Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საქართველოს უსტატუსო მოქალაქეები


ახალციხე
ახალციხე

მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლების პროცესი სამცხე-ჯავახეთში თითქმის ორი ათეული წელია მიმდინარეობს. გოგონების განათლების პრობლემა, დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობა და ინფორმაციული ვაკუუმი რეალურად ქმნის იმ პრობლემებს, რომელთაც საქართველოში ჩამოსახლებული მაჰმადიანი მესხები აწყდებიან.

სტატუსის უქონლობა და სახელმწიფო ენის უცოდინრობა იწვევს რეპატრირებული მესხების უფლებების დარღვევას – განსაკუთრებით, ბავშვებში, – ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. უსტატუსოდ მყოფი ოჯახები ხშირად აწყდებიან სამართლებრივ პრობლემებს, რის გამოც საქართველოში თავის დამკვიდრება უჭირთ, – განმარტავენ უფლებადამცველები. მათ ამ პოზიციას ეთანხმებიან ახალციხეში მცხოვრები მაჰმადიანი მესხები.

გაუთვითცნობიერებლობა და კანონის უცოდინრობა – ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩამოსახლებული მაჰმადიანი მესხები ატესტატს ვერ იღებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბავშვებს ენის შესწავლაში დახმარება სჭირდებათ. ცირა მესხიშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით სერიოზულად უნდა იმუშაოს.

რეპატრიაციასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მაჰმადიანი მესხებისგან 5000-ზე მეტი განაცხადი მიიღო.

XS
SM
MD
LG