საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში - დღეს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს სპორტსმენების მონაწილეობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა დაუშვებელია. „არა სოჭის ოლიმპიადას“ -ამ მოწოდებით საქართველოს დედაქალაქში აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა საპროტესტო მსვლელობაც მოაწყვეს.
თბილისში აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. აქცია, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით დაიგეგმა, მოძრაობის „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის“ მიერ იყო ორგანიზებული. ორგანიზაციის აქტივისტების გარდა, აქციაში სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ შორისაა ნინო ჯაიანი:
“მე ძალიან გული მტკივა, რომ არიან ისეთი ქართველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა წავიდეთ რუსეთში სოჭის ოლიმპიადაზე, იმიტომ რომ მე არ ვიცი, მეტი რა უნდა გააკეთოს მეზობელმა - წაგართვას სახლი, დაგბომბოს - მეტი არ ვიცი, რა უნდა იყოს არგუმენტი იმისა, რომ არ წავიდეთ ოლიმპიადაზე“.
ნინო ჯაიანის აზრს იზიარებს „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი სამირა ისმაილოვა, რომელიც, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა, პირველ რიგში, მოქალაქეობრივი სინდისის კარნახით უნდა იმოქმედონ:
“ეს ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ გამოვხატოთ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ჩვენი პროტესტი. პირველ რიგში, ნებისმიერი სპორტსმენი არის ქვეყნის მოქალაქე, რომ მათ უარი თქვან ამ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებაზე“.
სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის წინააღმდეგ თავისი პოზიცია აქციაზე გასვლით საჯაროდ გამოხატა საქართველოს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარემ თამარ ჩხეიძემ. იგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ უნდა დაეშვა, რადგან მონაწილეობა რუსეთის მიერ დაწესებულ ახალ რეალობასთან შეგუებას ნიშნავს:
“სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ნორმალურ ხელისუფლებას, უბრალოდ, თავშიც არ უნდა გაევლო. მთელი რიგი ქვეყნები და სახელმწიფო მოღვაწეები ბოიკოტს უცხადებენ გაცილებით უმნიშვნელო მიზეზებით და ჩვენ, რომლის ტერიტორია - საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი - ოკუპირებულია, უბრალოდ, არც კი უნდა ვუშვებდეთ, რომ პუტინის მოწყობილ ოლიმპიადაში ვმონაწილეობდეთ“.
ჩვენ არა სახელმწიფოს, არამედ ოლიმპიურ პროცესს ვუჭერთ მხარს და ამიტომ საქართველოს ხელისუფლება სოჭში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გადახედვას არ აპირებს, - განაცხადა 23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სოჭში 2014 წლის ზამთრის ოცდამეორე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 4 სპორტსმენი მონაწილეობს. ესენი არიან მოციგურავე ელენე გედევანიშვილი და სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენაიძე და ნინო წიკლაური. ოლიმპიადა 7 თებერვალს გაიხსნება. საქართველოს გუნდის ლიდერად ფიგურული მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ითვლება, თუმცა ვინაიდან იგი, ვარჯიშის გამო, გუნდს მხოლოდ 13 თებერვალს შეუერთდება, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს გუნდის მედროშე ნინო წიკლაური იქნება. საქართველოს გუნდი სოჭში ორ ნაწილად, 4 და 6 თებერვალს ჩავა, გვითხრა ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა. მას ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა 1 თებერვალს საქართველოს 5 ქალაქში გამართული აქციის - “არა სოჭის ოლიმპიადას“ - თაობაზე:
“ხალხის განწყობა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირია და, პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი: ოლიმპიადა ტარდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოლიმპიადას ატარებს არა რუსეთი, არამედ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ასე რომ, ჩვენ ბოიკოტს სწორედ ამის გამო არ ვაცხადებთ, რომ არ გავიფუჭოთ ურთიერთობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან“.
ელგუჯა ბერიშვილი აღნიშნავს ასევე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობას თავად ლიცენზიის მფლობელი სპორტსმენებისთვისაც. ოლიმპიადის გახსნამდე ერთი კვირით ადრე გამართული საპროტესტო მარათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი, ანდრო ბარნოვი, აქცენტს ოლიმპიადისათვის ბოიკოტის გამოცხადების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე აკეთებს:
“თუ ჩვენ არ ვაჩვენებთ საზოგადოების ერთიანობას, თუ ჩვენ მთელ მსოფლიოს არ დავანახვებთ, რომ მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო აპროტესტებს ჩვენს მონაწილეობას ამ ოლიმპიადაში და ჩვენ ვართ მზად დავუპირისპირდეთ ოკუპაციას, მაშინ გამოვა, რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ პუტინის პრესტიჟის ოლიმპიადაში და ვაძლიერებთ აგრესორის ლეგიტიმაციას. და ამას ვაკეთებთ მაშინ და იმ დროს, როდესაც უკვე მარტიდან-აპრილიდან, როგორც კი ეს ოლიმპიადა ჩაივლის, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ მზარდ აგრესიას რუსეთისგან“.
