მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში დაიწყო სტიქიით რამდენჯერმე დაზარალებული მოსახლეობის ხელახალი აღწერა. დაზარალებულები ჯერ წინამორბედი მთავრობის დროს აღწერეს, პარალელურად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იგივე გააკეთა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“.
რიგით მესამე აღწერის აუცილებლობას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმ განცხადებებით ხსნიან, რომლებიც კომპენსაციების გაცემის შემდეგ მოსახლეობამ დაწერა.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც აუცილებელს ხდის ხელახალ აღწერას, არის ის, რომ თავის დროზე მმართველმა პარტიამ აღწერა ზედაპირულად ჩაატარა და რეალურად არ გარკვეულა, თუ რა ოდენობის ზარალი ნახა მოსახლეობამ.
ზედაპირულ აღწერას ადასტურებს იმ ხანებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ახლა უკვე მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი გოზალიშვილი:
„მაშინ ჩვენ დროში გვაჩქარებდნენ! ხალხი რომ გვეუბნებოდა ესა და ეს დაგვიზიანდაო, ჩვენ მას ზეპირად ვწერდით. სხვა გამოსავალი არ გვქონდა. თითოეულ მიწის ნაკვეთში რომ შევსულიყავით, ალბათ, ვერ მოვრჩებოდით ორი სამი თვე“.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, ხელახალი აღწერა აუცილებელია, რადგან არასამართლიანი იქნება ყველა პრობლემა სტიქიის შედეგებს მიეწეროს.
„სხვა რეგიონებსაც თავისი პრობლემა აქვს. მხოლოდ სტიქიით 5 რაიონი დაზარალდა. ჯამში, შესაძლოა, 30 ათას ოჯახზე იყოს ლაპარაკი. ახლა ყველა ინდივიდუალურად რომ მიუდგეს საქმეს და მოითხოვოს, რომ რადგან დახმარებები რიგდება, მასაც უნდა, ასე არ გამოვა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური კეთდება. ვიღაცის სახლს სახურავი ქარმა მართლა გადახადა და კმაყოფილია, რომ შიფერის მასალა მივეცით, მაგრამ ზოგის სახურავი სიძველის გამო იყო დაზიანებული და სეტყვამ დამატებითი ბზარები გაუჩინა, თუმცა მან რომ მოითხოვოს თუნუქით გადახურვა, ეს იქნება სამართლიანი!? სახურავებზე მუშაობამ ნათლად დაგვანახვა, რომ ზოგან სტიქია საერთოდ არ ყოფილა და ეს ოჯახები დახმარებას ითხოვენ“, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა და განმარტა, რომ დაზარალებულთა აღწერა, სავარაუდოდ, 20-25 დეკემბერს დასრულდება, რის შემდეგაც მონაცემებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაამუშავებს. დახმარებების გაცემა კი, სავარაუდოდ, იანვრიდან დაიწყება. აღწერის კომისიაში სოფლის რწმუნებულები და რიგითი ადამიანებიც არიან ჩართული.
„ამ ინფორმაციების დამუშავებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დავიწყებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს სტატისტიკურად დადგენილი საშუალო მოსავლიანობები, მათ შორის, რეგიონების მიხედვით. განისაზღვრება საბაზრო ფასები სახეობების მიხედვით, გამოაკლდება უკვე გაცემული კომპენსაციები და, საბოლოო ჯამში, გამოიკვეთება ის ციფრი, რითაც უნდა მოხდეს კომპენსირება. მონაცემების დაზუსტების შემდეგ დაიწყება დახმარებების გაცემა. გვინდა, რომ ეს პროცესი მალე დაიწყოს“.
ხელახალი აღწერის შემდეგ კომპენსაციის მიღების მოლოდინი აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს. დაზარალებულთა ერთმა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა, თუ რატომ არ მოხდა მათი აღწერა არც ერთხელ და რატომ ვერ მიიღეს დახმარება:
„ჩვენ მივმართავთ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, რომ ლაგოდეხში რევიზია გამოგზავნოს. უნდა შეამოწმონ ყველაფერი“.
„სტიქიისგან ვართ დაზარალებული. მთელი ლაგოდეხის დახმარება მოხდა და ჩვენ 70-მდე ოჯახი ვართ, რომლების არც აღწერა და არც დახმარება არ მომხდარა. სტიქიამ კი არ დაგვაზიანა, უნდა ითქვას, რომ გაგვანადგურა“.
„რაც გვითხრეს, ყველაფერი გავაკეთეთ. განცხადებაც დავწერეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“.
ხელახალი აღწერის შედეგად შემცირდება თუ არა დაზარალებულთა რაოდენობა ან დადგინდება თუ არა რამდენად მართებულად იყო გაცემული კომპენსაციები, ეს დეკემბრის ბოლოს გაირკვევა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, დაზარალებულთა სრული სიები სწორედ იმ დროს მომზადდება.
ის, თუ რამდენი მილიონით დააზარალა ივლისსა და აგვისტოში სტიქიამ კახეთის რეგიონი, დღემდე არ თქმულა. სავარაუდო რიცხვად 150 მილიონი სახელდება. სტიქიის შედეგად დაზარალდა თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობა, ჯამში - 50-მდე სოფელი და 30 ათასამდე ოჯახი.

ჩვენ მივმართავთ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, რომ ლაგოდეხში რევიზია გამოგზავნოს. უნდა შეამოწმონ ყველაფერი ...