Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავშესაფარი ბენეფიციარების გარეშე


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის თავშესაფარი ბენეფიციარებს ელის, თუმცა ჯერ არ გამოჩენილა პირი, რომელიც ღამის გათენებას სათნოების სახლში მოისურვებდა. ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორსართულიან შენობაში, ავეჯი და რბილი ინვენტარი მხოლოდ პირველ სართულზეა შეტანილი. 20 საწოლი ექვს ოთახშია გადანაწილებული. თავშესაფარში არის გათბობა, სველი წერტილი და პირველადი მოხმარების ნივთები. შენობას არ აქვს სამზარეულო, აცხადებს სათნოების სახლის დირექტორი ვერა ბარძიმაძე.

თავშესაფარი ბენეფიციარების გარეშე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:51 0:00
გადმოწერა

თავშესაფარს ბენეფიციარები არ ჰყავს, თუმცა საცხოვრებლით უზრუნველყოფას ახალციხეში არაერთი პირი ითხოვს. ვეტერანთა ოჯახებმა მეშვიდე სკოლის შენობა ექვსი თვის წინ დაიკავეს და ხელისუფლების მიერ ალტერნატიული ფართის გამოყოფამდე მის დაცლას არ აპირებენ. ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ.

ახალციხის მერიამ უკვე განსაზღვრა, ვის შეუძლია თავშესაფრით სარგებლობა. მათ შორის საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახები არ არიან. სათნოების სახლის ფუნქციონირებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 500 ლარია გამოყოფილი. თანხა კომუნალურ გადასახადებზე, ჰიგიენურ საშუალებებსა და ორი თანამშრომლის – ადმინისტრატორისა და დარაჯის - ხელფასზეა გათვლილი, აცხადებს ქალაქ ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

სათნოების სახლის გახსნის იდეა ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი კოპაძეს, ეკუთვნის. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში განაცხადა, თუმცა თავშესაფარი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ 118 400 ლარად აშენდა. ახალციხის მერიამ ავეჯი 2016 წლის ივლისის თვეში 6 790 ლარად შეიძინა. თავშესაფრის მოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 125 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ბენეფიციარი ჯერ არ ჩანს.

XS
SM
MD
LG