შავი ზღვის აჭარის სანაპირო უკვე 10 წელია აბრაზიას, ანუ ნგრევას განიცდის. ამ პროცესის მიზეზებად მეცნიერები კლიმატის შეცვლას, ინერტული მასალების შემცირებას და ადამიანების დაუდევრობას ასახელებენ. ეკოლოგები შიშობენ, რომ კომპლექსური მიდგომის გარეშე შავი ზღვის სანაპირო ეროზიის უმძიმესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.