ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 12 ნოემბერს გათავისუფლებული პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი სერგო ჩაჩიბაია მისი დაკავების საქმეზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ჩაჩიბაია მიიჩნევს, რომ რვა თვის განმავლობაში ის პოლიტპატიმარი იყო. „ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ დაკავება მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სამეგრელოში არსებულ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებზე ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდებოდა.
„ჩემი დაკავების მთავარი მიზეზი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა იყო. მე სასამართლოზეც ვთქვი მაშინ, რომ როცა დავიწყე პარტიული საქმიანობა, მაშინ იყო მუქარები ძალოვანებიდან, რომ ჩემი პარტიული საქმიანობა არ დარჩებოდა უყურადღებოდ და მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ ქალაქში დაჯგუფებები იყო და ეს იყო ღიად. ნაწილობრივ მიზეზი იყო ესეც და ამას დაემატა ჩემი აქტიურობა და მათი შიში“, – ამბობს სერგო ჩაჩიბაია.
მისივე თქმით, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბოლო 5 თვე სამარტოო საკანში გაატარა:
„თითქმის ხუთი თვე მარტო ვიყავი საკანში. ალბათ, დასჯილი ვიყავი. მე როგორც გავარკვიე, დავალება იყო სამეგრელოდან და ვისი, ეს ვერ გავარკვიე. ამ დღეებში დავწერ განცხადებას მთავარ პროკურატურაში, რომ ხელახლა მოხდეს ჩემი საქმის გამოძიება და იქ გაირკვევა სიმართლე“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.
„ქართული ოცნების“ წევრი სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა ზუგდიდის ერთ-ერთ ავტოსალონში მიმდინარე წლის 25 მარტს უცხო პირთან შელაპარაკებისას დააკავეს, მოგვიანებით კი მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ცივი იარაღის ტარებისთვის წაუყენეს ბრალი. 2012 წლის 19 ივნისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სერგო ჩაჩიბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ მას სამართალდამცავებმა პროვოკაცია მოუწყვეს. მაშინ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესებს ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდნენ . ისინი სერგო ჩაჩიბაიას დაკავებას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებდნენ. ირაკლი ალასანიამ, რომელიც იმ პერიოდში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად სიმბოლურად სწორედ სერგო ჩაჩიბაია დაასახელა, მაშინ როცა ის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა. ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესებს, კოალიციის ლიდერების გარდა, ესწრებოდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლები.
მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სერგო ჩაჩიბაიას დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
სერგო ჩაჩიბაია შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.