საქართველოში ჩამოსული იყო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში სიმ კალასი. ის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ჩატარებულ ტრანსპორტის მინისტერიალში იღებდა მონაწილეობას. არაფორმალური დიალოგის დასრულების შემდეგ სიმ კალასს ჩვენი კორესპონდენტი, ნიკო ნერგაძე ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: რამდენად კმაყოფილი ხართ დღეს და გუშინ ჩატარებული შეხვედრებით? როგორია ზოგადი შთაბეჭდილებები?
სიმ კალასი: ჩემი აზრით, ეს მიმდინარე პროცესის ნაწილია. მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა კრაკოვში, შემდეგი მნიშვნელოვანი შეხვედრა ლიტვაში ჩატარდება. მე კმაყოფილი ვარ, რადგან მსგავსი შეხვედრები წინ წამოსწევს სატრანსპორტო ურთიერთობების პროფილს. ზოგადად, საგარეო პოლიტიკის საკითხები ცალკე განზომილებაში განიხილება ხოლმე, მაგრამ სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია და, ამავე დროს, კონკრეტულიც. ასე რომ, ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ ამის განვითარების საშუალება გვეძლევა მეზობელ ქვეყნებთან.
რადიო თავისუფლება: როგორია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობის ზოგადი ხედვა? რისი მიცემა შეუძლია საქართველოს ევროკავშირისთვის და პირიქით?
სიმ კალასი: იცით, საქართველო, რა თქმა უნდა, პატარა ქვეყანაა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი მანძილია. მაგრამ ეს ჩვენ უფრო დიდი სურათის ნაწილად უნდა განვიხილოთ. ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია საჰაერო სივრცის განვითარებით, ზოგადად, და, ეს უკვე ტექნიკური საკითხია, საჰაერო სივრცეს მხოლოდ საკუთარ საზღვრებში ვერ განავითარებ. საქართველო კი წინ წავიდა საჰაერო მომსახურების ხელშეკრულების საქმეში. საქართველო - ასევე მოლდოვა - ამ დიდი ევროპული საავიაციო სივრცის ნაწილი გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რასაც საქართველო გვთავაზობს და ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ამით სარგებელს საქართველოც ნახავს - იქნება მეტი ფრენა, მეტი შესაძლებლობა... ეს, რა თქმა უნდა, ამავე დროს, ბიზნესიცაა და ბიზნესს დროის ამ მონაკვეთში, ცოტა არ იყოს, უჭირს, მაგრამ მაინც. მეორე რამ, სადაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაა აზიასა და ევროპას შორის. ეს მარტივი პროექტი არ არის, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია წინ მიიწევს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც ამის ნაწილია და ის ძალიან მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების გადაზიდვის საქმეში.
რადიო თავისუფლება: როგორც წარმომიდგენია, ამ საქმეში დიდი ყურადღება სჭირდება რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებასაც. დერეფანი მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვერ განვითარდება, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს კი ერთმანეთთან ხშირად დაძაბული ურთიერთობა აქვთ. როგორ ბალანსდება ეს? თუ ბალანსდებ, საერთოდ?
სიმ კალასი: ეს თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული. მე აღარ მოვყვები ურთიერთობების ისტორიას სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ევროკავშირს, შეგვიძლია შუამავლის როლის თამაში პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში, თუმცა, ცხადია, სასწაულების მოხდენა არც ჩვენ შეგვიძლია. სატრანსპორტო პოლიტიკის სფეროში, ალბათ, თანამშრომლობის მეტი შანსია, რადგან ის უფრო კონკრეტულია. ჩვენც ვცდილობთ აქტიურები ვიყოთ და ამ ქვეყნებს კონკრეტული წინადადებები შევთავაზოთ. ზოგი ქვეყანა, მაგალითად, საქართველო, უფრო მეტ აქტიურობას იჩენს. აზერბაიჯანიც, ასევე, აქტიურობას იჩენს საჰაერო მომსახურების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების საქმეში. თუმცა ჩვენ მზადა ვართ ყველა ქვეყანასთან მოსალაპარაკებლად.
რადიო თავისუფლება: რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს ტრანსპორტის განვითარების საქმეში? არის რამე, რისი მოდერნიზებაცაა საჭირო, სარკინიგზო ვაგონების ან ლიანდაგების...
სიმ კალასი: ლიანდაგები ვერ შეიცვლება. ძალიან ძვირი ჯდება. მართალია, ესპანეთმა დაიწყო ლიანდაგების გამოცვლა, - აქამდე არც ესპანეთს ჰქონდა ლიანდაგების ევროპული ზომა, - მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა. ამავე დროს, არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის არაერთი გზა, როდესაც ლიანდაგების ზომა ერთმანეთს არ ემთხვევა და საჭირო ხდება სატრანსფერო სადგურების ამუშავება და საქართველო ამ საკითხებზე მუშაობს. ამას გარდა, კიდევ ერთი რთული საქმე საჰაერო მიმოსვლის კონტროლია. ამ მხრივ, საქართველო ევროკონტროლს შეუერთდა და ჩვენ დიდი იმედები გვაქვს, რომ ეს საჰაერო მიმოსვლის კონტროლის მოდერნიზაციის საქმეს წინ წასწევს და ამაში მონაწილეობას საქართველოც იღებს.
რადიო თავისუფლება: რამდენად აკონტროლებს ევროკავშირი საქართველოს ავიაციის ხარისხს?
სიმ კალასი: ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ უსაფრთხოებას და დაცულობას. ევროპის საჰაერო უსაფრთხოების სააგენტო რეგულარულ ინსპექტირებას ახდენს - ეს შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ევროპა უნდა ენდოს ამ ინსპექციას. ჩვენი დღევანდელი შეფასებით, საქართველო სტანდარტებს აკმაყოფილებს.