. ქუდების კოლექციაც ახსენა: აბრეშუმის სათხილამურო ნაქსოვი ჩაჩები, ე.წ. კოვბოური „სტეტსონები“, ვიეტნამური კონუსისებრი ქუდები, იხვის ბუმბულგაჩრილი ბავარიული შლაპები, ბერეტები, კეპები და, რა თქმა უნდა, მათ შორის ყველაზე საყვარელი – ინდონეზიური აბრეშუმის შავი თავსაბურავი, წითელი პომპონით. ჰოდა, ჟურნალ „თაიმის“ ნომერი გამოსაცემად მზად იყო, როცა კენედი მოკლეს, გარეკანზე კი, პიანისტის ნაცვლად, ახალი პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი გამოჩნდა. ზემოხსენებული მასალა კი მხოლოდ შემდეგ წელს, 1964-ში, დაიბეჭდა.
60-იან წლებში მონკმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ალბომი შექმნა: Criss Cross, Straight No Chaser, Undeground, თუმცა კვარტეტი მალევე დაიშალა. ჯაზურმა მუსიკამ ფრი ჯაზისკენ გადაუხვია, ხოლო თაობის გემოვნება როკ-მუსიკისკენ გადაიხარა. სამწუხაროდ, მონკიც ახალს ვერაფერს ქმნიდა, მისი სტანდარტული პიესები და დათვივით მოუქნელი ცეკვები მსმენელს გვარიანად მობეზრდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პიანისტს ერთხელ „ბიტლზის“ სიმღერების საფორტეპიანო ვერსიის ჩაწერა შესთავაზეს და ვიღაც ტიპი მიუგზავნეს, ნოტებს გაგარჩევინებსო. მონკმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, პანონიკას ნიუ-იორკის ბინაში გამოიკეტა. სიცოცხლის ბოლო წლებში სიტყვას ვერ დააცდენინებდი, როიალს არ ეკარებოდა, სულ მთლად მოითენთა და მოიშალა. როგორც ბავშვს მოყირჭდება ხოლმე ტკბილეული, მუსიკაც ეგრე მობეზრდა. 8 წლიანი დუმილის თავზე, 1982 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა.