Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენის საკრებულო ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს სარჩელი სრულად დაუკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგება, გაცდენილი დღეები აუნაზღაურდება და ბათილად იქნება ცნობილი ის ოქმიც, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარის თანამდებობაზე იმედა მღებრიშვილი დაინიშნა. ლევან ლობჯანიძე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

მოპასუხე მხარე მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის მიერ გამოტანილიგადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კი ადგილობრივ თვითმმართველობას ბრალს დისკრიმინაციაში სდებს და მიიჩნევს, რომ ის თანამდებობიდან უკანონოდ გადააყენეს, რასაც არ ეთანხმება საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სასამართლომ ამ განაჩენით საკრებულოს 17 წევრის პოზიციის იგნორირება მოახდინა.

ლევან ლობჯანიძე 4 მარტს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. აღნიშნული მოთხოვნით წარმომადგენლობით ორგანოს “ქართული ოცნების” 15–მა დეპუტატმა მიმართა. მის გადაყენებას, ფარული კენჭისყრით, 21 დეპუტატიდანმხარი 17-მა დაუჭირა. ლევან ლობჯანიძის ინტერესებს სასამართლოზე საიას იურისტი ქეთევან ბებიაშვილი იცავდა.

მოპასუხე მხარის გასაჩივრების შემთხვევაში ლევან ლობჯანიძის ინტერესებს კვლავ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

XS
SM
MD
LG