Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო


ახალციხე
ახალციხე

პეტრე იბერის ქუჩის 17 ნომერში მდებარე შენობაში უკანონოდ მცხოვრები ვეტერანებისა და ახალციხის მერიის სამოქალაქო დავა დასრულდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მათი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო და თითოეულ ოჯახს, 120 ლარის ოდენობით, ბაჟის გადახდა დააკისრა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ თავად ვეტერანები. მათი თქმით, შენობას ვერ დატოვებენ, რადგან სხვაგან წასასვლელი არ აქვთ და უსახსრობის გამო ვერც ბაჟის თანხას გადაიხდიან.

მოპასუხე მხარის ადვოკატი ივანე ტატალაშვილი აცხადებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ვეტერანების უფლებადამცველის თქმით, მათი შენობიდან გამოსახლება ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების გარეშე არ შეიძლება.

საქმეში სამი მხარეა წარმოდგენილი – ახალციხის მერია, რომელიც ვეტერანების გამოსახლებას ითხოვს, უკანონოდ შეჭრილი ოჯახები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტო, რომელსაც აღნიშნული შენობა უზურფრუქტის წესით აქვს გადაცემული. სააგენტოს ინტერესების დამცველი ეკა აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ უნდა დატოვონ შენობა ვეტერანებმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ოჯახების გამოსახლება ამ ფორმით არ შეიძლება. დავით ფეიქრიშვილი კანონის იმ მუხლს იშველიებს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა-პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა 2016 წლის სექტემბერში დაიკავა უკანონოდ. მათმა ნაწილმა შენობა საკუთარი სურვილით დატოვა, ნაწილი კი გამოსვლას არც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აპირებს.

XS
SM
MD
LG