რა იყო 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მიზეზი? ამ შეკითხვაზე, როგორც ცნობილია სხვადასხვა პასუხს იძლევიან მოსკოვსა და თბილისში, სხვადასხვა დასაბუთებასა და არგუმენტებს ვისმენთ ექსპერტებისაგან. მაგრამ ახალ წიგნში, რომელიც მხოლოდ გაკვრით ეხება 2008 წლის აგვისტოს ომს - ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, რობერტ კაპლანის ნაშრომში სათაურით „გეოგრაფიის შურისძიება“ - პასუხი მოკლე და მარტივია: ომის მიზეზი იყო გეოგრაფია. რუსეთის ტერიტორია თითქმის ყველა მხრიდან დაუცველია ინტერვენციისაგან, რის გამოც კრემლი ყოველთვის ცდილობდა და შეეცდება, გაინაღდოს გარშემო ბუფერული ქვეყნების არსებობაო, ამბობს კაპლანი ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან, ჰეზერ მაჰერთან ინტერვიუში.
წიგნი, რომლის სრული სახელწოდებაა „გეოგრაფიის შურისძიება: რას გვეუბნება რუკა მომავალ კონფლიქტებზე და ბრძოლა ბედისწერის წინააღმდეგ“ 11 სექტემბერს გამოვიდა.
რობერტ კაპლანი წარსულისა და თანამედროვეობის მრავალი მაგალითით ასაბუთებს შეხედულებას, რომ ქვეყნის, უწინარეს ყოვლისა, გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს მის ბედს, რომ რუკა გაცილებით უფრო ძლიერი ფაქტორია, ვიდრე ქვეყნის მართვის კონცეფცია, რადგან რუკა განსაზღვრავს ქვეყნის შემზღუდველ, ისევე როგორც ხელშემწყობ ფაქტორებს.
„მაგალითად, ბრიტანეთი არის კუნძული - დიდი კუნძული. ამიტომ მას არ ეშინოდა თავის საზღვრებზე ხმელეთიდან თავდასხმებისა. ამიტომ ასწლეულების განმავლობაში შეეძლო უსაფრთხოდ განვითარება, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ განვითარდა დემოკრატია“, ამბობს რობერტ კაპლანი და განაგრძობს: "შეხედეთ შეერთებული შტატების რუკას - როგორი დაღარულია მისი აღმოსავლეთის სანაპირო. ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაპირი სავსეა უამრავი ბუნებრივი ნავსადგურით. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც ხელი შეუწყო 13 კოლონიის წარმოქმნას. აფრიკის მთელ სანაპიროს რომ შეხედოთ - უზარმაზარია, მაგრამ საკმაოდ ცოტა ბუნებრივი ნავსადგურით, რამაც განვითარება შეაფერხა. შეხედეთ რუსეთს. რუსეთი მოიცავს მსოფლიოში მერიდიანების ნახევარს, მაგრამ ძალიან ცოტა ბუნებრივი საზღვარი აქვს, რამდენიმე ადგილია გახსნილი ინტერვენციისათვის. ამით აიხსნება რუსეთის თავდაუჯერებლობა და ეჭვიანი ეროვნული ხასიათი,“ ამბობს წიგნის „გეოგრაფიის შურისძიება“ ავტორი, რობერტ კაპლანი, რომელსაც ვაშინგტონში ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი.
კაპლანს მოჰყავს ბევრი სხვა მაგალითიც, მათ შორის ავღანეთ-პაკისტანის, რომელთა შორის ბუნებრივი საზღვრის არ-არსებობაც ართულებს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. კაპლანი საინტერესო შეხედულებებს გამოთქვამს მესოპოტამიაზე: გეოგრაფიული მდებარეობით ხსნის ამ ტერიტორიაზე დიქტატორული მმართველობის ტენდენციას.
ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში კაპლანი ახსენებს საქართველოსაც, რუსეთის ზემოხსენებული პრობლემის, ბუნებრივი საზღვრების სიმცირის კონტექსტში.
მაგრამ ჯერ იმის შესახებ, თუ რას ამბობს წიგნის ავტორი ზოგადად, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკაზე: „დასავლეთის მედიას უყვარს პუტინის მძაფრი კრიტიკა, რადგან ის არ მიეკუთვნება ლიბერალი მმართველების ნაირსახეობას, მოდურ კონფერენციებზე აპლოდისმენტებს რომ იმსახურებენ ხოლმე. არადა, სინამდვილეში პუტინში უნდა ხედავდნენ არა ტოტალიტარიზმის განსახიერებას, არამედ ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ რუს ნახევრად-დიქტატორს, რომლის ცინიკური ნეოიმპერიალიზმიც არის რეაქცია გეოგრაფიული უსაფრთხოების არარსებობაზე. პუტინი უყურებს ევროპას და ხედავს იმას, რასაც პუტინამდე ხედავდნენ მეფეები და კომისრები: რუსეთში ინტერვენციის მარშრუტს, რუსეთში შვედების, პოლონელების, ფრანგების, გერმანელების, ლიტველებისა და სხვათა ინტერვენციების ისტორიას და ამიტომ, როგორც პუტინამდე სურდათ კომუნისტ მმართველებს, მასაც სურს, ჰყავდეს ბუფერული სახელმწიფოები“, განმარტავს კაპლანი.
რუსეთი, მისივე თქმით, აცნობიერებს, რომ ვერ აღადგენს აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლს, როგორც ეს განაღდებული ჰქონდა ვარშავის ხელშეკრულების პირობებში, ვერ გააკონტროლებს ბალტიის ქვეყნებს. მაგრამ ის ყოველთვის შეეცდება გავლენის მოხდენას, იქნება ეს გაზის და ნავთობის ფასებით, კრიმინალური ბანდებით, კიბერშეტევებით თუ სხვა მეთოდებით.
„იგივე ეხება რუსეთის საჭიროებას, ჰყავდეს ბუფერული სახელმწიფოები ბელორუსია და უკრაინა. ამავე მიზეზით შეიჭრა ის საქართველოში 2008 წელს და ამიტომ სურს გავლენის მოხდენა ცენტრალურ აზიაზე მიუხედავად იმისა, რომ აკლია სამხედრო პოტენციალი იქ რუსეთის იმპერიის აღსადგენად. პუტინი ფიქრობს, როგორც რუსეთის ტრადიციული მმართველი, რადგან რუსეთი თითქმის ყველა მხრიდან არის ღია სამხედრო ინტერვენციისათვის“, განმარტავს რობერტ კაპლანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

იგივე ეხება რუსეთის საჭიროებას, ჰყავდეს ბუფერული სახელმწიფოები ბელორუსია და უკრაინა. ამავე მიზეზით შეიჭრა ის საქართველოში 2008 წელს და ამიტომ სურს გავლენის მოხდენა ცენტრალურ აზიაზე ...Write your quote footer here...