ბოლო მონაცემებით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, რომელიც 15-20 წუთი გაგრძელდა, თელავის რაიონის 7 სოფლის - წინანდლის, კონდოლის, კისისხევის, ნასამხრალის, ყარაჯალის, რუისპირისა და იყალთოს - მოსახლეობა დააზარალა.
ღვარცოფმა სოფელ რუისპირში 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა. თითქმის 100%-ით განადგურდა ვენახის, ხეხილისა და ატმის ბაღები.
ენვერ მამედოვი,სოფელ ყარაჯალის მკვიდრი: „ამდენი ნაშრომი წავიდა წყალში. რა გვეშველება, არ ვიცი. განადგურდა ყველაფერი. ამის შემდეგ როგორ ვარჩინო ოჯახი?! თქვენც ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ?“
მისმარ ისლამოვი, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი: „ძალიან დავზარალდით. ტარხუნა, ბოლოკი, ისპანახი - აღარაფერი აღარ არის. ბოსტანი მთლიანად განადგურდა. ძალიან დიდი სეტყვა იყო“.
სპეციალური კომისია თელავის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს უკვე ითვლის. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ყურაშვილი არ გამორიცხავს, რომ აუცილებელი გახდეს სამთავრობო კომისიის შექმნა:
„ზარალიანი დღე გვქონდა. 7-8 სოფელი დაგვესეტყვა. დღეს საკრებულოს ყველა წარმომადგენელთან მქონდა შეხვედრა. ზარალის აღწერა უკვე დაიწყო. ისინი ერთი კვირა იმუშავებენ. ვნახოთ, შეიძლება სამთავრობო კომისიაც შეიქმნას“.
სოფელ კისისხევში სტიქიით დაზარალებული ორი ოჯახი მოინახულა კახეთის გუბერნატორმა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ის ზედამხედველობას გაუწევს კომისიის მუშაობას, რათა მთავრობამ ზარალი სრულად დაითვალოს:
"სოფლებში, სადაც მე ვიყავი, მართლაც მძიმე მდგომარეობაა. კოორდინაციას გავუწევთ, რათა მთავრობამ ზარალის სრულად დათვლა მოახდინოს. ამასთან, დაზარალებულ მოსახლეობას ვპირდები, რომ კომპენსაციის ანაზღაურებისათვის მთვრობასთან შუამდგომლობას დავაყენებ".
აუნაზღაურდება თუ არა მოსახლეობას ზარალი, ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს ამბობენ, თავად დაზარალებულებს კი იმედი აქვთ, რომ მათ დაეხმარებიან იმ ფორმით, რა ფორმითაც დაეხმარნენ 2012 წლის 19 ივლისს დაზარალებულ კახელებს.
ღვარცოფმა სოფელ რუისპირში 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა. თითქმის 100%-ით განადგურდა ვენახის, ხეხილისა და ატმის ბაღები.
ენვერ მამედოვი,სოფელ ყარაჯალის მკვიდრი: „ამდენი ნაშრომი წავიდა წყალში. რა გვეშველება, არ ვიცი. განადგურდა ყველაფერი. ამის შემდეგ როგორ ვარჩინო ოჯახი?! თქვენც ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ?“
მისმარ ისლამოვი, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი: „ძალიან დავზარალდით. ტარხუნა, ბოლოკი, ისპანახი - აღარაფერი აღარ არის. ბოსტანი მთლიანად განადგურდა. ძალიან დიდი სეტყვა იყო“.
ზარალიანი დღე გვქონდა. 7-8 სოფელი დაგვესეტყვა. დღეს საკრებულოს ყველა წარმომადგენელთან მქონდა შეხვედრა. ზარალის აღწერა უკვე დაიწყო. ისინი ერთი კვირა იმუშავებენ...ზურაბ ყურაშვილი