სოჭის ოცდამეორე ზამთრის ოლიმპიადა 27 თებერვალს დაიხურება.
თბილისში აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. აქცია, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით დაიგეგმა, მოძრაობის „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის“ მიერ იყო ორგანიზებული. ორგანიზაციის აქტივისტების გარდა, აქციაში სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ შორისაა ნინო ჯაიანი:
“მე ძალიან გული მტკივა, რომ არიან ისეთი ქართველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა წავიდეთ რუსეთში სოჭის ოლიმპიადაზე, იმიტომ რომ მე არ ვიცი, მეტი რა უნდა გააკეთოს მეზობელმა - წაგართვას სახლი, დაგბომბოს - მეტი არ ვიცი, რა უნდა იყოს არგუმენტი იმისა, რომ არ წავიდეთ ოლიმპიადაზე“.
ნინო ჯაიანის აზრს იზიარებს „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი სამირა ისმაილოვა, რომელიც, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა, პირველ რიგში, მოქალაქეობრივი სინდისის კარნახით უნდა იმოქმედონ:
“ეს ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ გამოვხატოთ ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ჩვენი პროტესტი. პირველ რიგში, ნებისმიერი სპორტსმენი არის ქვეყნის მოქალაქე, რომ მათ უარი თქვან ამ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებაზე“.
სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ნორმალურ ხელისუფლებას, უბრალოდ, თავშიც არ უნდა გაევლო. მთელი რიგი ქვეყნები და სახელმწიფო მოღვაწეები ბოიკოტს უცხადებენ გაცილებით უმნიშვნელო მიზეზებით და ჩვენ, რომლის ტერიტორია - საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი - ოკუპირებულია...თამარ ჩხეიძე
“სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ნორმალურ ხელისუფლებას, უბრალოდ, თავშიც არ უნდა გაევლო. მთელი რიგი ქვეყნები და სახელმწიფო მოღვაწეები ბოიკოტს უცხადებენ გაცილებით უმნიშვნელო მიზეზებით და ჩვენ, რომლის ტერიტორია - საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი - ოკუპირებულია, უბრალოდ, არც კი უნდა ვუშვებდეთ, რომ პუტინის მოწყობილ ოლიმპიადაში ვმონაწილეობდეთ“.
ჩვენ არა სახელმწიფოს, არამედ ოლიმპიურ პროცესს ვუჭერთ მხარს და ამიტომ საქართველოს ხელისუფლება სოჭში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გადახედვას არ აპირებს, - განაცხადა 23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სოჭში 2014 წლის ზამთრის ოცდამეორე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 4 სპორტსმენი მონაწილეობს. ესენი არიან მოციგურავე ელენე გედევანიშვილი და სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენაიძე და ნინო წიკლაური. ოლიმპიადა 7 თებერვალს გაიხსნება. საქართველოს გუნდის ლიდერად ფიგურული მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ითვლება, თუმცა ვინაიდან იგი, ვარჯიშის გამო, გუნდს მხოლოდ 13 თებერვალს შეუერთდება, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს გუნდის მედროშე ნინო წიკლაური იქნება. საქართველოს გუნდი სოჭში ორ ნაწილად, 4 და 6 თებერვალს ჩავა, გვითხრა ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა. მას ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა 1 თებერვალს საქართველოს 5 ქალაქში გამართული აქციის - “არა სოჭის ოლიმპიადას“ - თაობაზე:
თუ ჩვენ მთელ მსოფლიოს არ დავანახვებთ, რომ მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო აპროტესტებს ჩვენს მონაწილეობას ამ ოლიმპიადაში და ჩვენ ვართ მზად დავუპირისპირდეთ ოკუპაციას, მაშინ გამოვა, რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ პუტინის პრესტიჟის ოლიმპიადაში და ვაძლიერებთ აგრესორის ლეგიტიმაციას...ანდრო ბარნოვი