Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ზოოპარკი 91 წლის გახდა


თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა და ვერეს ხეობაში 70 ჰექტარი მიწის ფართობი ეკავა. დღეს ზოოპარკს ტერიტორიის 5 ჰექტარზე 300-მდე სახეობის ბინადარი ჰყავს. მათ შორის ყველაზე უხუცესი ანდური კონდორია. წითელ ნუსხაში შესული მტაცებელი ფრინველი, 50 წელზე მეტია, ზოოპარკში ბინადრობს. ყველაზე პატარები კი ტყუპი ლემურები არიან. ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ დათვებისა და მგლების ვოლიერებია განთავსებული, მარტში კი ირმებსა და ნიამორებსაც გადაიყვანენ.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

XS
SM
MD
LG